ოპოზიციურმა პარტიებმა ლეიბორისტული პარტიის ოფისში ხელი მოაწერეს ქცევის კოდექსს, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციების – USAID-ის და IRI-ის რეკომენდაციების გათვალისწინებით შეიმუშავა. დოკუმენტით ხელმომწერი პარტიები იღებენ პასუხისმგებლობას, რომ წინასაარჩევნო პერიოდში არ მიმართავენ ოპონენტებთან ურთიერთობის ძალადობრივ ფორმებს. დოკუმენტს ქართული ოცნებაც უერთდება. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, მათ არ აქვთ იმედი, რომ მმართველი გუნდი ამ დოკუმენტის ყველა პუნქტს სრულფასოვნად შეასრულებს. “იმ სიტუაციაში, როცა შეუძლებელია, საბურთალოზე დაიქირავო ბილბორდი, […]
კატეგორია: პოლიტიკა
ცისანა სეფიაშვილი – “პროვოკაციაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ნახვამდის”
„პრაიმტაიმი“ მომღერალ ცისანა სეფიაშვილს მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ის „პატრიოტთა ალიანსმა“ საპარლამენტო სიის მე-9 ნომრად წარადგინა. რატომ შეუერთდა პატრიოტთა ალიანსს, როგორ მიიღო პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება და როგორ აფასებს რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობებს, ეს ის კითხვებია, რომელიც მომღერალს დავუსვით… „მართალია, სატელეფონო ინტერვიუებს არ ვიძლევი, მაგრამ მოკლედ გეტყვით, რომ ჩემი ოჯახი ირმა ინაშვილთან და დავით თარხან-მოურავთან წლების განმავლობაში მეგობრობს და ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაკავშირებს, ამიტომაც მათი […]
ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” სიის ათეულში იქნება
მომღერალი ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსში” გაწევრიანდა და საარჩევნო სიის პირველი ათეულის წევრიც გახდა. ის სიის მე-9 ნომერია. სიის პირველი ნომერი ირმა ინაშვილი იქნება. სიაში ასევე არიან გიორგი ლომია, გოჩა თევდორაძე, ავთანდილ ენუქიძე, ზაზა (გელა) მიქაძე, ნანა დევდარიანი, ფრიდონ ინჯია, დავით ზილფიმიანი და მერაბ ჭიქაშვილი. თავად ღონისძიება კი ქუთაისში დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებმა პატრიოტთა ალიანსის […]
„ოცნება“ არჩევნებში 45-46%-ს აიღებს“
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტების შანსებზე სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი პასუხობს. – დიდი დრო აღარაა დარჩენილი არჩევნებამდე და რა შედეგს უნდა ველოდოთ, ისევ “ოცნებას” ხომ არ ვიხილავთ ხელისუფლებაში? – შანსები საკმაოდ თანაბარია. უფრო სამართლიან სისტემაში, ვგულისხმობ სრულად პროპორიულს, რასაც ჩვენ ვითხოვდით, ოპოზიციის შანსები უკეთესი იქნებოდა. ამ სიტუაციაში შანსები თანაბარია, […]
გია ხუხაშვილი – „მიშა და ბიძინა ერთნაირები არიან… მე წავედი და ბიძინა ისევ იქ არის“
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 7 სექტემბერს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა, ვიდეომიმართვა გაავრცელა. სააკაშვილმა მიმართვაში ისაუბრა იმაზე, როგორ ენატრება საქართველო, როგორ ნადგურდება ქვეყანა და ჩიხიდან გამოსაყვანია, რისთვისაც საჭიროა ერის ერთობა. რა გზავნილები დაინახა სააკაშვილის ვიდეომიმართვაში, დაინახა თუ არა სახეშეცვლილი მიშა, სჯერა თუ არა მისი სინანულის, უნდა თუ არა […]
რატომ თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ სიაზე უარი – ღარიბაშვილი-კალაძის დაპირისპირება
გახარია – „მუდმივ“ პრემიერ-მინისტრად, ღარიბაშვილი – პარლამენტის თავმჯდომარედ – რატომ ჩავარდა „ქართული ოცნების“ ოცეულის ეს სქემა? „2020NEWS“-ის ინფორმაციით, 9 სექტემბერს, ოცეულის წარდგენამდე ერთი დღით ადრე მმართველ პარტიას თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტის თავმჯდომარედ წარდგენა გადაწყვეტილი ჰქონდა, თუმცა, თბილისის მერმა, კახი კალაძემ კახური კლანის ლიდერს კვანტი კიდევ ერთხელ დაუდო. მეტიც, 10-ში დილას ოცეულის სიიდან ბევრი უკვე […]
„ზუგდიდში გიული დეიდა სიმბოლური კანდიდატი იქნება“ – უგულავა სააკაშვილის დედაზე
პოლიტიკა საოჯახო ბიზნესი არ არის და საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა – “გიული დეიდა” სიმბოლური კანდიდატი იქნება ზუგდიდში. ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. ზუგდიდში „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას განცხადებით, ამომრჩეველი მხარს მის კანდიდატურას დაუჭერს. “მე არ მინდა გავუსწრო ფაქტებს, რომელიც ან შედგება, ან არა, ჯერ დააყენონ კანდიდატი, ამ ყველაფერზე კი […]
“ქართულმა ოცნებამ” სიის პირველი ოცეული წარადგინა
პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” საარჩევნო სიის პირველი ოცეული ცნობილია. პარტიის სიის პირველი ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. სიის მეორე ნომერი მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე. #3 – ირაკლი კობახიძე იქნება. #4 – იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი; #5- საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე; #6 – კახა კუჭავა; #7 – გიორგი კახიანი; #8 – მარიამ ქვრივიშვილი; #9 – მიხეილ სარჯველაძე; #10 […]
“დავივიწყოთ წყენა, ბათუმში გამარჯვებისთვის დავბრუნდი” – ლევან ვარშალომიძემ კარანტინი დატოვა
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, ლევან ვარშალომიძემ, რომელიც საქართველოში 30 აგვისტოს დაბრუნდა, საკარანტინო ზონა დატოვა. 12-დღიანი სავალდებულო კარანტინიდან გამოსვლის შემდეგ, ვარშალომიძემ თქვა, რომ “31 ოქტომბერს რუსული ოცნება უნდა დავამარცხოთ”. 12-დღიანი პატიმრობა დავტოვე ციხე-კარანტინიდან. დღევანდელი დღიდან, ამ წუთიდან აქტიურად ვერთვები საარჩევნო კამპანიაში. მე დავბრუნდი ბათუმში გამარჯვებისთვის. დავივიწყოთ წყენა და დღეიდან ჩემი ხელით, ხელს ვუწვდი ყველას თანამშრომლობისა და […]
რომან გოცირიძე – „მიშა ნოემბერში ჩამოვა, ახალი პარლამენტი მას აღუდგენს მოქალაქეობას და ამნისტიას გამოუცხადებს““
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს – ბატონო რომან, არაერთგვაროვან შეფასებებს ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გააქტიურებასთან დაკავშირებით. ბევრი თვლის, რომ მისმა პრემიერად დასახელებამ ნაციონალური მოძრაობა საგრძნობლად დააზარალა. რამდენად ერთსულოვანი იყო შიგნით ეს გადაწყვეტილება? – ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტიკურ გაერთიანებაში, რომელსაც ჰქვია ძალა ერთობაშია. სულაც არ იყო სავალდებულო […]








