კატეგორია: პოლიტიკა

“არ მინდა მახინჯ ტრადიციას მივცეთ დასაბამი” – ქუცნაშვილმა პარლამენტში დაბრუნებაზე უარი თქვა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ზაქარია ქუცნაშვილი პარლამენტის წევრობაზე უარს ამბობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განცხადება თავად ქუცნაშვილმა მიაწოდა. როგორც ყოფილი დეპუტატი განმარტავს, მას სამართლიანად არ მიაჩნია დაეთანხმოს პარლამენტის წევრობას იმის გამო, რომ პარტიული სიით განსაზღვრული რიგითობა უწევს, მაშინ, როცა მან, როგორც მაჟორიტარული წესით გამარჯვებულმა დეპუტატმა, უკვე უარი თქვა მანდატზე. „ინტერპრესნიუსი“ ქუცნაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: „ბევრი ადამიანი ინტერესით ელოდება – ვისარგებლებ […]

კახა კოჟორიძე – “შოთაძე გახარიას წინააღმდეგ საქმის გამოძიებას დაიწყებს?”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი კახა კოჟორიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო კახა, ირაკლი შოთაძე მზაობას გამოთქვამს, გენერალური პროკურორის თანამდებობას დაუბრუნდეს. როგორ ფიქრობთ, რატომ შოთაძე? – ნაკლებად მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ახალი გენერალური პროკურორი, რადგან საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ უკვე გვყავს გენერალური პროკურორი და მისი სახელი ბიძინა ივანიშვილია. […]

ალეკო ელისაშვილი – “კალაძის გარემოცვას იჭერენ, ამიტომ ის ოპოზიციაში გადასვლაზე ფიქრობს”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ კახი კალაძეს ძალიან მალე სერიოზული პრობლემები შეექმნება. მის უახლოეს გარემოცვას ძალოვან უწყებებში დაარბენინებენ და მალე დაკავებებიც დაიწყება. ამის შესახებ “ახალი თაობა” ალეკო ელისაშვილს ესაუბრა. – ალეკო, ენდიაის გამოკითხულები უმრავლესობის ლიდერებიდან ყველაზე დადებითად კახი კალაძის საქმიანობას აფასებენ. ამ ფონზე კი თქვენ სრულიად სხვა ინფორმაციებს ავრცელებთ და მისი გარემოცვის […]

კონგრესმენი მარკუეინ მალინი – ”შეშფოთებული ვარ საქართველოს მიერ დემოკრატიული ღირებულებებიდან გადახვევის გამო”

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. მან წერილი სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მეშვეობით გაავრცელა. კონგრესმენი წერილში აღნიშნავს, რომ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევითა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებით შეშფოთებულია. „როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი შეშფოთების შესახებ საქართველოს დემოკრატიული ღირებულებისგან გადახვევისა და ამასთან დაკავშირებული ეკონომიკური კეთილდღეობის გაუარესების გამო. მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს […]

„ივანიშვილი კალაძეზე იერიშს მიიტანს – ორმა ყაჩაღმა ფული ვერ გაინაწილა”

იაგო ნაცვლიშვილი, ახალი თაობა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის თანახმად, პარტიულ რეიტინგებში ისევ “ქართული ოცნებაა” პირველ ადგილზე, თუმცა მას მხოლოდ 20%-იანი რეიტინგი აქვს. მეორე ადგილზე მყოფ ნაციონალურ მოძრაობას 13% აქვს, ხოლო “ევროპული საქართველოსა” და თავისუფალი დემოკრატების ბლოკს 8%. არცერთ პარტიას უჭერს მხარს 14%, კითხვაზე პასუხზე უარი თქვა ასევე 14%-მა, ხოლო 12%-მა არ იცის. რაც შეეხება მოწონებად ფიგურებს, […]

გედევან ფოფხაძე – “არც “ოცნება”, არც ნაციონალები! – უნდა გაკეთდეს დიდი გაერთიანება ამ 2 ძალის გარეშე”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო გედევან, გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე ირაკლი შოთაძეც წარადგინეს. ოპოზიცია ამბობს, რომ ფარცხალაძის რეანიმირება ხდება. ნიშნავს თუ არა ეს წარდგენა იმას, რომ გენერალური პროკურორი კვლავ შოთაძე იქნება? – ირაკლი შოთაძე სხვა მოცემულობაში და […]

სერგი კაპანაძე – “თებერვლიდან თბილისში აქციებს დავიწყებთ”

ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე პასუხობს. – ბატონო სერგი, “ჰუმან რაითს ვოჩი” აღნიშნავს, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომ დაუსჯელობის სინდრომია და ასე შემდეგ. ხელისუფლება ამ კვლევებზე არ რეაგირებს, არაფერს ითვალისწინებს და რას ცვლის ეს დასკვნები რეალურად? – ეს დასკვნები არის სარკე რეალურად, რომელიც აჩვენებს, თუ როგორი მდგომარეობაა […]

“გახარია უნიჭო მოთამაშე აღმოჩნდა, მისი რესურსი ამოწურულია”

ნათია ხურცილავა, ახალი თაობა  “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი, პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე შიდა პროცესებსა და მომავალ პრემიერზე საუბრობს. – ბატონო დავით, ამბობენ,რომ პრემიერის პოსტზე ბიძინა ივანიშვილი ბრუნდება. თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ? – ბიძინა ივანიშვილისთვის ახლა პრემიერ-მინისტრად დაბრუნება რეალურად დამაზიანებელი იქნება და არა – წარმატების მომტანი. პარტიაში ყოველდღიური საქმიანობა […]

ბაზალეთის ტბასთან პოლიციამ ბექა ნათელაშვილის მანქანა გაჩხრიკა

შალვა ნათელაშვილმა ფეისბუქში დაწერა: “მოკლედ გუშინ ღამით ბაზალეთის ტბასთან პოლიციამ გაჩხრიკა ბექას ავტომანქანა.ორი უშედეგო,უსაფუძვლო დაკავების შემდეგ ეტყობა ახალ პროვოკაციას ამზადებენ.რა თქმა უნდა ეს პირადად ბიძინას დავალებაა ამის მიუხედავად მე ვაფრთხილებ გომელაურს—– დაანებე ნადირობას თავი თორემ ისე წაიმტვრევ კისერს, რომ მერე ივანიშვილი ვერ გიშველის. ცნობისათვის ბექა არ ატარებს ცივ და ცხელ იარაღს, არაა ნარკომომხმარებელი და ამას […]

გიგლა ბარამიძე – “სალომე ზურაბიშვილი მოსიარულე პოლიტიკური ბომბია”

მარიამ მჭედლიშვილი, ახალი თაობა რამდენიმე აქტუალურ საკითხზე „ახალი თაობა“ ესაუბრა „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ გენერალურ მდივან გიგლა ბარამიძეს. – ბაკურიანში ოჯახთან ერთად დასასვენებლად მყოფ „ქართული ოცნების“ დეპუტატს, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, შეურაცხყოფა მიაყენეს. ხალხი მის მიმართ სოლიდარობას არ გამოხატავს. ეს რისი მანიშნებელია? – პირველ რიგში, ჩემი მოძრაობის სახელით მინდა განვაცხადო, რომ ვგმობთ ყველანაირ აგრესიას და […]