კატეგორია: მსოფლიო

როგორ აფასებენ აშშ-ში 100 დღეს ტრამპის გაპრეზიდენტებიდან

  მსოფლიოში მოვლენების ცვალებადობის ფონზე იზრდება უთანხმოება და დაძაბულობა აშშ-სა და რუსეთს შორის. ქართველი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პრობლემების გადაჭრის შანსი იზრდება მაშინ, როცა დასავლეთი რუსეთს მწვავედ უპირისპირდება. მსოფლიოში შექმნილ დღევანდელ მდგომარეობას კარიბის კრიზისზე უფრო მწვავედ მიიჩნევენ. მიუხედავად ამისა, საქართველოს პრობლემები აქტუალური ჯერ ვერ გახდა. დასავლური მედია მიიჩნევს, რომ აშშ-სა და რუსეთს ერთმანეთისაგან ბევრი […]

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ

მაკედონიის პარლამენტში დემონსტრანტები შეიჭრნენ და სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. კონფლიქტი მას შემდეგ გაჩაღდა, როცა სოციალ-დემოკრატებმა პარლამენტის სპიკერად ალბანელ ტალატა ხაფერს დაუჭირეს მხარი. ამ გადაწყვეტილებამ ნაციონალისტებში აღშფოთება გამოიწვია. პარლამენტის შენობაში სულ 200-მდე დემონსტრანტი შეიჭრა. პოლიციამ კი, ვითარების განმუხტვა დროულად ვერ მოახერხა, რის გამოც შენობის ინტერიერი დაზიანდა. ალბანეთის იუგოსლავიიდან გამოყოფის შემდეგ, ხაფერი პირველი ეთნიკურად ალბანელია, […]

ალექსეი ნავალნის „ბრილიანტის მწვანე“ შეასხეს

რუს ოპოზიციონერს, ალექსეი ნავალნის, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ რუსეთის პრემიერ-მინისტრის, დიმიტრი მედვედევის მიერ ქონების კორუფციული გზით შეძენაზე ვრცელი კვლევა გამოაქვეყნა, დღეს სახეში „ბრილიანტის მწვანე“ შეასხეს. ამის შესახებ ტელეკომპანია „დოჟდი“ იუწყება. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ოპოზიციონერი „კორუფციასთან ბრძოლის ფონდის“ ოფისიდან გამოვიდა. მასთან ახალგაზრდა მამაკაცმა მიირბინა და ჭიქით აღნიშნული სითხე შეასხა. თავად პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ […]

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის სახლი გაქურდეს

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის, ბერნარ კაზნევის სახლი გაქურდეს. ძარცვა, სავარაუდოდ, 24 აპრილს, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის მეორე დღეს მოხდა, თუმცა ეს ინფორმაცია ჟურნალისტებისთვის დღეს გახდა ცნობილი. პრემიერ-მინისტრის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ბერნარ კაზნევის ბინაში სამსახურებრივი დოკუმენტაცია არ ინახებოდა და მძარცველებმა მხოლოდ პირადი მოხმარების ნივთების წაღება მოახერხეს. სამართალდამცავებს ქურდები ჯერჯერობით არ დაუკავებით. ბინის ქურდებმა, სავარაუდოდ, არ იცოდნენ, ვის სახლს […]

პარიზში პოლიციამ საპროტესტო აქციაზე ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

პარიზში საპროტესტო აქციაზე  პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რადგან მათ პოლიციას ბოთლები ესროლეს. აქციაზე ლიცეუმის უფროსი კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომლებიც ლე პენის და მაკრონის სავარაუდო პრეზიდენტობას აპროტესტებდნენ. მოსწავლეები ტრანსპარანტებით გამოვიდნენ, რომელზეც ეწერა ”არც მაკრონი, არც ლე პენი”.  გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აქციაზე არავინ დაშავებულა და სავარაუდოდ აქციები კიდევ გაგრძელდება. მარინ ლე პენი და ემანუელ […]

რუსეთის ფლოტის გემს შავ ზღვაში შეჯახების შედეგად კორპუსი დაუზიანდა

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კვლევითმა გემმა „ლიმანმა“ შავ ზღვაში, გემთან „აშოთ-7“ შეჯახების შედეგად კორპუსის დაზიანება მიიღო. „ლიმანი“ და „აშოთ-7“ ბოსფორის სრუტედან 40 კმ-ში შეეჯახნენ, რის შედეგადაც ”ლიმანმა” კორპუსის დაზიანება მიიღო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ეკიპაჟის წევრებს შორის დაშავებულები არ არიან. თურქეთის სანაპირო დაცვის სამმართველოში განაცხადეს, რომ ყველა მეზღვაური ევაკუირებულია.

ევროპარლამენტი მარინ ლე პენს იმუნიტეტის მოხსნას უპირებს

ევროპარლამენტმა „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო. 14 აპრილს ფრანგმა გამომძიებლებმა მარინ ლე პენისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი დააყენეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ლე პენმა განაცხადა, რომ არ აპირებს სასამართლოში ჩვენების მისაცემად გამოცხადებას, ვინაიდან საპარლამენტო იმუნიტეტითაა დაცული. 29 და 30 მარტს, გამომძიებლებმა ევროპარლამენტში მოთხოვნა გააგზავნეს მარინ ლე პენსა და მარი-კრისტინ ბუტონესთვის […]

დონალდ ტრამპმა ნატოზე აზრი შეიცვალა

დონალდ ტრამპი თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დროს ხშირად აკრიტიკებდა ნატოს და ერთხელ მას მოძველებული ორგანიზაციაც უწოდა. მას შემდეგ რაც ტრამპი აშშ-ს პრეზიდენტი გახდა, მას ნატოზე აზრი შეეცვალა და ტრამპის თქმით ნატო საკმაოდ ეფექტურად იბრძვის ტერორიზმის წინააღმდეგ და მათ მომავალშიც ასე უნდა გააგრძელონ. აშშ-ს პრეზიდენტმა აღიარა, რომ ადრე მას ნატოზე მწირი ინფორმაცია ჰქონდა და შესაბამისად ამ ორგანიზაციაზე […]

რუსეთში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა

ციმბირში ავიაგამანადგურებელი მიგ-31 ჩამოვარდა. ინფორმაციას რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. არსებული ინფორმაციით ავიაგამანადგურებელში 2 პილოტი იჯდა, რომლებმაც საფრენი აპარატიდან კატაპულტირება შეძლეს. როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი ავიაგამანადგურებელი ბურიატში “ტელემბას” პოლიგონზე გეგმიურ საწვრთნელ ფრენა ასრულებდა. ავიაგამანადგურებლის ჩამოვარდნის მიზეზი უცნობია.

მამამ Facebook Live-ში ახალშობილი შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი ჩამოიხრჩო

მორიგი შემზარავი დანაშაული, რომელიც კვლავ ფეისბუკით გადაიცა. ტაილანდში, მამამ ახალშობილი შვილი ჩამოახრჩო, შემდეგ კი თვითონ ჩამოიხრჩო თავი. ეს ყველაფერი კი Facebook Live-ს მეშვეობით უჩვენა სოციალური ქსელის მომხმარებლებს. ბიბისის ცნობით, შვილისა და ქმრის მკვლელობის სცენა ცოლმა და ოჯახის დანარჩენმა წევრებმა Facebook-ზე ნახეს, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახეს. Facebook-ის განცხადებით, ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალური ქსელიდან უკვე წაშლილია. ბოლო […]