მოსკოვის ცენტრში პოლიციამ 40-დე ადამიანი დააკავა. ტვერის ქუჩაზე, ტრიუმფალურ მოედანთან, 29 ადამიანი დააკავეს, მანეჟის მოედანზე კი _ 7 ადამიანი. ტელეკომპანია „დოჟდის“ ცნობით, დაკავებულთა შორის არასრულწლოვნებიც არიან. არსებული ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა ნაციონალისტური ორგანიზაციებისა და დაჯგუფებათა წარმომადგენლები არიან. მათი დაკავება მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქციის გამართვას უკავშირდება. ორგანიზაცია „ახალი ოპოზიციის“ წარმომადგენლის, რომან კოვალევის განცხადებით, დაკავებულები ჯერჯერობით პოლიციის სამმართველოში არ […]
კატეგორია: მსოფლიო
ევგენი ევტუშენკო აშშ–ში გარდაიცვალა
რუსი პოეტი ევგენი ევტუშენტკო 85 წლის ასაკში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე პოეტი კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში მოათავსეს. როგორც პოეტის იუბილისადმი მიძღვნილი ფესტივალის პროდიუსერმა სერგეი ვინიკოვმა განაცხადა, ევგენი ევტუშენკომ ითხოვა, დაკრძალონ რუსეთში, პერედელკინოს დასახლებაში, ბორის პასტერნაკის სფლავთან ახლოს. ,_ ჩემი თხოვნაა, დამკრძალოთ რუსეთში, პერედელკინოში, პასტერნაკის საფლავის სიახლოვეს, – ეს პოეტის სიტყვებია, რომელიც ვინიკოვმა […]
ხვალ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება
ხვალ სომხეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ხვალ ადგილობრივი დროით 20.00 საათამდე ნებისმიერი სახის აგიტაცია კანონით აკრძალულია. ქვეყნის მასშტაბით 2009 საარჩევნო უბანია გახსნილი. საზღვარგარეთ უბნების გახსნა არ არის გათვალისწინებული. სომხეთში პროპორციული სისტემით არჩევნები პირველად იმართება. ამომრჩეველს არჩევანი აქვს: ხმა მისცეს მხოლოდ პოლიტიკურ პარტიას (ბლოკს) ან კიდევ ხმა მისცეს ერთ-ერთ კანდიდატს, რომელიც პარტიას ტერიტორიულ საარჩევნო ოლქში ჰყავს წარდგენილი. […]
დემონსტრანტებმა პარაგვაის კონგრესის შენობას ცეცხლი წაუკიდეს
პარაგვაის კონგრესის შენობას დემონსტრანტებმა ცეცხლი წაუკიდეს. პროტესტი კონგრესში განხილულ კანონპროექტს მოჰყვა, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს მეორედ არჩევის საშუალებას აძლევს, – იუწყება BBC. 1992 წლის კონსტიტუციის მიხედვით, რომელიც 35-წლიანი დიქტატურის შემდეგ მიიღეს, პარაგვაიში პრეზიდენტს მეორე ვადით არჩევა არ შეუძლია. მას ერთი 5-წლიანი ვადით ირჩევენ. პარაგვაის პრეზიდენტი ორასიო კარტესი ცდილობს გააუქმოს ეს შეზღუდვა და მეორე საპრეზიდენტო ვადით აირჩეს. […]
ტილერსონი: ”აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ გააუქმებს”
აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ძალაში დატოვებს, ვიდრე მოსკოვი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს, ასევე ვიდრე არ დააბრუნებს ყირიმის ოკუპირებულ ნახევარკუნძულს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა რექს ტილერსონმა განაცხადა, რომელიც ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაში მონაწილეობს. _ განვაგრძობთ რუსეთისთვის მოწოდებას, რომ შეასრულოს მინსკის შეთანხმებები და ვალდებულებები. აშშ-ს სანქციები დარჩება, ვიდრე მოსკოვი არ შეცვლის მოქმედებებს, რამაც […]
უკრაინაში უშიშროების სამსახურის პოლკოვნიკი მოკლეს
უკრაინის ქალაქ მარიუპოლში დღეს ტერაქტი მოხდა. როგორც უკრაინული მედია იტყობინება, ავტომანქანის აფეთქების შედეგად უკრაინის უშიშროების სამსახურის თანმაშრომელი პოლკოვნიკი ალექსანდე ხარაბერიუში გარდაიცავალა. ნიუ პოსტის ინფორმაციით, შემთხვევის შესახებ დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. ცნობილია ის, რომ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.
სამხრეთ კორეაში ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე დააკავეს
სამხრეთ კორეის სამართალდამცველებმა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი პაკ კინ ხე კორუფციაში ბრალდებით დააკავეს. სეულის სასამართლომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის დაკავების ორდერი გასცა. მას ბრალდება 13 პუნქტის მიხედვით წაუყენეს, კერძოდ, მას ბრალად ედება ქრთამის აღება, ხელისუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული მომენტისთვის ბევრი მტკიცებულებაა შეგროვილი, მაგრამ ვინაიდან ეჭვმიტანილი უარყოფს ბრალდებების […]
ერდოღანი ტილერსონს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი მიიღო. შეხვედრა საპრეზიდენტო სასახლეში პრესისთვის დახურულ კარებს მიღმა გაიმართა და ორი საათის განმავლობაში გრძელდებოდა. შეხვედრის დროს მხარეებმა განიხილეს შესაძლო ერთობლივი ნაბიჯების გადადგმის საკითხები „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე წამოწია აშშ-დან თურქეთში ფეთჰულა გიულენის ექსტრადირების საკითხი.
დონალდ ტუსკი პროკურატურამ დაკითხვაზე დაიბარა
ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, პოლონეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი 19 აპრილს, ვარშავის საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს. გავრცელებული ინფორმაციით, დონალდ ტუსკი დაკითხვაზე მივა. თუმცა ვარშავის პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენლის მიხა ძიკანსკის განცხადებით, უწყებას დონალდ ტუსკისგან ოფიციალური დადასტურება ჯერ არ მიუღია. დონალდ ტუსკი დაკითხვაზე გამოძახებულია პოლონეთის სამხედრო კონტრდაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელებისა და რუსეთის „ეფ-ეს-ბე“-ს შორის თანამშრომლობის საქმეზე. როგორც ცნობილია, ეს […]
კაპიტოლიუმთან პოლიციამ ქალს ესროლა
ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის შენობასთან პოლიციამ ცეცხლი მას შემდეგ გახსნა, რაც ერთ-ერთმა მძღოლმა პოლიციელებისთვის დაჯახება სცადა. როგორც გაირკვა, სამართალდამცავებმა ქალი შემოწმების მიზნით გააჩერეს, ის კი მათ არ დაემორჩილა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ ქალი დააკავა. გამოძიების ფედერალური ბიუროს ცნობით, ინციდენტის მოტივი უცნობია.










