ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა, რომელიც ეხებოდა მელიასათვის ელექტრონული სამაჯურის ტარების სანაცვლოდ სხვა სახის აღკვეთი ღონისძიების – პირადი თავდებობის გამოყენებას. მელია მოსამართლე კერატიშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა. მას მიაჩნია, რომ ივანიშვილი აქტიურ პოლიტიკოსებს ”კერატიშვილებისა და თადუმაძეების მეშვეობით აპატიმრებს” პროცესის მიმდინარეობის პარალელურად მან ტვ პირველის ეთერში განცხადება გააკეთა: ”რისთვის ჰყავთ ირაკლი ოქრუაშვილი დაკავებული. იდგა […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ოცნების” სიას შეიძლება ივანიშვილი ჩაუდგეს სათავეში”
პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს. – ბატონო ვახტანგ, არსებობს ინფორმაცია, რომ 2020 წლის საარჩევნო სიას სათავეში თავად ბიძინა ივანიშვილი ჩაუდგეს და თვითონ იყოს პირველი ნომერი. რამდენად რეალური შეიძლება ეს იყოს? – არ არის გამორიცხული, რომ მართლაც თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს სიის პირველი ნომერი, რადგან “ქართულ ოცნებას” უჭირს, მაგრამ ეს […]
მალხაზ მაჩალიკაშვილი – “თადუმაძისთვის უნდა მეკითხა, რატომ ატყუებს მთელ საქართველოს”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს მალხაზ მაჩალიკაშვილი პასუხობს. – ბატონო მალხაზ, პარლამენტის სხდომაზე, სადაც მთავარ პროკურორს უსმენდნენ, თქვენც გინდოდათ შესვლა, მაგრამ არ შეგიშვეს. რატომ გინდოდათ თადუმაძესთან შეხვედრა, რა კითხვები გქონდათ მასთან? – მე მქონდა ძირითადი სამი-ოთხი შეკითხვა და მათი დასმის შესაძლებლობა არ მომეცა. შეგნებულად მოიქცა პარლამენტი ასე, რომ მე არ მქონოდა ამ შეკითხვების […]
ლეილა მუსტაფაევამ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
ახალი დეტალები აფგან მუხთარლის საქმეზე. გატაცებული ჟურნალისტის მეუღლემ და მისმა ადვოკატმა დღეს ახალ გარემოებებზე ისაუბრეს. ლეილა მუსტაფაევას თქმით, საპატიმროში მყოფი ჟურნალისტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე საგანგაშოა. გარდა ამისა, ლეილა მუსტაფაევამ განაცხადა, რომ მათ გერმანიაში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლის თქმით, ეს მისთვის პირველ რიგში, უსაფრთხო საცხოვრებელს ნიშნავს. როგორც ლეილა მუსტაფაევა აღნიშნავს, რომ როგორც აზერბაიჯანში, ისე […]
მამუკა მდინარაძე – “ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესი სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ”
ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნაზი ჯანეზაშვილმა იგივე უმაღლესის სასწავლებელი დაამთავრა, რომელიც შალვა თადუმაძემ. როგორც მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტსი სხდომაზე განაცხადა, სადაც დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ზაზა თავაძეს უსმენენ, ინსტიტუტი, რომელიც შალვა თადუმაძემ დაამთავრა 2003 წლამდე ფიქსირდებოდა როგორც თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი და იგივე უმაღლესი 2002 წელს ნაზი ჯანეზაშვილს აქვს დამთავრებული, რომელმაც ეს დიპლომი წარმოადგინა და […]
გახარია – “11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯის ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება”
11 ოქტომბრიდან დავით-გარეჯში არსებული ეკლესიები ქართული სამღვდელოებისთვის გაიხსნება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ ეს პრობლემა ორი ქვეყნის ნაციონალური ინტერესების, ისტორული მემკვიდრეობისა და ეკლესიის ინტერესების გათვალისწინებით უნდა გადაწყდეს. “ჩვენ გვერდს ვერ ავუვლიდით ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიც არის დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსი. ჩვენ ყველას მოგვეხსენება, რომ სამწუხაროდ, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არის გარკვეული […]
ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის – “იმედია, აღარასდროს დავბრუნდები”
საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი დეპუტატი ვანო ზარდიაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ ზარდიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. ზარდიაშვილი ირწმუნება, რომ მომავალში არც ერთ პოლიტიკურ თანამდებობას არ დაიკავებს და არც პარტიაში იქნება. ამასთან, ყოფილი დეპუტატი არ აკონკრეტებს, სად ან რომელ სფეროში გააგრძელებს საქმიანობას მომავალში. „პოლიტიკიდან წავედი! დიდი იმედი მაქვს, რომ ცხოვრებაში აღარ მოვალ პოლიტიკაში“, – განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა. შეგახსენებთ, ზარდიაშვილმა დეპუტატის მანდატის დატოვების […]
სალომე ზურაბიშვილი მოატყუეს – პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს
სალომე ზურაბიშვილი სასტიკად მოატყუეს, ანტიკვარულ ავეჯზე შეყვარებულ პრეზიდენტს ლილოს ბაზრობაზე ნაყიდი ნაჭრები მიასაღეს. რესტავრატორებმა 35 ლარიანი მატერია უძველეს, ათასებად ნაყიდ სკამებს და სამეულებს გადააკრეს. “მთავარმა არხმა” გაარკვია, რომ ორბელიანის სასახლის თვალისმომჭერელი ფუფუნების საგნების ნაწილი ლილოს ბაზრობაზეა შეძენილი. საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს ცნობას, რომ ათონელის ქუჩაზე ორბელიანების სასახლე, სადაც პრეზიდენტის რეზიდენციაა განთავსებული, აღიჭურვა ნივთებით, რომლებიც “ისტორიულად დამახასითებელი […]
რა ქონების პატრონია შალვა თადუმაძე
შალვა თადუმაძემ ბოლო ქონებრივი დეკლარაცია 2019 წლის 29 მაისს შეავსო. როგორც დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, პირველი პროკურორი ფლობს 93 კვ.მ. ფართობის ბინას თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, რომელიც 2016 წელს 55 000 დოლარად შეიძინა. თადუმაძის საკუთრებაშია ასევე 70 კვ. მ. საოფისე ფართი დედაქალაქის ცენტრში, ყაზბეგის გამზირზე, რომლიც 2012 წელს 50 000 დოლარად შეიძინა. იგი ასევე ფლობს 80 კვ. […]
კახა კუკავა – “ნაციონალური მოძრაობა დღეს თავმოკვეთილი ქათამივითაა”
ნონა ცაბაძე, ახალი თაობა “ახალი თაობის” კითხვებს ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა პასუხობს – ბატონო კახა, ხელისუფლება მესამე ვადით დასარჩენდ ემზადება, არჩევნები გვაქვს მოსაგებიო, აცხადებენ მინისტრები, ოპოზიცია კი იმის მაგივრად გაერთიანდეს, ერთმანეთს დაერია და ყველა ცალ-ცალკე მიიწევს. ასევე შემოდიან ახალი მოთამაშეები. რა პროცესები მიმდინარეობს? – “ქართული ოცნების” სტრატეგია, რომელიც მან აირჩია 20 ივნისის შემდეგ, ტაქტიკურად […]










