კატეგორია: პოლიტიკა

სააკაშვილი უკრაინის ვიცე-პრემიერად შეიძლება ხვალ დაინიშნოს

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც, შესაძლოა, უკრაინის ვიცე-პრემიერად დაინიშნოს რეფორმების საკითხებში, უკვე დაიწყო არაფორმალური შეხვედრები ფრაქცია „სლუგა ნაროდა“-ს დეპუტატებთან და მათი დარწმუნება, მხარი დაუჭირონ მის დანიშვნას უკრაინის მთავრობაში. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდა“ ფრაქციაში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს. გამოცემას წყარომ განუცხადა, რომ სააკაშვილი ხვდება მცირე ჯგუფებს „სლუგა ნაროდას“ ფრაქციაში. გამოცემის ინფორმაციით, პარასკევს, 11:00 საათზე უნდა გაიმართოს ფრაქციის […]

მამუკა მდინარაძე – “საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება”

საგანგებო და კარანტინის წესების განმეორებით დარღვევა 6 წლამდე პატიმრობით დაისჯება. პარლამენტმა სამი მოსმენით სისხლის სამართლის, ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი ნორმები შეიტანა. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე განმარტავს, თუ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ფიზიკური პირი პრეზიდენტის დეკრეტით და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ წესებს დაარღვევს, პირველ შემთხვევაში ამისთვის 3.000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირის შემთხვევაში კი […]

გაათავისუფლეთ პოლიტპატიმრები – ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებს ღია წერილით მიმართავენ

ოპოზიციური პარტიები საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართავენ. ოპოზიციური ძალები პარტნიორებს მოუწოდებენ, რომ საქართველოს მთავრობას 8 მარტის შეთანხმების სრულად განხორციელების მნიშვნელობა შეახსენონ. როგორც მათ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, „როგორც კი კორონავირუსის პანდემია გადაივლის, მოვლენათა ამგვარი განვითარება გარდაუვლად გამოიწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და გაზრდის რისკებს ოქტომბერში დანიშნული არჩევნების წინ“. „მაშინ, როცა მთელ მსოფლიოსთან ერთად, საქართველოს ცდილობს გაუმკლავდეს […]

“დედააფეთქებულ პანდემიას იყენებენ პოლიტიკური პიარისთვის” – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დღეს 2 საათზე იპოდრომზე აქციას მართავს

ზურაბ გირჩი აბაშიძე დღეს 2 საათზე იპოდრომზე მთავრობის საწინააღმეგო აქციას მართავს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა: “რატომ გვატყუებს მთავრობა და რატომ უნდა ამოვიღოთ ხმა კორონას პანდემიას საქართველოში, ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში, შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ აქედან რომელიმე დასასრული: ა) ვირუსი გაქრება (მაგალითად, ჰიპოთეტურად, თუ მოვახდენთ ყველა ინფიცირებულის იდენტიფიცირებას, იზოლაციას, განკურნებას) ბ) შეიქმნება ვაქცინა გ) შეიქმნება წამალი […]

გოჩა ბარნოვი – „პროცესებს დღესაც პატრიარქი მართავს“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა გასულ კვირას თეოლოგ გოჩა ბარნოვს უცნობი პირი თავს დაესხა, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და მოსთხოვა, საპატრიარქოზე კრიტიკული განცხადებები აღარ გააკეთოს. შემთხვევა „ტვ პირველთან“ ინტერვიუს შემდეგ მოხდა. თეოლოგმა განცხადება პოლიციაში შეიტანა. იქამდე კი ის მწვავედ აკრიტიკებდა საპატრიარქოს იმის გამო, რომ ის არ ხურავდა ტაძრებს მრევლისთვის და არ მოახდინა ამით ვირუსის გავრცელების პრევენცია. რა […]

„ბიძინა და მიშა ორი ფსევდო მესიაა და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან“

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა იდეით და ხელისუფლებას მიმართა, რომ დროებით ხელისუფლების ოფიციალურ წარმომადგენლად დანიშნონ. სააკაშვილი პირობას დებს, რომ ამ შემთხვევაში ის მოიზიდავს საერთაშორისო დახმარებებს და გადაარჩენს საქართველოს ეკონომიკას, ვინაიდან მას ბევრი ნაცნობი ჰყავს. ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავად ამბობდა, რომ სააკაშვილი მისი მეგობარი იყო. ეს არის პოლიტიკური […]

სააკაშვილი ზელენსკის შეთავაზებას დათანხმდა – “მზად ვარ, ვიმუშაო ყველა პატრიოტულ ძალასთან უკრაინის პარლამენტში”

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის მთავრობაში დაბრუნდეს და რეფორმების მიმართულება ჩაიბაროს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა ლიგა.ნეტ წერს და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობასაც, როპმელიც, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიკავოს: ვიცეპრემიერი რეფორმების კუთხით. გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში, ინფორმაციას ადასტურებს პრეზიდენტის ოფისის პრესსპიკერი, დარინა ჩიჟი. აღნიშნულ საკითხს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ […]

ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის ვიცეპრემიერობა შესთავაზა

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, უკრაინის მთავრობაში დაბრუნდეს და რეფორმების მიმართულება ჩაიბაროს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა liga.net წერს და ასახელებს კონკრეტულ თანამდებობასაც, როპმელიც, შესაძლოა, სააკაშვილმა დაიკავოს: ვიცეპრემიერი რეფორმების კუთხით. გამოცემა სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკვე შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს პოსტი მთავრობაში, ჯერჯერობით კი თავად საქართვ ელოს მესამე პრეზიდენტს თავისი პოზიცია […]

სოფო კილაძე – “ბიძინა ივანიშვილის ცეკვით ბევრი ადამიანი გახალისდა”

კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ საქმის კეთება არის რთული. ერთი “საქმე”, რაც მე ვნახე თქვენი გაკეთებული, ეს იყო ზუგდიდში პირბადეების დარიგება, რომელსაც ლამის დიდი გართულება მოჰყვა ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელების თვალსაზრისით, – ასე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ საპარლამენტო ოპოზიციას. მისივე თქმით, სჯობს ოპოზიციამ საუბრის ნაცვლად რაიმე ქმედითი გააკეთოს, რითიც მოქალაქეებს სიკეთეს მოუტანს. […]

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა

სამეგრელო-ზემო სვანეთის საპატრულო პოლიციის უფროსმა მერაბ წურწუმიამ თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მერაბ წურწუმია ამჟამად კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულ თანამდებობაზე მერაბ წურწუმია გასულ წელს დაინიშნა. შინაგან საქმეთა სამინისტროში კი 1990 წლიდან სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა.