კატეგორია: მსოფლიო

დუმის ყოფილი დეპუტატის, ვორონენკოვის მკვლელი უკრაინელია

გუშინ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს. დენის ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. _ დენის ვორონენკოვის მკვლელი უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია, რომელიც 1988 წელს ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა, – ამის შესახებ ფეისბუქის პირად გვერდზე ინფორმაციას უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი ანტონ გერაშენკო ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ვორონენკოვის მკვლელი ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, საბრძოლო […]

ლონდონის ტერაქტი მასწავლებელმა მოაწყო

მამაკაცი, რომელიც ვესტმინსტერის ტერორისტული აქტის ავტორია, იდენტიფიცირებულია. ბრიტანეთის სამართალდამცავმა უწყებამ მის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. იგი ჰალიდ მასუდი გახლავთ. მასუდი ინგლისის ჩრდილო-აღმოსავლეთის საგრაფო კენტში დაიბადა, 52 წლის მამაკაცი დასავლეთ მიდლენდსში ცხოვრობდა. ასევე ცნობილია, რომ მას რამდენიმე ნასამართლეობა ჰქონდა წარსულში, ამ ეტაპზე კი არავითარი გამოძიების ობიექტი არ ყოფილა. Dailymail-ის ცნობით, მასუდი დაქორწინებული იყო და მას სამი შვილი […]

ლონდონის ტერაქტზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო

ტერორისტულმა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ ლონდონში გუშინ განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო. ტერორისტული დაჯგუფების განცხადებით, ტერაქტის შემსრულებელი მათი ჯარისკაცი იყო. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ გუშინდელი ტერაქტის შემსრულებელი ბრიტანეთის მოქალაქეა. მისი თქმით, აღნიშნული პირი ცნობილი იყო პოლიციისა და სპეცსამსახურებისთვის. ლონდონში გუშინ მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა, დაშავებულია 40-მდე ადამიანი.

კიევში რუსეთის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს

კიევის ცენტრში რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი მოკლეს. აღნიშნული ინფორმაცია კიევის პოლიციის ხელმძღვანელმა ანდრეი კრიშენკომ დაადასტურა. გამოძიების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული, რომ მკვლელობა შეკვეთილი იყო. რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფება. ყოფილი დეპუტატი რუსეთში ფედერალურ ძიებაში იყო გამოცხადებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ყოფილ დეპუტატთან მიმართებაში საქმეს თაღლითობის მიუხლით […]

ლონდონში მანქანამ ქვეითები გაიტანა

ლონდონში, პარლამენტთან სროლამდე, ვესტმინსტერის ხიდზე მანქანა ქვეითებს დაეჯახა. დაშავებულია 15-მდე ადამიანი. ლონდონში ერთდროულად ორი თავდასხმა მოხდა. პარლამენტის შენობასთან მომხდარი ინციდენტის შედეგად პოლიციის ოფიცერია დაჭრილი. დანით შეიარაღებული მამაკაცი პარლამენტში შეღწევას ცდილობდა. ის პოლიციელს თავს დაესხა, საკანონმდებლო ორგანოს დაცვის წევრებმა კი მისი მისამართით ისროლეს. მამაკაცი სამართალდამცავებმა მოკლეს. სკოტლანდ იარდი ლონდონში მომხდარ თავდასხმებს ტერორისტულ აქტად აფასებს. პარლამენტის შენობის […]

რეჯეფ ერდოღანი ევროპას ემუქრება

თურქეთს ბოლო პერიოდში ევროპასთან ძალიან დაეძაბა ურთიერთობა. განსაკუთრებით ეს ჰოლანდიას და გერმანიას ეხება. საქმე იქამდეც მივიდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა გერმანელს ნაცისტები უწოდა, ხოლო ევროპაზე თქვა, რომ მათ ნიღაბი ჩამოიხსნეს და თავიანთი ნამდვილი სახე აჩვენეს. ჰოლანდიასთან დაპირისპირების მიზეზი კი ის გახდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როტერდამში არ შეუშვეს. ამის გამო ერდოღანმა ჰოლანდია გააკრიტიკა. […]

სროლა ბრიტანეთის პარლამენტთან _ პარლამენტის მუშაობა პარალიზებულია

სულ ცოტა ხნის წინ ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტთან, სროლა ატყდა. პარლამენტის შენობა დასურეს. მისი მუშაობა შეჩერებულია. შენობაში ექიმები 2 დაზარალებულს უწევენ დახმარებას. ვენსტმინსტერის ხიდზე, პარლამენტის მახლობლად, დაახლოებით 10 დაჭრილია. ადგილზე მივიდა საჰაერო სასწრაფო დახმარების ბრიგადა. პოლიცია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა. _ ეს არის ინციდენტი ძალის გამოყენებით, _ განაცხადა მან. არის ინფორმაცია, რომ პოლიციელმა მოკლა უცხო მამაკაცი. მომხდარი […]

საფრანგეთის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მატიას ფეკლი გახდა

საფრანგეთის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მატიას ფეკლი გახდა, რომელიც აქამდე საგარეო ვაჭრობაში სახელმწიფო მინისტრის პოსტს იკავებდა. შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბრუნო ლე რუ რამდენიმე დღის წინ გადადგა კორუფციული სკანდალის გამო. პროკურატური გამოძიებას აწარმოებს იმასთან დაკავშირებით, რომ ლე რუმ პარლამენტარობის დროს თავისი შვილები თანაშემწეებად დაასაქმა. ამ სკანდალის გამო ბრუნო ლე რუმ შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი დატოვა. […]

საფრანგეთის შს მინისტრი გადადგა

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრუნო ლე რუმ გადადგომის შესახებ გამოაცხადა. მიზეზი მის გარშემო აგორებული კორუფციული სკადალი გახდა. ლე რუ-ს ბრალად დასდეს ის, რომ თავისი ქალიშვილები პარლამენტში კარგად ანაზღაურებად სამუშაოზე მოაწყო. _ ჩემ გარშემო აჟიოტაჟი ხელოვნურად აგორდა. ეს მთავრობის მუშაობას პარალიზებით ემუქრება. მეც ამას გადადგომა ვამჯობინე, _ განაცხადა ლე რუმ.

ემანუელ მაკრონი საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტელედებატების გამარჯვებული გახდა

პოლიტიკური მოძრაობა წინ-ის  ლიდერი ემანუელ მაკრონი პირველი ტელედებატების გამარჯვებული გახდა. საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტელედებატები ტელეარხ TF1-ზე გაიმართა და მასში პრეზიდენტობის 5 კანდიდატი იღებდა მონაწილეობას. ესენი არიან: მარინ ლე პენი, ემანუელ მაკრონი, ფრანსუა ფიონი,  ჟან-ლუკ მელანშონი, ბენუა ამონი. ჩატარებული გამოკითხვის თანახმად საზოგადოების 29% ფიქრობს, რომ ემანუელ მაკრონი ყველაზე დამაჯერებელი იყო. მეორე ადგილზე დაუმორჩილებელი საფრანგეთის ლიდერი ჟან-ლუკ […]