მორიგი თავდასხმა ოპოზიციაზე – ოპონენტებს ამჯერად ანრი ოხანაშვილი დაესხა თავს და მარგინალები უწოდა. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ოპოზიციამ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა, რითაც საერთაშორისო პარტნიორების წინაშე “თავი მოიჭრა” და მომავალ პარლამენტში ვეღარ მოხვდებიან. “რაც არ უნდა ისაუბროს სააკაშვილი- ბოკერია- რურუას “კლასტერმა” ნათელაშვილის ენით, მარგინალური ჯგუფია ჩამოყალიბებული თავიდან ბოლომდე. თავი მოიჭრეს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე, […]
კატეგორია: პოლიტიკა
რომან გოცირიძე – “ივანიშვილს მხოლოდ მაშინ უნათდება გონება, როდესაც საქმე მას შეეხება”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პასუხობს. – ბატონო რომან, საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით მიღებულია. მიღებულია ოპოზიციის მონაწილეობის გარეშე, გიორგი რურუა კი კვლავ პატიმრობაში რჩება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, ეს იყო წყალგამყოფი ხაზი, ერთ მხარეს დარჩა “ევროპული საქართველო” და ნაცმოძრაობა, ხოლო მეორე მხარეს – პასუხისმგებლობის მქონე სახელისუფლებო ძალა […]
შალვა ნათელაშვილი – სპორტსმენების ადგილი მთავრობაში არ არის
შალვა ნათელაშვილი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, რომ წინასაარჩევნო სიებში სპორტსმენები არ შეიყვანოს – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სპორტსმენების ძალადობრივი მიზნებით გამოყენება დაუშვებელია. ნათელაშვილის თქმით, ის პირადად იბრძოლებს, რათა ყველა მოძალადე სპორტსმენს კვალიფიკაცია შეუჩერდეს. “ასეთი სპორტსმენის გამზრდელი ფედერაციები, საერთაშორისო ორგანიზაციებში იქნებიან ასევე სანქცირებულნი და შეუჩერდებათ მათ მონაწილეობა. ყველა პარტიას მოვუწოდებთ, არ […]
გიორგი მშვენიერაძე: “სუს-ში დაბარებებს შეიძლება საზოგადოებაში მსუსხავი ეფექტი ჰქონდეს”
იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მთავარი არხის ეთერში გასულ სიუჟეტზე გამოძიება დაიწყო, რომელიც პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა და რომლის მიხედვითაც, ფულს უხდიდნენ ადამიანებს, რათა ეთქვათ, რომ კონკრეტული ადამიანი კოვიდ 19-ით გარდაიცვალა, მაშინ როცა, სხვა დაავადებით გარდაიცვალა. სიუჟეტის რესპონდენტები სუს-ში დაიბარეს. უფრო მეტიც, სუს-ში დაიბარეს ისინიც, ვინც სოციალურ ქსელში ამ თემაზე რაიმე პოსტი ან […]
გიგა ბოკერია – “რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ ჩვენზე გამარჯვებას”
“ევროპული საქართველოს” ლიდერი გიგა ბოკერია პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების მესამე მოსმენით მიღებას ეხმაურება და აცხადებს, რომ “ქართულ ოცნებას” რისი წინააღმდგიც იყო, იმისთვის ხმის მიცემა მოუწია, რაც საზოგადოების ძალაზე მეტყველებს. “მე მგონი, რომ მთლიანად ოპოზიციური სპექტრიც კმაყოფილია. ისეთ მდგომარეობაში იყო ივანიშვილის გუნდი, რომ რის წინააღმდეგაც იყვნენ, იმას მისცეს ხმა და ახლა ზეიმობენ ჩვენზე გამარჯვებას.ეს აჩვენებს […]
”პოლიტიკურად გვარიანად დაჭრილ-დაბეგვილიც გამოვიდა” – ოქრუაშვილი ივანიშვილზე
ციხიდან პოლიტპატიმრის სტატუსიტ გამოსული, პრეზიდენტის მიერ შეწყალებული ირაკლი ოქრუაშვილი ბიძინა ივანიშვილის მისამართით სოციალურ ქსელში წერს. ”საარჩევნო სისტემაც დათმო, ციხიდანაც გამოგვიშვა და პოლიტიკურად გვარიანად დაჭრილ-დაბეგვილიც გამოვიდა. ჭკუა უნდა მაგდენის მოხერხებას, ჭკუა”…
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები საბოლოოდ დაამტკიცა
მეათე მოწვევის პარლამენტი 120 პროპორციული სისტემით და 30 მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატისგან დაკომპლექტდება. პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომლის თანახმად 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს 117-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგ წავიდა. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 […]
დღეს პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე მოსმენით განიხილავს და კენჭს უყრის
დღეს, 29 ივნისს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრა იგეგმება. პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა 12:00 საათზე დაიწყება. როგორც ცნობილია, საკონსიტუტიციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს, ფრაქციები “ნაციონალური მოძრაობა” და “ევროპული საქართველო”. პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი […]
დავით მათიკაშვილი – ნათელაშვილის ფანჩატურში შეკრებილი საახლობლო კრიმინალურ ერთობად ჩამოყალიბდა
ოპოზიციის შეფასებები გერმანიის ელჩის განცხადებაზე და “ქართული ოცნების” ბოდიში. უმრავლესობა შალვა ნათელაშვილს და გიგა ბოკერიას აკრიტიკებს და ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც მათი ვალია, ქვეყნის სახელით გერმანელ დიპლომატს ბოდიში მოუხადონ. “ქართულ ოცნებას” ევროპულმა საქართველომ უკვე უპასუხა. პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრის სერგო რატიანის თქმით, “ქართული ოცნება” მათ მაგივრად ბოდიშის მოხდას არ უნდა ბედავდეს. “სასაცილოა, რომ “ქართულ ოცნებას” არ ესმის […]
”10:0 წააგო ივანიშვილმა საკუთარ თავთან” – ოქრუაშვილი ამერიკის სენატის დოკუმენტშია მოხსენიებული
ამერიკის სენატის აქტის ორ პუნქტში ირაკლი ოქრუაშვილი მოხსენიებულია, როგორც ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული. ”იყოს აქ. ერთი, ისტორიაა ა.შ.შ. სენატი თავისი აქტის მე-9 და მე-17 პუნქტებში რომ გახსენებს. მეორე, იქნებ ქოცებმა ინგლისური ისწავლეს და გაიგონ რამდენ მილიარდიან დახმარებას ვკარგავთ და მესამე, ცოტას შვილიშვილები წაიტრაბახებენ ჩემით… ამ ყველაფრიდან ერთი დასკვნაა: 10:0 წააგო ივანიშვილმა საკუთარ თავთან. უბრალოდ ლუზერია…” […]








