კატეგორია: მსოფლიო

სერგეი ლავროვის თქმით პუტინი ტრამპს უახლოეს მომავალში არ შეხვდება

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის შესაძლო შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ უახლოეს მომავალში ამ ორი პრეზიდენტის შეხვედრა დაგეგმილი არ არის. ლავროვის თქმით პუტინის და ტრამპის შეხვედრის აუცილებლობა ჯერჯერობით არ არსებობს, თუმცა მომავალში შეიძლება მდგომარეობა შეიცვალოს. გარდა ამისა, სერგეი ლავროვმა დაადასტურა ის ფაქტი, რომ რუსეთის და ამერიკის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო […]

ისლამური სახელმწიფო საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის

ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები საკუთარ სოციალურ მედიას ავითარებენ, რათა თავი აარიდონ სხვა პლატფორმებზე არსებულ უსაფრთხოების მკაცრ ზომებს და ინფორმაციის გადინებას. ეს განცხადება ლონდონში ევროპოლის დირექტორმა, რობ უეინრაიტმა გააკეთა. მისი თქმით ტერორისტების გეგმები 48 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად გაიშიფრა, რომელიც ამერიკელმა, ბელგიელმა, პოლონელმა, ბერძენმა და პორტუგალიელმა ექსპერტებმა ერთობლივად ჩაატარეს. მათ ექსტრემისტების 2.000-ზე მეტი ქსელი აღმოაჩინეს 52 სოციალურ პლატფორმაზე. სწორედ ამ […]

ემანუელ მაკრონი 60%, მარინ ლე პენი 40% – საფრანგეთში კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნდა

საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით OpinionWay-მ სამშაბათს ბოლო კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც გაზეთ Les Echos და Radio Classique-ის დაკვეთით ჩატარდა. კვლევის შედეგების თანახმად გამოკითხულთა 60% საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონისთვის აპირებს ხმის მიცემას, 40% კი – მარინ ლე პენისთვის. წინა გამოკითხვის შედეგებთან შედარებით En Marche !-ს ლიდერის ემანუელ მაკრონის მხარდაჭერა 1%-ით არის შემცირებული, ხოლო „ნაციონალური ფრონტის“ კანდიდატის მარი […]

ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ თანამდებობა დატოვა

ჩეხეთის პრემიერ მინისტრმა ბოგუსლავ სობოტკამ განაცხადა, რომ უახლოეს დღეებში ის თანამდებობას ოდიციალურად დატოვებს. ამის მიზეზი კი ფინანსთა მინისტრთან მილიარდერ ანდრე ბაბისთან არსებული კონფლიქტია. სობოტკას თქმით ბაბიმ გადასახადების გადახდას თავი აარიდა და ზოგადად უცნობია თუ როგორ შეძლო მან თავისი ქონების მოპოვება. ”მე როგორც პრემიერ-მინისტრი პასუხს ვერ ვაგებ იმ მთავრობაზე, რომლის ფინანსთა მინისტრი მაქინაციებშია შემჩნეული და არავინ […]

ქაბულში ნატოს კოლონაზე მომხდარ თავდასხმას 8 ადამიანი ემსხვერპლა

ავღანეთის დედაქალაქში, აშშ-ის საელჩოსთან ნატოს სამხედრო კოლონასთან მომხდარ აფეთქებას მინიმუმ 8 ადამიანი ესმხვერპლა, დაშავებულია 25 ადამიანი. გავრცელებული ცნობით, სამი დაშავებული ამერიკელი ჯარისკაცი. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი პიკის საათის დროს აიფეთქა. მისი სამიზნე ნატოს კოლონა იყო. თუმცა, ხალხმრავლობის გამო დაშავებულთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოსახლეა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. 28 აპრილს, ტერორისტული ორგანიზაცია „თალიბანის“ წევრებმა საგაზაფხულო […]

ალექსეი ნავალნის თვალზე მკურნალობა ესაჭიროება

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი ევროპაში მკურნალობას საჭიროებს, რადგან მან ერთ თვალში მხედველობის 80% დაკარგა. ამის მიზეზი ის არის, რომ ნავალნის სახეში მწვანე სითხე შეასხეს, რომელსაც ბრილიანტის მწვანეს ეძახიან. ნავალნი ერთ-ერთი ოფისიდან გამოდიოდა, როდესაც მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა და სითხე შეასხა. ეს თავდასხმა სავარაუდოდ ნავალნის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება, რადგან ნავალნი ხშირად აკრიტიკებს რუსეთის ხელისუფლებას. მარტში ნავალნი […]

ტორონტოს ცენტრში აფეთქება მოხდა

კანადაში, ქალაქ ტორონტოს ფინანსურ ცენტრში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძრის კვამლმა ავტომობილების მოძრაობისა და მეტროპოლიტენის მუშაობის შეფერხება გამოიწვია. აფეთქება იმ უბანში მოხდა, სადაც ტორონტოს ხუთი წამყვანი ბანკის ოფისებია განლაგებული. დაშავებულები არ არიან. მეხანძრეების ინფორმაციით, ცეცხლი ტრანსფორმატორებს მოეკიდა. ხანძრის მიზეზი ჯერ დადგენილი არ არის. პოლიციის ინფორმაციით, მომხდარი ტერაქტი არ არის. ინტერპრესნიუსი

პანიკა აეროფლოტის თვითმფრინავში, რომელიც საჰაერო ორმოში მოხვდა – ვიდეო

აეროფლოტის თვითმფრინავი საჰაერო ორმოში მოხვდა. ის მოსკოვიდან ბანგკოკში მიფრინავდა რეისით SU270. მოსკოვის დროით 02:50-ზე, ბანგკოკის აეროპორტში დაჯდომამდე 40 წუთით ადრე, Boeing 777  ტურბულენტურ ზონაში მოხვდა. ამის შედეგად დაშავდა 20 მგზავრი. მგზავრების უმრავლესობას ღვედები არ ჰქონდა შემოჭერილი, რამაც განაპირობა ასეთი შედეგი. ინტერნეტში მომხდარის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა, სადაც ჩანს, თუ რა მოხდა თვითმფრინავის ბორტზე

ემანუელ მაკრონი საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოგების ფავორიტია

საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ რამდენიმე გამოკვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც გამოჩნდა, რომ ემანუელ მაკრონი მეორე ტურშიც გამარჯვების მთავარი კანდიდატია. გამოკვლევამ აჩვენა, რომ მაკრონს გამოკითხულთა 60% უჭერს მხარს, ხოლო მის მთავარ მეტოქეს მარინ ლე პენს მხოლოდ 39%. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 23 აპრილს გაიმართა და მასში გამარჯვება მაკრონმა მოიპოვა, თუმცა ლე პენმა ხმების საკმაოდ დიდი […]

სტამბოლის პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე 207 დემონსტრანტი დააკავა

სტამბოლის პოლიციამ ტაქსიმის მოედანზე 207 დემონსტრანტი დააკავა. პოლიციელებმა დემონსტრანტებს დაახლოებით 40 „მოლოტოვის კოქტეილი“, 17 ხელყუმბარა, 176 ფოიერვერკი და რამდენიმე პლაკატი ჩამოართვეს. სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქცია მშრომელთა საერთაშორისო დღის ფარგლებში ტარდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიერ აკრძალული იყო. 24 აპრილს თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ […]