„ლელოს“ რუსთავისა და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი გრიგოლ გეგელია დღეს იაღლუჯის მთიდან პარაპლანით გადმოხტა. დეპუტატობის კანდიდატმა, გადმოხტომამდე მიმართვა გააკეთა, სადაც ისაუბრა ლელოს „მარშალის გეგმაზე“, ეკოლოგიურ მდგომარეობასა და რუსთავში სწორი ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავების მნიშვნელობაზე. „ჩემი ამ ქმედებით მინდა, ხაზი გავუსვა იმას, რომ „ლელოს“ აქვს ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის ყველაზე ამბიციური და ქმედითი გეგმა. ახალგაზრდულ ინიციატივებს უნდა ეწყობოდეს ხელი მაქსიმალურად სწორი […]
კატეგორია: პოლიტიკა
მეუფე იაკობი – “ღარიბაშვილმა საქართველო ბევრ ცუდს აარიდა”
მამა კირიონი ხვდებოდა ირაკლი ღარიბაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, მამუკა ბახტაძეს და შეხვდა გიორგი გახარაიასაც- განცხადება ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგებაზე, დავით გარეჯის თემაზე საუბრისას გააკეთა. მეუფე იაკობი ამბობს, რომ გარეჯაში მოღვაწე მამა კირიონი მისი მეგობარია, გარეჯის მცველია და სამონასტრო კომპლექსის აღდგენაში დიდი მონაწილეობა აქვს მიღებული. მეუფე იაკობმა გარეჯაზე საუბრისას 2012 წელი და მაშინდელი პრობლემები გაიხსენა: “2012-ში […]
“გახარია ოპოზიციას თავს არ უყადრებს”
პოლიტოლოგი გია ნოდია “ახალ თაობასთან” ამბობს, რომ პრემიერი გახარია ოპონენტებს თავს არ უყადრებს. _ პრემიერმა გახარიამ დებატებში მონაწილეობა არ მიიღო საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც ის კენჭისყრით მოხვდა გიორგი ვაშაძესთან. ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ სიის პირველი ნომრები უნდა ყოფილიყვნენ. „ოცნებამ“ გაგზავნა მამუკა მდინარაძე. ეს რამდენად ნორმალურია? _ მას უნდა იმიჯის შექმნა, რომ თავს არ უყადრებს ოპოზიციას […]
მამა კირიონი – “გახარია ლამისაა, ნაცების გზას დაადგეს, ღარიბაშვილი მიმწოლია”
დავითგარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტ კირიონს 2012 წლის შემდეგ მოსული ხელისუფლების პრემიერმინისტრებიდან ყველაზე მეტად ირაკლი ღარიბაშვილი მოსწონს, ყველაზე აგრესიულად კი ბოლო პრემიერ გახარიას მოიხსენიებს. დავითგარეჯთან მიმართებაში პრემიერმინისტრების ნაბიჯები არქიმანდრიტმა “ალტ ინფოსთან” ინტერვიუში შეაფასა. მამა კირიონმა აღნიშნა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ბევრი რამ გააკეთა და დავითგარეჯის საქმეს “მის მიერ მომართული” უწოდა. მან გიორგი კვირიკაშვილზეც ისაუბრა, თუმცა თქვა, რომ […]
ალიევი – “საქართველოდან სომხეთში იარაღი კონტრაბანდული გზით შედის”
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 ოქტომბერს ინტერვიუ მისცა თურქული ტელეკომპანიის А-Haber-ის ჟურნალისტს, რომელშიც ქვეყნის მეთაური ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მიზნით დაწყებულ სამხედრო მოქმედებებზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე საუბრობს. თურქი ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა სომხეთისთვის იარაღის კონტრაბანდულ მიწოდებას ეხებოდა. – ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის დროიდან სატრანსპორტო თვითმფრინავებს მუდმივად მიაქვთ რაკეტები სომხეთში, კერძოდ, ერევნის აეროპორტში. ანუ, შეიძლება ითქვას, ხდება […]
ქეთი დოლიძე – “სააკაშვილის მომხრე ემიგრანტი ნორმალური არაა”
რეჟისორი ქეთი დოლიძე იმ ემიგრანტებს არ აფასებს, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერია და მათ ნორმალურ მოქალაქეებად არ მიიჩნევს: “არ მომკლა ამ ემიგრანტებთან ბოდიშების მოხდამ? 20 წლის წინ იყო მსგავსი შემოტევა და ახლა თავიდან დაიწყეს. ვინც 9 წლის უბედურების, მკვლელობების და ბავშვების ხოცვის მერე, ისევ სააკაშვილის მხარდამჭერია, მე ნორმალურ ადამიანად არ მიმაჩნია. მე განწყობილი ვარ პატივისცემით იმ ემიგრანტების […]
ირაკლი ოქრუაშვილი – „გარეჯის თემა წამოწეულია ერთი მიზნით, თქვან, ისინი იყვნენ მოღალატეები, ჩვენ პატრიოტები ვართ“
„გამარჯვებული საქართველოს“ თავმჯდომარემ, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ირაკლი ოქრუაშვილმა ტვ „პირველის“ ეთერში დავით გარეჯის თემაზე განაცხადა: „სიძულვილის ენამ იმატა ხელისუფლების მხრიდან, აგრესისის მატება მიუთითებს ერთ რამეზე, ხელისუფლებას საქმე კარგად არ აქვს. გარეჯის თემა წამოწეულია ერთი მიზნით, თქვან ისინი იყვნენ მოღალატეები, ჩვენ პატრიოტები ვართ, ვხედავ მათ პატრიოტიზმს, მცოცავ ოკუპაციას – მავთულხლართების შედეგად დაკარგული ტერიტორიები.“ ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებით, […]
გრიგოლ ვაშაძე – “ბათუმში ამდენ ხალხს არ ველოდით და რეგულაციები იმიტომ ვერ დავიცავით”
პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება კორონავირუსს და შემიძლია მიგაგზავნოთ კორონავირუსთან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, თუ ვის ეკისრება ბათუმში, პარტიის მხარდამჭერების შეკრების პასუხისმგებლობა. შეკითხვაზე, უნდა ყოფილიყო თუ არა რეგულაციები დაცული, ვაშაძემ განაცხადა, რომ რეგულაციები დაცული უნდა ყოფილიყო, თუმცა შეკრებაზე ბევრი ხალხი მივიდა. „სამწუხაროდ, ვართ კორონავირუსში და წინასაარჩევნო კამპანიაში. წინასაარჩევნო კამპანია რომ შევწყვიტოთ, […]
მამუკა მდინარაძე – “ნაციონალები ბოროტების გამოვლინებაა, ისინი ვირუსის მხარეს დგანან”
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრებას ეხმაურება. მამუკა მდინარაძე აღნიშნულ ხალხმრავალ შეკრებას „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთ გამოვლინებად“ აფასებს. „ბოროტებისა და მავნებლობის კიდევ ერთი გამოვლინება. მორიგ ჯერზე ამტკიცებენ, რომ „ნაცები“ ვირუსის მხარეს დგანან!“- წერს მდინარაძე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბათუმში მხარდამჭერებთან შეხვედრა გამართა, სადაც აჭარის რეგიონის მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები წარადგინა.
ნაციონალების ხალხმრავალი აქცია ბათუმის ბულვარში – ოპოზიციამ დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა
16 ოქტომბერს, ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართა. ხალხმრავალ აქციაზე, რომელიც ბათუმის ბულვარში შედგა, აქციას მოქალაქეები ძირითადად პირბადეების გარეშე ესწრებოდნენ. აქციაზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ აჭარაში მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა: ლევან ვარშალომიძე – საქართველოს პარლამენტში, გიორგი კირთაძე – აჭარის უმაღლეს საბჭოში, გია აბულაძე – ხელვაჩაურის, ხულოს, ქედისა და შუახევის მაჟორიტარობის კანდიდატი აჭარის უმაღლეს საბჭოში და ამავე მუნიციპალიტეტების […]










