ოპოზიცია მზად არის, 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადოს. როგორც “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ გააჩნია. მისი თქმით, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დიალოგის გზით უნდა გადაჭრას. „ეს პოლიტიკური კრიზისი არ დაწყებულა მხოლოდ დღეს, არამედ დაიწყო 20 ივნისიდან, სწორედ ამის გამო დევნიან პოლიტიკურად „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას. […]
კატეგორია: პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდა
“პარლამენტის წევრს და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერს ირაკლი კობახიძეს, საკონსტიტუციო რეფორმაში შეტანილი წვლილის და მისი ავტორობისთვის გადავცემ თავისუფლების საპარლანეტო ორდენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის „თავისუფლების საპარლამენტო ორდენით“ დაჯილდოების ცერემონიალზე განაცხადა. არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს წევრებს ირაკლი კობახიძის დაჯილდოებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ შეკრებილებს საქართველოს პირველი […]
“გახარია “ოცნებას” გაემიჯნა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება დაგვიანებულია” – კორნელი კაკაჩია
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო სწორი, მაგრამ ცოტა დაგვიანებული იყო მისი მხრიდან: – სწორი იმიტომ იყო, რომ ეს არის მცდელობა, გარკვეულწილად კონფრონტაციის შერბილებას ხელი შეუწყოს. ასევე მან გამოიჩინა თავისი წილი პასუხისმგებლობა. ერთიანობა არ არსებობს „ქართული ოცნების“ შიგნით და სხვადასხვა ჯგუფს შორის არის კონკურენცია. ამის დადასტურება […]
სუბარი – “გახარიამ ერთ წამში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, რომ კვესიტაძის და ხუხაშვილის ქება დაემსახურებინა””
მგონია, რომ გიორგი გახარიამ ერთ წამში, ერთ დღეში წყალს გაატანა ხალხის ნდობა, არ ვიცი, რამდენად ღირდა მას ამის სანაცვლოდ მოეპოვებინა ხუხაშვილის და კვესიტაძის შექება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში განაცხადა. „დღესაც მიმაჩნია, რომ გიორგი გახარიას გადადგომა იყო გაუგებარი და ამავდროულად, შეუწყნარებელი გადაწყვეტილება. არ შემიძლია ამის გაგება. ვართ ერთი გუნდი, ვაკეთებთ […]
“ღარიბაშვილი კობახიძეს და მდინარაძეს ჩააჩოჩებს, მელიას კი დაიჭერს” – ლადო სადღობელაშვილი
ექსპერტი ლადო სადღობელაშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერებას აფასებს. – როგორ აფასებთ ღარიბაშვილის მეორედ მოსვლას? – თუ რაიმე სამაშველო რგოლი შეიძლებოდა გადმოეგდო “ქართულ ოცნებას” თავისი გულშემატკივრებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე კარგი ვარიანტი ღარიბაშვილის დასახელება იყო პრემიერის პოსტზე. თუმცა აქ მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან შეთანხმებით მიიღებს გადაწყვეტილებებს თუ ირაკლი კობახიძესთან და მსგავს ტიპებთან?! – […]
მელია – “ღარიბაშვილი “ოცნებას” მომაკვდინებელ დარტყმას მიაყენებს”
ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს “,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარტიის ოფისში, ჟურნალისტებთან პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. როგორც ნიკა მელია აცხადებს, ირაკლი ღარიბაშვილი „კონფლიქტის განსახიერებაა“. „ღარიბაშვილი „ქართულ ოცნებას“ მომაკვდინებელ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს. ირაკლი ღარიბაშვილი არ შეიძლება იყოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი 2021 წელს. დიახაც, დაინიშნება ახალი არჩევნები, ამ ახალ არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, ალბათ, ღარიბაშვილის ლიდერობით მონაწილეობის მიღება, […]
“გახარიამ ივანიშვილს მის დაბადების დღეზე სამაგიერო გადაუხადა”
პარტია “ტრიბუნას” ლიდერი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გახარიას გადადგომაზე საუბრობს. – ბატონო დავით, გიორგი გახარიას გადადგომა, როგორც ჩანს, სიურპრიზი აღმოჩნდა თავად “ქართული ოცნებისთვის”. რა მოხდა? – 20 ივნისის დარბევის ბრძანება გიორგი გახარიას არ გაუცია. მაშინ მე ვიყავი დეპუტატი, პარლამენტში იყო გიორგი გახარიაც მოსული. ერთი კიბით დაბლა ვიდექი და ეზოში ვიყურებოდი, როდესაც […]
რატომ გაუშვა 5 მთავრობა გამოვლილი მაია ცქიტიშვილი სახლში ირაკლი ღარიბაშვილმა
კვირის ერთ-ერთ მთავარ მოვლენად პირველი ვიცე-პრემიერის და ინფრასტრუტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის მოხსნა იქცა. სულ ცოტა ხნის წინ პრემიერობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს ამბავი ასე გამოაცხადა: “მე მინდა ქალბატონ მაია ცქიტიშვილს გულწრფელი მადლობა გადავუხადო მისი ერთგული სამსახურისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის გაწეული არაჩვეულებრივი საქმიანობისთვის, რომელიც 9 წლის განმავლობაში ემსახურებოდა ჩვენს ქვეყანას და არაერთ მთავრობას, უკვე 5 პრემიერ-მინისტრის მთავრობას […]
სააკაშვილი – “გერმანიაში არ წახვიდეთ, გპირდებით, რომ საქართველოში მალე მეტი შემოსავალი გექნებათ”
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ გერმანიაში არ წავიდნენ. თემასთან დაკავშირებით მან “მთავარი არხის” გადაცემა “დღის სტუმარში” ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ის ქართველ ხალხს გარანტიას აძლევს, რომ “უახლოეს თვეებში საქართველოში იმაზე მეტი შემოსავალი ექნებათ, ვიდრე გერმანიაში”. “გერმანიაში ნუ მიდიხართ. მე გაძლევთ გარანტიას, არ ვაპირებ არანაირი პოსტის დაკავებას, მაგრამ ჩვენ, ყველანი ერთად გაძლევთ გარანტიას, რომ იმაზე […]
ლევან ხაბეიშვილი – “რუსული მეთოდებით ცდილობენ ამ ადამიანების ციხეში წაყვანას”
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, პარლამენტის წინ დაპირისპირების დროს 15-მდე ადამიანი დააკავეს. კანონი ამის უფლებას გვაძლევს. აბსოლუტურად უკანონო, რუსული მეთოდებით ცდილობენ, რომ ეს ადამიანები ციხეში წაიყვანონ, მაგრამ ფაქტია, არავის ეშინია, – განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ აქტივისტები რამდენიმე თვის განმავლობაში საკანონმდებლო ორგანის შენობის უკანა შესასვლელთან კარვებში იმყოფებოდნენ. დღეს მათ კარვის გამოტანა პარლამენტის წინ დააპირეს, რასაც […]









