გავრილოვის ღამის ანტიგმირი, ზაქარია ქუცნაშვილი შესაძლოა პარლამენტში დაბრუნდეს. ქუცნაშვილი საკითხზე თავის გადაწყვეტილებას მედიას 20 იანვარს გაუმხელს. ქუცნაშვილის საკანონმდებლო ორგანოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც უმრავლესობის წევრმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, რომ ის დეპუტატის მანდატს ტოვებს. ჩრდილელის შემდეგ, „ქართული ოცნების” პარტიული სიით ადგილს სწორედ ზაქარია ქუცნაშვილი იკავებს. ქუცნაშვილმა მანდატი გავრილოვის სისხლიანი ღამის შემდეგ დატოვა. […]
კატეგორია: პოლიტიკა
“რატომ გაუჩინარდა დავით სერგეენკო?”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს სამოქალაქო აქტივისტი დიმიტრი ბიძინაშვილი პასუხობს. – დიმიტრი, ცე ჰეპატიტის მკურნალობის პროგრამის ჩავარდნას სერიოზული პროტესტი მოჰყვა საზოგადოების მხრიდან. რასთან გვაქვს საქმე, კორუფციულ სქემასთან თუ ხელისუფლების უნიათობასთან? – მაშინ, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები და მეგობრები ზრუნავენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე, ჩვენს ხელისუფლებას სულ ფეხებზე ჰკიდია ჩვენი მოქალაქეები. სწორედ ამის დასტური იყო […]
სოსო ცინცაძე – “ივანიშვილმა რამდენიმე ახლობელი უნდა დაიჭიროს”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო სოსო, ხომ არ ფიქრობთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თავისი ბოლო განცხადებებით საბაბი მისცა ხელისუფლებას და ახლა ხელისუფლება ცდილობს ეს თითზე დაიხვიოს? – სააკაშვილი თავისი ყველა გამოსვლით ამტკიცებს, რომ გარეთ კი არ არის, ქართული პოლიტიკის შუაგულშია, სრულ ინფორმაციას ფლობს, რაც […]
კელი დეგნანი – ”შეერთებული შტატებისთვის პატივია ჩვენი ქართველი მეგობრების გვერდით დგომა”
წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ქართველებისთვის, აჩვენონ მსოფლიოს, რომ ის პროგრესი, რომლისთვისაც ამდენი იშრომეს, შეუქცევადია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა. როგორც დეგნანმა აღნიშნა, ის მოუთმენლად ელის საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობას თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესის მხარდასაჭერად. „ჩვენ ვრცელი სამუშაო გეგმა გვაქვს საქართველოსთან და ბევრს […]
ამერიკის საელჩო – მოუთმენლად ველით საქართველოში კელი დეგნანის ჩამოსვლას
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩს, კელი დეგნანს ფიცის დადებას ულოცავს. „ვულოცავთ ელჩ კელი დეგნანს ფიცის დადებას! მოუთმენლად ველით საქართველოში მის ჩამოსვლას“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს გვერდზე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“. საქართველოში აშშ-ის ახალმა ელჩმა, კელი დეგნანმა ფიცი დადო. ფიცის დადების ცერემონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გაიმართა. ცერემონიას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დევიდ ჰეილი დაესწრო. თეთრმა სახლმა საქართველოში აშშ-ის […]
“აფხაზური მოსახლეობის 60-65% რუსეთისადმი კრიტიკულადაა განწყობილი”
გულიკო ბალაძე, ახალი თაობა აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს “ახალ თაობასთან” დამოუკიდებელი ექსპერტი მამუკა გვაძაბია აფასებს. მამუკა გვაძაბია: – რაც ახლა აფხაზეთში ხდება, რუსეთის გეგმებში ჯდება მეტ-ნაკლებად. ყოველთვის არის ისეთი მომენტი, როდესაც ამ ქაოსის დამკვეთისთვის რაღაც გაგებით, შეიძლება, მოვლენები ისე არ წარიმართოს, როგორც მას აწყობს. თბილისის არაადეკვატური პოლიტიკის შედეგია ის, რომ დღეს აფხაზეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში პროდასავლურად განწყობილმა […]
ლევან სამუშია – “თადუმაძე უზენაესი მოსამართლე რომაა, უკვე ესაა პრობლემა”
ნათია ხურცილავა, ახალი თაობა თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია “ახალ თაობასთან” ინტერვიუში გენერალური პროკურორობისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატებზე საუბრობს. – ბატონო ლევან, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე კადრის შერჩევის პროცესი. ოპოზიცია მორიგ ფარსზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე კი მიუკერძოებელი პროკურორის შერჩევის პირობას დებს. რამდენად შეძლებს “ქართული ოცნება” ამ პირობის შესრულებას? – კობახიძისა […]
“კალაძემ ოპოზიციას შეუთვალა, რომ ივანიშვილის ჩამოგდებაში დაეხმარება”
ოპოზიცია და მედია უახლოეს პერიოდში დედაქალაქის მერის გარემოცვის დაპატიმრებას ოროგნოზირებს. ხელსიუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ კალაძის მაღალი რეიტინგი ივანიშვილს ისე აღიზიანებს, რომ კახაძის მიმართ კორუფციული გარიგებები უკვე დაწყებულია.როგორც ჩანს ოლიგარქის განწყბის შესახებ იცის თავად კახა კალაძემაც, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციას შეუთვალა “თქვანთან ვარო”. „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილის ინფორმაციით, დაკავებების მიზეზი კორუფციული გარიგებებია. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, […]
ასლან ბჟანია – “ქართულ-აფხაზური დიალოგი უნდა იყოს, ორ სახელმწიფოს შორის უნდა მოხერხდეს კეთილმეზობლური ურთიერთობის დამყარება”
აფხაზეთში თითქმის ორი კვირაა არასტაბილური პოლიტიკური სიტუაციაა. აფხაზური საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილისა და ოპოზიციის საპროტესტო აქციების შედეგად, ე.წ. პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა იძულებული გახდა გადამდგარიყო. უკვე დაინიშნა ახალი, ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც მარტში გაიმართება, „საპრეზიდენტო“ მარათონში კი ოპოზიციამ საკუთარ კანდიდატად მაშინვე ასლან ბჟანია დაასახელა. ქართულ-აფხაზური ურთიერთობების რა პერსპექტივებს ხედავს აფხაზური ოპოზიციის ლიდერი, რომელიც შესაძლოა, საქართველოს ოკუპირებული რეგიონის […]
NDI: პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს
პარლამენტის საქმიანობის შეფასების უარყოფითი მაჩვენებელი “გავრილოვის ღამის” შემდეგ გაზრდილია. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის მიხედვით, პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად მოსახლეობის მხოლოდ 1% აფასებს, კარგად – 8%, საშუალოდ – 27%, ხოლო ცუდად და ძალიან ცუდად, ჯამში – 57%, დანარჩენმა არ იცის, ან უარს ამბობს პასუხზე. წინა კვლევაში, რომელიც 2019 წლის ივლისში ჩატარდა, საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას კარგად 8% […]










