„მთავარის“ ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები იგეგმება და დავით ზალკალიანს გიორგი ხელაშვილი ჩაანაცვლებს. მოქმედ მინისტრს კი ამერიკაში საქართველოს ელჩად გზავნიან. მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი აღნიშნული ინფორმაციას არ უარყოფს. მმართველ გუნდში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას გიორგი გახარია მიიღებს. გიორგი ხელაშვილი საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. მანამდე კი ის პარლამენტის […]
კატეგორია: პოლიტიკა
თამარ ჩხეიძე – “ქართული ოცნების” დაშლა გარდაუვალია”
ყოფილი დეპუტატი თამარ ჩხეიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ჩვენ არ ვიცით, წავიდა თუ არა რეალურად ივანიშვილი პოლიტიკიდან: – რამდენიმე წლის წინ მან ასევე განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, მაგრამ, უბრალოდ, ჩრდილში გადაინაცვლა და ყველაფერს მართავდა. შეიძლება შეიქმნას რეალობა, რომ ოპოზიციას გამოადგეს ივანიშვილის ეს ნაბიჯი. – შეიძლება, რომ “ოცნებასაც” დასჭირდეს რიგგარეშე არჩევნები? – თუ “ქართულ ოცნებასაც” […]
ნავალნი 2008 წელს თბილისში გენშტაბის დაბომბვას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ითხოვდა
ალექსეი ნავალნი 2008 წლის რუსული აგრესიის დროს, საქართველოს გენერალური შტაბის დაბომბვას, ასევე სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებას ითხოვდა. ამის შესახებ ის თავად ადასტურებს ტელეკომპანია”დოჟდთან” ინტერვიუში. ქსენია სობჩაკის კითხვაზე, ნავალნი სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონებისა და ოკუპირებული ყირიმის ვითარება სხვადასხვაა: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ესაა რეგიონები, რომლებიც თავდაპირველად, საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე […]
ელისაშვილი – „ოპოზიციას ჰქონდა მიქარული, ამიტომ არ გამოუშვეს რურუა“
პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ისევ იმეორებს, რომ გიორგი რურუას ციხეში დატოვება ოპოზიციის ბრალია, რადგან მათ ქართულ ოცნებასთან “სიტყვა გატეხეს”. ფორმულას ეთერში, გადაცემა “კომენტარში” საუბრისას ელისაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია, რის გამოც შეწყდა პატიმრების გამოშვება: “ოპოზიციამ 8 მარტის შეთანხმება დაარღვია და იმიტომ შეწყდა პატიმრების გათავისუფლების პროცესი. მარტივია, დეტალებს მოყოლაც არ უნდა. შეთანხმდნენ […]
თინა ხიდაშელი – „პოლიტიკური ცხოვრება ქუჩაში უნდა შეიქმნას“
თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა და ივანიშვილის გუნდის ყოფილმა წევრმა თინა ხიდაშელმა გადაცემა “მთავარ აქცენტებში” ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიტიკური ცხოვრება ახლა ქუჩაში უნდა შეიქმნას, რადგან ეს პარლამენტში უკვე შეუძლებელია. მისი თქმით, 2021 წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება: “პოლიტიკური ცხოვრება უნდა შექმნას ოპოზიციამ ქუჩაში. პოლიტიკური ცხოვრება აღარ იქნება პარლამენტში, იქ აღარ იქნება მიზიდულობის […]
ეკა ბესელია – “ივანიშვილმა კობახიძე იმიტომ შეარჩია, რომ მისი მართვა იოლია”
პარტია “სამართლიანობისთის” ლიდერი ეკა ბესელია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ამბობს, რომ “ქართული ოცნება” დასრულდა: – ივანიშვილმა დატოვა მართვის ყველაზე ცუდი სისტემა – არც ერთი თავისუფალი ინსტიტუტი! მთავარი დაპირება და იდეა – შეგვექმნა სამართლიანი სახელმწიფო, დატოვა შეუსრულებელი. – ის მემკვიდრედ ტოვებს კობახიძეს? – არა, მემკვიდრედ კი არა, ტექნიკური შემსრულებელია კობახიძე. უსიტყვო და იოლია მისი მართვა. ამიტომაც შეირჩა […]
„ივანიშვილი საფრანგეთში მიდის, გახარიას კალაძე შეცვლის“
ტელეკომპანია “ფორმულას” ინფორმაციით, მმართველი გუნდის ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის შემდეგ ქვეყნიდანაც მიდის. ადგილი, რომელსაც თავს შეაფარებს, საფრანგეთი იქნება. “შაბათის ფორმულამ გაარკვია, რომ ივანიშვილმა საგანგებო დავალებით პარიზში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაგზავნა. თბილისი-პარიზის მიმართულებით ფრენა დეკემბრის ბოლოს შესრულდა. ინფორმაციას პრესამსახურიც ადასტურებს, თუმცა ზურაბიშვილის მივლინებასთან დაკავშირებით დეტალები საჯარო არ არის, რადგან ის სამუშაო ვიზიტით არ წასულა. ოფიციალური […]
ირაკლი კობახიძის მოადგილედ ვასილ მაღლაფერიძე დაინიშნა
ვასილ მაღლაფერიძე პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. მმართველმა პარტიამ გადაწყვეტილება ყრილობაზე მიიღო. ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე და პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაც აირჩიეს. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე იზრდება. ყრილობას, რომელიც ექსპოჯორჯიაში გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი დაესწრო. შეგახსენებთ, ვასილ მაღლაფერიძე პირველი არხის დირექტორობიდან 2020 წლის 18 აგვისტოს გადადგა. რუსთავი 2
ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს
პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” ყრილობამ, პარტიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩია. ყრილობამ კობახიძის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა 11 იანვარს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა და პოლიტიკიდან წავიდა. ინფორმაციისთვის, ირაკლი კობახიძე “ქართული ოცნების” მეოთხე თავმჯდომარეა. 2012-2013 წლებში, შემდეგ კი 2018 წლიდან ამ დრომდე პარტიას ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, 2013-2015 წლებში “ქართული […]
ექსპო-ჯორჯიასთან აქციაზე ნიკა ნარსია დააკავეს
„ექსპო-ჯორჯიასთან“ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცავებმა კიდევ ერთი სამოქალაქო აქცივისტი, ნიკა ნარსია დააკავეს. დაკავებას წინ უძღოდა სამართალდამცავებმა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება. სამოქალაქო აქტივისტები პროტესტს „ქართული ოცნების“ მიმართ გამოთქვამენ, რომელსაც „ექსპო ჯორჯიაში“ 14:00 საათზე ყრილობა აქვს დაგეგმილი. სამოქალაქო აქტიცივტები ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაცია არ აქვს, ვინაიდან მან საპარლამენტო არჩევნები გააყალბა. აქტივისტებს აქციაზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა შინაარსის […]










