თურქეთის უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი ლიდერი საფვან გახვატი დააკავა. გახვატი სირიელია და ის ევროპიდან ბოევიკების რეკრუიტირებით იყო დაკავებული. როგორც ცნობილია ის თურქეთის სამხრეთით, პროვინცია ადანში დააკავეს მის მეუღლესთან ერთად, როდესაც ის ავტობუსით ცდილობდა სტამბოლში ჩასვლას. პოლიციამ გახვატი გაჩხრიკა, რის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება. დაკავებულს თან აღმოაჩნდა სურათებიც, სადაც ის დანით ხელში სავარაუდოდ […]
კატეგორია: მსოფლიო
უკრაინაში პოლონეთის საკონსულოს ესროლეს
უკრაინაში, ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს შენობას უცნობმა პირებმა ყუმბარსატყორცნით ცეცხლი გაუხსნეს. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლონეთის კონსულის კშიშტოფ სავიცკის განცხადებით, „აღნიშნული ტერაქტს წარმოადგენს“. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა ინციდენტთან დაკავშირებით აღშფოთება გამოთქვა. _ აღშფოთებული ვარ ქალაქ ლუცკში პოლონეთის გენერალური საკონსულოს წინააღმდეგ განხორციელებული პროვოკაციით. ის იმ ხალხის მიერ ჩადენილი საძაგლობაა, ვინც უკრაინისა და პოლონეთის მეგობრობას […]
ფრანსუა ფიიონის მეუღლის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაიწყო
რესპუბლიკელებიდან საფრანგეთის საპრეზიდენტო კანდიდატის ფრანსუა ფიიონის მეუღლის პენელოპა ფიიონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად დაწყო. პროკურატურის განცხადებით, საუბარია საფრანგეთის პარლამენტში მისი ფიქტიური დასაქმების საქმეზე. სკანდალი საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატის, ფრანსუა ფიიონის გარშემო მას შემდეგ ატყდა, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ ფრანსუა ფიიონის დეპუტატობისას, პენელოპა ფიიონმა მის თანაშემწედ მუშაობისას თვეში 3.677 ევროს იღებდა. არსებობს ეჭვი, რომ ეს ფიქტიური სამუშაო იყო […]
შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას მხარი დაუჭირა
შოტლანდიის პარლამენტმა 69-ით 59-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა დამოუკიდებლობის მოთხოვნით რეფერენდუმის გამართვას. აღნიშნული კენჭსყრა გასულ კვირას უნდა გამართულიყო, თუმცა ლონდონში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო. 27 მარტის შეხვედრაზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ და შოტლანდიის პრემიერმა ნიკოლა სტერჯენმა რეფერენდუმის საკითხი განიხილეს, თუმცა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მეის განცხადებით რეფერენდუმის ჩატარება მიზანშეწონილი არაა იმ ფონზე, როდესაც ჯერ კიდევ არ […]
პარიზის პოლიციამ 35 მანიფესტანტი დააკავა
პარიზში გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ სულ მცირე 35 ადამიანი დააკავა. დაკავების მიზეზი აქციის მონაწილეთა მხრიდან აგრესიული ქმედება გახდა. ინციდენტი, რომელმაც საპროტესტო აქცია გამოიწვია, გუშინ მოხდა. აზიური წარმოშობის მამაკაცი პოლიციელს მაკრატლით თავს დაესხა, რასაც მეორე პოლიციელმა, თავდაცვის მიზნით, ცეცხლის გასროლით უპასუხა. თავდამსხმელი ადგილზე გარდაიცვალა. პარიზის პოლიციამ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. პარიზის პოლიციის პრეფექტურის ინფორმაციით, გუშინ საღამოს […]
ნავალნის 15 დღე ციხე და 20.000 რუბლი მიუსაჯეს
ქალაქ მოსკოვის ტვერსკოის სასამართლომ რუს ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის, 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ალესია ორეხოვამ ალექსეი ნავალნის ასევე დააკისრა 20.000 რუბლის ოდენობის ჯარიმა. სასამართლო პროცესისას ალექსეი ნავალნიმ სასამართლოში რუსეთის პრემიერ-მინისტრ დიმიტრი მედვედევის გამოძახება მოითხოვა. _ მინდა სასამართლოში გუშინდელი მიტინგის რეალური ორგანიზატორი გამოიძახოთ. ის შეძლებს იმის ახსნას, თუ რატომ გამოვიდა მიტინგზე […]
მოსკოვში, საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნი დააკავეს
რუსეთში, 100-მდე ქალაქში, ანტიკორუფციული აქციები მიმდინარეობს. აქციები ,,ალექსეი ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის” მიერ არის ორგანიზებული. აქციების მონაწილენი რუსეთში გამეფებულ კორუფციას აპროტესტებენ და დიმიტრი მედვედევისგან მის წინააღმდეგ არსებულ ფაქტებზე ახსნაგანმარტებას მოითხოვენ. რამდენიმე ქალაქში პოლიცია აქციის მონაწილეებს აპატიმრებს. აქციის მონაწილეთა დაპატიმრება მოხდა მოსკოვში მიმდინარე აქციაზეც, რომელიც მეტროსადგურ ,,მაიაკოვსკისთან” მიმდინარეობდა. _ ბიჭებო, მე კარგად ვარ, არ ღირს წინააღმდეგობის […]
მოსკოვში გამართულ აქციაზე 130-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
მოსკოვში დღეს გამართულ ანტიკორუფციულ მიტინგზე 130-ზე მეტი ადამიანია დაკავებული. ამის შესახებ tvrain.ru იუწყება. მედიასაშუალების ინფორმაციით, დაკავებისას პოლიციამ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. აქციაზე რუსული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, აქციის ორგანიზატორი ალექსეი ნავალნიც დააკავეს. მსგავსი ანტიკორუფციული აქცია რუსეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. რამდენიმე კვირის წინ ალექსეი ნავალნის ორგანიზაციამ რუსეთის პრემიერმინისტრ დიმიტრი მედვედევის კორუფციული გზით ქონების დაგროვების შესახებ კვლევის […]
კამჩატკაზე ვულკანი ამოიფრქვა _ 200 წლის შემდეგ
კამჩატკაზე ამოიფრქვა ვულკანი კამბალნი, რომელიც 200 წლის განმავლობაში ჩუმად იყო. ვულკანს მიენიჭა საავიაციო საფრთხის ნარინჯისფერი კოდი. ეს იმას ნიშნავს, რომ ფერფლი შეიძლება 6-8 კილომეტრის სიმაღლეზე ამოიფრქვას, რაც საავიაციო მიმოსვლას საფრთხეს შეუქმნის. ამ დროისთვის ვულკანის სიახლოვეს ტურისტული ჯგუფები დაფიქსირებული არ არის.
მინსკის ომონმა ასობით ადამიანი დააკავა
ომონმა მინსკში ასობით ადამიანი დააკავა. საქმე ეხება დამოუკიდებლობის დღეს გამართულ აქციას, რომლის ჩატარება ბელარუსის ხელისუფლებამ წინასწარ აკრძალა. სანქციის არარსებობის მიუხედავად, მინსკში მოქალაქეები მაინც გამოვიდნენ, რასაც მასობრივი დაპატიმრებები მოჰყვა. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტებიც. დაკავებები ძირითადად მეცნიერებათა აკადემისს მახლობლად ხდება. სპეცრაზმის წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრალური ქუჩები დაიკავეს.










