კატეგორია: პოლიტიკა

ხატია დეკანოიძე – „გომელაური უნდა გადამდგარიყო ვაჟა-ფშაველაზე მკვლელობის შემდეგ“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა აღდგომის ღამეს მთელი საქართველო საზარელმა ამბავმა მოიცვა, პოლიციელის ბრმა ტყვიამ 50 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, თან იმ დროს როდესაც შუახნის ქალი საკუთარ სახლში ტელევიზორს უყურებდა. ტრაგედიას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ პოლიცია ამ დროს სპეცოპერაციას კი არ ატარებდა, ან რაიმე გადაუდებელი სიტუაციით კი არ იყო სროლა ნაკარნახევი, არამედ ნაქეიფარმა პოლიციელმა […]

ლევან ალაფიშვილი – “არჩევნები შეიძლება დეკემბრის ბოლოს ჩატარდეს”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშვილი “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაზე ოპოზიციამ არგუმენტები მოითხოვა. ასეთ დროს, რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციის მხარდაჭერა?       – ნებისმიერი კრიზისის დროს, მარტოდ დარჩენილი, ყველასგან გამიჯნული მთავრობა, წარუმატებლობისთვის არის განწირული. კონსოლიდაცია, გახსნილობა და ამით თუნდაც საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გადანაწილება, სხვაზე გადანაწილებაც კი, არის ყველაზ […]

ივანიშვილის მორიგი სამიზნე გახარიაა – მალე კახა საბანაძეს მოხსნიან?

“ნიუპოსტს” წყარო სამთავრობო კულუარებიდან უყვება, რომ “გასაგდებად” გამზადებულ გიორგი გახარიას ახალმა კორონავირუსმა სულზე მოუსწრო და მისი მართვის სადავებიდან ჩამოშორება გადაიდო. “ქართულ ოცნებასთან” დაახლოებული პირი ყვება, რომ პრემიერის გაზრდილი რეიტინგის ფონზე ოლიგარქი საშინლად ეჭვიანობს. ბიძინა ივანიშვილის დავალებით, შს მინისტრმა უწყებაში გახარიას კადრების წმენდა აქტიურად დაიწყო. ვახტანგ გომელაურისა და გახარიას დაპირისპირება პირველად მაშინ გამოჩნდა, როცა შს მინისტრის […]

დავით ბერძენიშვილი – “ივანიშვილი მსოფლიოში ერთადერთი დამალული ხელისუფალია”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა 22 აპრილს მარნეულის მუნიციპალიტეტში აქცია გაიმართა, სადაც არ იყო დისტანცია დაცული. ადგილობრივმა მოსახლეობამ ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულა. მათი თქმით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებას ვერ ახერხებენ და მოსავალი ულპებათ. ხელისუფლება კი, როგორც ხშირად სჩვევია, პრობლემის არსს გაექცა და აქციას ისევ ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოსგან ინსპირირებული უწოდა. რამდენად საფუძვლიანი ან უსაფუძვლოა „ქართული ოცნების“ მხრიდან […]

აფხაზეთის პრემიერ-მინისტრად ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას ალექსანდრე ანქვაბი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგენტო „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება. ანქვაბი ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობას 2011-14 წლებშიც იკავებდა, რომელიც მან 2014 წლის პოლიტიკური კრიზისის შედეგად დატოვა. 2017 წლიდან ის ე.წ. პარლამენტის წევრია. 2020 წლის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ალექსანდრე ანქვაბი „საპრეზიდენტო კანდიდატის“ ასლან ბჟანიას საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. ასლან ბჟანიას დღევანდელი გადაწყვეტილებით, მის ე.წ. […]

გახარია – “27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება”

27 აპრილიდან მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება, ტაქსების ოპერირება, ონლაინ ვაჭრობა, მიტანის სერვისები და ღია აგრარული ბაზრების საქმიანობა ნებადართული იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის პრეზენტაციისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ შეზღუდვები მოეხსნება ყველა კომპანიას, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ პროტოკოლს აკმაყოფილებს. „27 აპრილიდან ჩვენ ვიწყებთ ღონისძიების შემსუბუქების და ეკონომიკის გახსნის პირველ ეტაპს, რაც ნიშნავს იმას, რომ 27 […]

გახარია – “პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი პირები 1.200 ლარს მიიღებენ – თვეში 200 ლარს 6 თვის განმავლობაში”

საქართველოს მთავრობა პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს 1.200 ლარით დაეხმარება 6 თვის განმავლობაში, ანუ თვეში 200 ლარით. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ანტიკრიზისული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე, ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმის წარდგენისას განაცხადა. პრემიერის თქმით, მთავრობისგან ფინანსურ დახმარებას ის ადამიანები მიიღებენ, ვინც სამსახური COVID-19-ის გავრცელებით შექმნილი ვითარების გამო დაკარგეს და ოფიციალურად იყვნენ […]

მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც  არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული

მთავრობა ერთჯერადად 300 ლარით დაეხმარება იმ მოქალაქეებს, რომლებიც  არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავს მიიჩნევდნენ თვითდასაქმებულად, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. „არის ასევე საკმაოდ სერიოზული სოციალური ჯგუფი და ფენა ჩვენი მოქალაქეების, რომლებიც არაფორმალურ სექტორში იყვნენ დასაქმებული ან თავიანთ თავს თვლიდნენ თვითდასაქმებულად. სახელმწიფოსთვის და მთავრობისთვის არის უკიდურესად რთული მათი იდენტიფიცირება, რადგან […]

პაატა შეშელიძე – „საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება საერთოდ არ იყო საჭირო“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა პარლამენტმა მხარი დაუჭირა მთავრობის გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გაგრძელების თაობაზე. ეს კი ისე მოხდა, რომ ამ ხნის განმავლობაში მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა არ წარმოუდგენია. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ანტიკრიზისულ გეგმას ის პარასკევს წარმოადგენს. რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, საჭირო იყო თუ არა საგანგებო მდგომარეობის ამდენი ხნით გაგრძელება და რა შედეგს მოიტანს ეს […]

1 მილიარდი ფიზიკური პირებისთვის, ნახევარი მილიარდი ბიზნესისთვის, 300 მილიონი ჯანდაცვისთვის – როგორია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმა

მთავრობის მიერ ანტიკრიზისული გეგმის წარდგენამდე 1 დღე დარჩა. როგორც ცნობილია, წარმოდგენილ გეგმაში უნდა შევიდეს დახმარების პაკეტები იმ სოციალური ფენისა და ბიზნესის, რომლებიც კორონავირუსის კრიზისის დროს გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო დაზარალდნენ. ეკა ნებულიშვილი უკვე წლებია სილამაზის სალონს ფლობს. ყვება, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში თითქმის ორი, თვეა ობიექტს ვეღარ ამუშავებს. რის გამოც მასთან დასაქმებული ექვსი ადამიანი, ფაქტობრივად, უკიდურესი გაჭირვების ზღვარზეა. ნებულიშვილის მსგავსად, ცხრა წელია […]