კატეგორია: პოლიტიკა

“გარიცხვა რისთვის, რა დავაშავე, მე ხომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ვზრუნავ” – შალელაშვილი თანაგუნდელების კრიტიკას პასუხობს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, შოთა შალელაშვილი პრემიერისთვის გაგზავნილ ღია წერილისა და სუს-ში დაბარების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთბს. „პრემიერმინისტრისადმი ჩემს მიმართვას რაც შეეხება, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და ამას ჩვენ ვერსად გავექცევით. რა მიმართვას გავაკეთებ მე, ამას აბსოლუტურად მნიშვნელობა არ აქვს. პრემიერმინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, ეს მისი პრეროგატივაა. პრემიერმინისტრის გადასახედიდან უკეთ ჩანს თუ რა განცხადებები უნდა […]

გოცირიძე: „სუს-ი უმრავლესობასაც უთვალთვალებს“

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური პოლიტიკოსების მაკონტროლებელი ორგანოა – ამის შესახებ განცხადება, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გააკეთა. გოცირიძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის, შოთა შალელაშვილის მიერ პრემიერისთვის მიწერილი ღია წერილის შემდეგ, დეპუტატის სუს-ში დაბარებას ეხმაურება. – საქართველო ჩამოყალიბდა პოლიციურ სახელმწიფოდ. ფაქტობრივად სუს-ი გახდა ჟანდარმი როგორც ცარიზმის დროს იყო, როდესაც მეფის მართვის მთავარი ინსტრუმენტი იყო კონტროლი, დასმენები […]

 კალაძეს პროკურატურაში უჩივიან

“ნაციონალური მოძრაობა” საახალწლო განათებებზე თბილისის ბიუჯეტიდან გაწეული დანახარჯის მიზნობრიობის გამოძიებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილმა შესაბამისი განცხადებით გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.ხაბეიშვილის თქმით, პირდაპირი შესყიდვის წესით, ტენდერის გარეშე ილუმინაციების შეძენა კორუფციული გარიგებებით მოხდა. – ძალიან მარტივი საგამოძიებო მოქმედებები უნდა ჩაატაროს საქართველოს პროკურატურამ, უნდა დაადგინოს, როგორ მოხდა ამ კომპანიის გამორჩევა მილიონობით კომპანიისგან, რომელიც მსოფლიოში არსებობს და რაღა მაინც და […]

კვირიკაშვილმა ”ოცნების” დეპუტატი შალელაშვილი გააკრიტიკა – ”ასეთ თემაზე საჯარო მიმართვა მიუღებელია”

უმრავლესობის ფარგლებში ასეთი საჯარო წერილების და განცხადებების მიწერა პრემიერ-მინისტრისთვის, ჩემთვის მიუღებელია, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის შოთა შალელაშვილის ღია წერილს, რომლითაც დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს. – უმრავლესობის წევრის მხრიდან საჯარო მომართვა იყო. უნდა ვთქვა, რომ უმრავლესობის […]

კალაძემ ხაბეიშვილს დასცინა – ”ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ?”

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბრალდებებს საახალწლო განათებებთან დაკავშირებით შესაძლო კორუფციის არსებობის შესახებ, კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე უპასუხა. დედაქალაქის მერის თქმით საახალწლო განათებებთან დაკავშირებით ხელშეკრულება მილანურ კომპანიასთან დავით ნარმანიას მერობის დროს გაფორმდა და ეს დადებითი გადაწყვეტილება იყო. კაალძემ ლევან ხაბეიშვილის ბრალდებას აბსურდული უწოდა: – ეს რომელია? წნევა რომ ჰქონდა და მერიაში ასულიერებდნენ? კარგით, ხუმრობა იქეთ იყოს… […]

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შოთა შალელაშვილი სუს-ში დაიბარეს

„ქართული ოცნების“ წევრი, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი შოთა შალელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. დეპუტატი შეხვედრაზე უკვე იმყოფებოდა, თუმცა, შენობის დატოვების შემდეგ, მას არ დაუკონკრეტებია თუ რა საკითხზე იყო დაბარებული. შალელაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაბარებას არ აქვს კავშირი მის ღია წერილთან, სადაც იგი პრემიერს მოუწოდებს მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადებაზე. შეგახსენებთ, […]

ანტონ გერაშენკო: „სააკაშვილი სასტუმრო „კიევში“ შესვლას ცდილობდა, რათა ვინმეს ნომერში შხაპი მიეღო“

მიხეილ სააკაშვილი ძებნაშია. მან შემოიკრიბა „ბოევიკები“, ხოლო პოლიცია პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით მკვეთრი ქმედებების განხორციელებისგან თავს იკავებს, – ამის შესახებ „სახალხო ფრონტის“ დეპუტატმა და უკრაინის შს სამინისტროს კოლეგიის წევრმა ანტონ გერაშენკომ განაცხადა. – სააკაშვილის ყველაზე დიდი სურვილია სისხლი დაიღვაროს, რათა აჩვენოს, რომ მას და მის მომხრეებს სცემენ. ჩვენ მას ასეთ ვარიანტებს არ მივცემთ. ახლა სააკაშვილი […]

 მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა

უკრაინული ტელეარხის NewsOne კორესპონდენტის ცნობით, აქციაზე მყოფი მიხეილ სააკაშვილი ავად გახდა. ჟურნალისტის თქმით, ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა განუცხადეს. კიევში, რადას შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვადასხვა პოლიტიკური ძალის ააქტივისტები აქციას განაგრძობენ. მობილიზებულები არიან სამართალდამცავებიც. აღსანიშნავია, რომ გასულმა ღამემ კარვების ქალაქში მშვიდად ჩაიარა და ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია.

“ქართული ოცნების” დეპუტატი შალელაშვილი კვირიკაშვილს – საქართველომ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად უნდა აღიაროს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შოთა შალელაშვილი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ღია წერილით მიმართავს. დეპუტატი პრემიერს ურჩევს, მხარი დაუჭიროს აშშ-ს პრეზიდენტს და იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიაროს. შოთა შალელაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ისრაელისადმი მსგავსი მხარდაჭერა დაადასტურებს მტკიცე ერთგულებას როგორც სტრატეგიული პარტნიორის გადაწყვეტილების, ასევე მეგობარი სახელმწიფოს მიმართ. „ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბატონმა დონალდ ტრამპმა და […]

შალვა ხუციშვილი კრიზისების მართვის საბჭოში გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება

შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შალვა ხუციშვილი მუშაობას კრიზისების მართვის საბჭოში გააგრძელებს, რომელიც სამომავლოდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურად უნდა გადაკეთდეს. როგორც “ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, შალვა ხუციშვილი გიორგი მღებრიშვილის მოადგილედ დაინიშნება. შს მინისტრის ყოფილი მოადგილე კრიზისების მართვის საბჭოში მუშაობას უახლოეს პერიოდში შეუდგება. შალვა ხუციშვილმა შს მინისტრის მოადგილის პოსტი, მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის შეცვლის შემდეგ დატოვა.