რესპუბლიკური პარტიის ერთერთი ლიდერის თამარ კორძაიას თქმით ოპოზიცია მოლოდინის რეჟიმშია და ელოდება ხელისუფლების პასუხს, მზად არის თუ არა მმართველი გუნდი პრინციპულ საკითხების განსახილველად. – უმრავლესობის წარმომადგენლებმა გვითხრეს, რომ ჩვენი მოსაზრების მოსმენა სურთ და შემდეგ შეჯერება, ჩვენი მოსაზრებები არაერთხელ გავუზიარეთ საჯაროდ, არაერთ ფორმატში,. მთელი ოპოზიციური სპექტრი, საპარლამენტო, არასაპარლამენტო იყო ერთიანი სამართლიან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით […]
კატეგორია: პოლიტიკა
რუსი დეპუტატი იგორ მარტინოვი მესაზღვრეებმა საქართველოში არ შემოუშვეს
ქართველმა მესაზღვრეებმა რუს დეპუტატ იგორ მარტინოვს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ის ოჯახთან ერთად ერევნიდან მოდიოდა. ამის შესახებ მარტინოვი ფეისბუკის გვერდზე წერს. „უკან დაბრუნება ნაკლებად სასიამოვნო აღმოჩნდა. ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში შესვლაზე უარი გვითხრეს, ყოველგვარი ახსნის გარეშე. მათ ჩემი ოჯახი საზღვარზე დაახლოებით 2 საათი დააყოვნეს. მესაზღვრეებმა კარგად იცოდნენ, რომ იქ სხვა სამანქანო გზა არ იყო. მოგვიწია, […]
პარლამენტში ”ქართული ოცნების” და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრა დაიწყო. შეხვედრას ესწრებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები, მმართველი გუნდიდან კი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ასევე ზვიად ძიძიგური და მამუკა მდინარაძე. შეხვედრის ფარგლებში იმსჯელებენ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებით კონსესუსის გზების ძიებაზე. შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ ჯანი ბუკიკიომ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები სტრასბურში ერთდღიან […]
ნათელაშვილი სემეკიდან პოლიციამ ძალით გაიყვანა
ლეიბორისტებს სემეკის სხდომათა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. საპატრულო პოლიციამ პარტიის წევრები შენობიდან გაიყვანა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად მჯდომარე აქცია გამოაცხადა. ნათელაშვილი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სემეკში მისვლისკენ მოუწოდებს. “აქ წყდება ქვეყნის ბედი,”- განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა. ტარიფების შესახებ სემეკის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ნათელაშვილი პირადად კახა კალაძეს უკავშირებს. მან მარეგულირებელი […]
შალვა ნათელაშვილმა სემეკში მჯდომარე აქცია დაიწყო
ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა სემეკის სხდომათა დარბაზში პარტიის რამდენიმე წევრთან ერთად მჯდომარე აქცია გამოაცხადა. ნათელაშვილი სხვა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სემეკში მისვლისკენ მოუწოდებს. – აქ წყდება ქვეყნის ბედი,- განაცხადა ლეიბორისტების ლიდერმა. ტარიფების შესახებ სემეკის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას ნათელაშვილი პირადად კახა კალაძეს უკავშირებს. მან მარეგულირებელი კომისიის წევრებს მონები, კალაძეს კი მაფიოზების მეთაური უწოდა. სემეკის სხდომაზე ხმაურისა და დაპირისპირების მიუხედავად, […]
ლეიბორისტებმა სემეკს სხდომა ჩაუშალეს
ლეიბორისტული პარტია სემეკს სხდომის ჩატარების საშუალებას არ აძლევს. კომისიამ დღეს ხუთ სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. მათ შორის არის “თელასის” 2018 წლის სატარიფო განაცხადი. ლეიბორისტები მოითხოვენ, კომისიამ სხდომა შეწყვიტოს და ეს პროცედურა არ დაიწყოს. ისინი სემეკის წევრებს ივანიშვილის და კალაძის ბრძანებების შემსრულებლებს უწოდებენ. კომისიის თავმჯდომარე იძულებული გახდა შესვენება გამოეცხადებინა. სემეკის წევრმა გიორგი ფანგანმა ლეიბორისტებს […]
თორნიკე შარაშენიძე: “აფხაზებთან 25-წლიანმა ლაქუცმა შედეგი არ მოგვიტანა”
საერთაშორისო ურთიერთობათა ექსპერტი, ჯიპას პროფესორი თორნიკე შარაშენიძე “ახალ თაობასთან” ინტერვიუში აფხაზეთის კონფლიქტსა და ხელისუფლების დამოკიდებულებაზე საუბრობს. – ბოლო პერიოდში აფხაზები რუსეთმა აშკარად შეავიწროვა და ამის არაერთი ნიშანი სახეზეა. მაგალითად, რუსეთში უფრო და უფრო ხშირად გამანადგურებელი სტატიები იბეჭდება იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში ძალიან ცუდი ვითარებაა, რომ ყოველდღე რუს ტურისტებს საფრთხეები ექმნებათ. აფხაზებს რუსებთან სერიოზული პრობლემები აქვთ. […]
ლევან ჩაჩუა: “მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს”
იმ დროს, როცა მმართველი პარტია ოპოზიციას სთავაზობს პოლიტიკური დიალოგის განახლებას საარჩევნო საკითხებზე და მზად არის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უბარიეროდ ჩაატაროს, გაისმის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვის მოწოდება. ამაზე “ახალ თაობასთან” მოძრაობა “ქართული იდეის” ლიდერი ლევან ჩაჩუა საუბრობს. – მანდატები წინასწარ არის გადანაწილებული. “ქართული იდეა” ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს და ამისკენ სხვა ნამდვილ ოპოზიციასაც მოუწოდებს. ვინც […]
კვირიკაშვილი ბარსელონის ტერაქტის შესახებ – ”ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ბარსელონაში ტერაქტის გამო ესპანელ ხალხს მიუსამძიმრა. – დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს. ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები. მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი […]
იან კელი: ”ოკუპაცია დიდხანს ვერ გასტანს” – ამერიკის ელჩი დიცში ჩავიდა
საქართველოში ამერიკის ელჩი იან კელი დღეს შიდა ქართლს სტუმრობდა. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ამერიკის ელჩის ვიზიტი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო. მან ამერიკული კუთხე მოინახულა და პროფესორ მასწავლებლებს შეხვდა. ამის შემდეგ ამერიკის ელჩი, უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დიცში ჩავიდა და ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის ფრესკებზე აღმოჩენილი 12 საუკუნის წინანდელი წარწერები მოინახულა. იან კელიმ სოფელ დიციდან ერგნეთში გადაინაცვლა და […]










