რუსული კლუბის „ღამის მგლების“ წევრები პოლონეთში არ შეუშვეს, ისინი მოტოგარბენს ახორციელებდნენ. მოტოგარბენს კლუბის ხელმძღვანელი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მეგობარი, ალესანდრე ზალდოსტანოვი ხელმძღვანელობდა. პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა იმ ბაიკერებმა შეძლეს, რომლებსაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პასპორტი ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ „ღამის მგლები“ 9 მაისს საქართველოში ჩამოსვლასაც გეგმავენ.
კატეგორია: მსოფლიო
ტილერსონი: „რუსეთი საფრთხეს არ უნდა უქმნიდეს დასავლეთის არცერთ ქვეყანას“
დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ უცხოელი ექსპერტები გამოთქვამდნენ აზრს, რომ მსოფლიოში დაძაბულობა შენელდებოდა. მისი გაპრეზიდენტებიდან 100 დღის შემდეგ ყველგან აღიარებენ, რომ მსოფლიოში მასშტაბური ომის საფრთხე გაიზარდა. ამერიკის ურთიერთობების უკიდურესად გაუარესებას ჩრდილოეთ კორეასთან, ასევე რუსეთთან, ჩინეთთან და ირანთან პირადად ტრამპს მიაწერენ. უცხოელი კომენტატორების შეაფსებით, ტრამპმა მარცხი განიცადა საშინაო პოლიტიკაში. იგი ვერ ასრულებს თავის დაპირებებს. მექსიკასთან კედლის ასაშენებლად […]
სოჭის სანაპიროსთან მიწისძვრა მოხდა
შავ ზღვაში რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა, რომლის მაგნიტუდაა 4. მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ სოჭიდან 26 კილომეტრის მანძილზე დაფიქსირდა. რუსული მედია სეისმოლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ბიძგები 10 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა. ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება. pia.ge
მოსკოვის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრს დენთი და ტყვიები აღმოუჩინეს
მოსკოვის სატრანსპორტო პოლიციის თანამშრომლებმა “ვნუკოვოს” საერთაშორისო აეროპორტში, ერთერთი მგზავრის ბარგში, დამატებითი გაჩხრეკის შედეგად, სანადირო დენთი და ტყვიები აღმოაჩინეს. მგზავრი დაკავებულია, მიმდინარეობს გამოძიება იარაღის უკანონო შენახვისა და გადატანის მუხლით. სამართალდამცავები არ აცხადებენ, თუ რა მიზნით გადაჰქონდა მგზავრს აღნიშნული საგნები.
რომის პაპი – ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა, გამანადგუერებელ ომამდე მიგვიყვანოს
ჩრდილოეთ კორეასა და აშშ-ის შორის დაძაბულმა ვითარებამ შესაძლოა, გამანადგუერებელ ომამდე მიგვიყვანოს, – განცხადება ამის შესახებ რომის პაპმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ოფიციალურმა ფხენიანმა ბალისტიკური რაკეტა კიდევ ერთხელ გამოსცადა. პონტიფიკოსმა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული აქტივობის ირგვლივ შექმნილი ვითარების განსამუხტად, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს შუამდგომლობისკენ მოუწოდა. „მაგალითისთვის, ნორვეგია ყოველთვის მზადაა დასახმარებლად“, – განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. კიდევ ერთი ბალისტიკური იარაღის […]
NASA – ჰაბლის ტელესკოპმა ახალი გალაქტიკის, NGC 7250-ის, ფოტოები გადაიღო.
NASA – ჰაბლის ტელესკოპმა ახალი გალაქტიკის NGC 7250-ის ფოტოები გადაიღო. ამერიკის კოსმოსური სააგენტოს განცხადებით, გალაქტიკა გენიალურია იმ მხრივ, რომ შეიმჩნევა ვარსკვლავთწარმომქმნელი პროცესის ნაკადები, ასევე სუპერნოვათა აფეთქებები. NASA-ს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახლადაღმოჩენილი გალაქტიკა დაჩრდილულია მის მახლობლად მოკიაფე ვარსკვლავის გამო, რომელსაც ცენტრისკენ მიმართული ყურადღება საკუთარ თავზე გადააქვს. კაშკაშა ობიექტი, რომელიც ფოტოზეა აღბეჭდილი, წარმოადგენს მარტოხელა ვარსკვლავის კატეგორიას, […]
თურქეთში ვიკიპედია დაიბლოკა
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მოსახლეობას ონლაინ-ენციკლოპეცდია Wikipedia დაუბლოკა, ამის შესახებ ინტერნეტ მონიტორინგის ჯგუფი იუწყება – მათი თქმით, ეს არის რეპრესია ინტერნეტში სიტყვის თავისუფლების მიმართ. ინტერნეტ-ენციკლოპედია ადგილობრივი დროით დლის 08:00 საათზე დაიბლოკა, შეზღუდვა ნებისმიერი ენის ვარიანტს ეხება. – მიწვდომის შეზღუდვა ინტერნეტ-ფილტრს ემთხვევა, რომელიც გამოიყენება ცენზურისთვის, ქვეყანაში არსებული კონტენტის მიხედვით, – ნათქვამია შეტყობინებაში. ნიუპოსტი
მოსულში ისლამური სახელმწიფოს მიერ გათხრილი გვირაბების ქსელი აღმოაჩინეს
მიუხედავად იმისა, რომ სირიაში ტერორისტულ ორგანიზაციებს – ისლამურ სახელმწიფოსა და ალ-ქაიდას ბევრი სახელმწიფო ებრძვის, მათი დამარცხება აქამდე ვერ მოხერხდა. ისინი არ იშლებიან და ახალ დაჯგუფებებსაც ქმნიან. ბრიტანელმა სპეციალისტებმა ერაყის ქალაქ მოსულში, მიწის ქვეშ მიაკვლიეს გვირაბების ფართო ქსელს, რომელიც ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა გათხარეს. ირკვევა, რომ რადიკალი ისლამისტი ტერორისტები იარაღსაც აწარმოებენ. გარდა ამისა, მათ ხელშია საბჭოთა […]
ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური იარაღი გამოსცადა
ჩრდილოთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გამოსცადა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა რეკს ტილერსონმა განაცხადა, რომ საკუთარი ბირთვული და ბალისტიკური იარაღის უკონტროლობამ, შესაძლოა, კატასტროფულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. აშშ-სა და სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ბალისტიკური იარაღის გამოცდამ კრახი განიცადა, მათი თქმით, ეს ჩრდილოეთ კორეის ტესტირების მეოთხე წარუმატებელი მცდელობაა მიმდინარე წლის მარტის შემდეგ. […]
ზიდანი ლე პენის წინააღმდეგ – ლე პენს ხმა არ უნდა მივცეთ
მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა და საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მაქსიმალურად თავი უნდა აარიდონ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერის მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას. – ჩემი პოზიცია უცვლელია 2002 წლიდან. მე შორს ვარ იმ იდეებისგან, რომელთა პროპაგანდას „ეროვნული ფრონტი“ ეწევა. მაქსიმალურად თავი უნდა ავარიდოთ მარინ ლე პენისთვის ხმის მიცემას. […]










