მიუხედავად იმისა, რომ დავით ასათიანმა საგრძნობი უპირატესობით გაიმარჯვა, მე ვფიქრობ, რომ ეს შედეგები თუ დარჩება მეორე ტური უნდა ჩატარდეს და უნდა ჩატარდეს ორი კვირის განმავლობაში. ეს არის კანონის მოთხოვნა, ეს არის წესდების მოთხოვნა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიშვილმა განუხადა. ხატიაშვილმა ასოციაციის არჩევნების პროცესები შეაფასა და განმარტა, რომ მეორე ტურის გამართვას თავად […]
კატეგორია: პოლიტიკა
დავით ასათიანი 1.000, ლევან ჯანაშია 600 – ადვოკატთა ასოციაციაში პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურია მოსალოდნელი
წინასწარი მონაცემებით, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის დღევანდელი არჩევნების შედეგად დავით ლანჩავამ 160, ლევან ჯანაშიამ 600-ზე მეტი, ხოლო დავით ასათიანმა 1000-ზე მეტი ხმა მიიღო. ამის შესახებ „პირველმა“ საარჩევნო პროცესთან დაახლოებული წყაროსგან შეიტყო. წყაროს ცნობით, „თუ დარეგისტრირებული მანდატებიდან დაითვლიან ხმებს, რომელთა რაოდენობა 2.324–ა, მეორე ტური გაიმართება, ხოლო თუ მათგან დაითვლება შედეგები, ვინც უშუალოდ მისცა ხმა (2.000–ზე მეტი მანდატი), […]
”გახდი ჩემი სპიკერი” – სააკაშვილმა სანდრას თხოვნით მიმართა
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის რუსლან ჩორნოლუცკის განცხადებით, სააკაშვილი მეუღლეს, სანდრა რულოვსს სთხოვს, მისი სპიკერი გახდეს. – მიხეილ სააკაშვილი სთხოვს მეუღლეს, რომ მისი მთავარი სპიკერი გახდეს და დაიცვას მისი უფლებები და თავისუფლებები. ვფიქრობ, მის მეუღლესთან გავწიოთ მუშაობა და მოვახდინოთ საგამოძიებო იზოლატორში მისი წარმოდგენა, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის იზოლატორთან, სადაც მიხეილ […]
ლუცენკოს სახლთან დაპირისპირება მოხდა – აქტივისტებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს
უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს სახლთან, სადაც ავტომაიდნის“ მონაწილეები აქციას მართავენ, დაპირისპირება მოხდა. უკრაინული მედიის ცნობით, ლუცენკოს სახლთან ბლოკ პეტრო პოროშენკოს დეპუტატი, ოლეგ ბარნი მივიდა. ბარნმა აქტივისტებს მიმართა, რომ ისინი თანხის გამო იყვნენ შეკრებილები, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. დეპუტატის განცხადებით გაღიზიანებულა აქტივისტებმა, ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. რამდენიმე წუთში დეპუტატმა ოლეგ ბარნმა მომხრეებთან ერთად ტერიტორია დატოვა. შეგახსენებთ, უკრაინის […]
ბაჩუკი ქარდავა: ,,როცა საქართველოს მესამე პრეზიდენტი პოლიტიკურ ტყვეობაშია, დასავლური პოლიტიკური ძალები ვალდებულნი ვართ, ვიმოქმედოთ“
მიხეილ სააკაშვილის კიევში დაპატიმრებას ეხმაურება ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ბაჩუკი ქარდავა, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი დღეს პოლიტიკურ ტყვეობაშია.”ერთი რამ ცალსახად უნდა დავაფიქსიროთ – მიხეილ სააკაშვილი დღეს პოლიტიკურ ტყვეობაშია, ამას წყალი არ გაუვა, ეს ფაქტია და მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია. ნუ დაგვავიწყდება, რომ სააკაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტია და როცა უკრაინის გაკოტრებული ხელისუფლება სააკაშვილს პოლიტიკურ ტყვეობაში ამყოფებს, […]
გიული ალასანია: „ჩემს შვილს შეიძლება ფილტვების ანთება აქვს, ხშირად ჰქონდა ბავშვობაში, მიდრეკილება აქვს“
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას შეფასებით, მისი შვილი უკრაინის ხელისუფლებას უკანონოდ ჰყავს დაკავებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალასანიამ განუცხადა, მას საკმაოდ მწირი ინფორმაცია გააჩნია შვილის მდგომარეობის შესახებ. ამასთან, როგორც ალასანიამ აღნიშნა, თუ საჭირო გახდება, უკრაინაში ის პირადადაც ჩავა. „მისი დაკავება სრულიად უკანონოა. სად გაგონილა ასეთი ამბავი, თან დემოკრატიაზე აქვთ პრეტენზია და ევროკავშირისთვის ემზადებიან. თუ […]
ადვოკატი: „მიხეილ სააკაშვილი გამოძიებასთან არ თანამშრომლობს, ვინაიდან საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს“
– მიხეილ სააკაშვილი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, ვინაიდან ამ საქმეს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევს, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა რუსლან ჩერნოლუცკიმ განუცხადა. რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, დაკავების შემდეგ მიხეილ სააკაშვილს წნევამ აუწია, თუმცა დახმარება იზოლატორის ექიმმა აღმოუჩინა და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია. – რაც შეეხება აღკვეთის […]
გიგი უგულავა: “ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის უნდა უხაროდეს”
“ევროპულისაქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა სააკაშვილის დაპატიმრებას ეხმაურება. მისი თქმით, “ქვეყნის მესამე პრეზიდენტის დაპატიმრება არავის არ უნდა უხაროდეს.”უგულავას თქმით პოლიტიკურო პატიმრების პრობლემა საქართველოში უნდა გადაწყდეს. – ეს პოლიტიკური დევნა, ისევე როგორც პოლიტიკური პატიმრების ეპოქა საქართველოში 2013 წელს, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა დაიწყო. იგივე მიხეილ სააკაშვილს ამის შედეგად მოუწია ქვეყნის დატოვება. დღეს ქვეყანაში გვყავს პოლიტიკური პატიმრები და […]
მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს წერილით მიმართავს: „არ შეგეშინდეთ, გამოდით კვირას დაგეგმილ აქციაზე, გამაგრდით“
უკრაინაში დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებსა და უკრაინელებს მიმართავს. სააკაშვილმა წინასწარი დაკავების იზოლატორიდან წერილი გამოაგზავნა, სადაც ის უკრაინელებს კვირას დაგეგმილ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს. – ძვირფასო თანამებრძოლებო, ძვირფასო უკრაინელებო. ბარიგების ხელისუფლებამ მე დამაკავა აბსურდული ბრალდებებით. ამით მათ უნდათ დაგაშინონ თქვენ. არ შეგეშინდეთ არაფრის, უშიშრად გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე „იმპიჩმენტისთვის“. ერთად დავიცვათ უკრაინა კორუფციისგან და თვითნებობისგან. ჩვენს […]
მარგველაშვილი – ”რაც უფრო აგრესიული ვარ, მით უფრო მოვწონვარ ხალხს”
– რაც უფრო აგრესიულად გამოვდიოდი ან გამოვდივარ, მით უფრო მოსაწონი ვარ ხოლმე საზოგადოებისთვის. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა. – რელიგიას, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება არის ის, რომ გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ ვაქცევთ ერთმანეთისთვის თავში ტაბურეტის ჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად მათი რიტორიკაც […]










