კატეგორია: პოლიტიკა

დაჩი ცაგურია – “ირაკლი პეტრიაშვილი თავის სქელ ქონს უფრო მეტად გაისქელებს”

– საქართველოს რკინიგზის წინააღმდეგ უკვე მეორე დღეა, ვუყურებთ სააკაშვილის სიბინძურეში აღმოცენებული, არშემდგარი პოლიტიკოსის ირაკლი პეტრიაშვილის მიერ მოწყობილ პროვოკაციას, – ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დაჩი ცაგურიამ რკინიგზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. ცაგურია თვლის, რომ ადამიანების გარკვეული ჯგუფი წლებია, ცდილობს პროვოკაციების მოწყობას და პერმანენტულად ავრცელებს სიცრუეს. – ადამიანების ჯგუფი წლებია, მას […]

გიორგი ჩოგოვაძე არ გადამდგარა – ეკონომიკის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის, თანამდებობიდამ გათავისუფლებას არ ადასტურებს. აღნიშნულის შესახებ უწყება განცხადებას ავრცელებს. – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მითუმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ – ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება – ამ ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ […]

ნინო ბურჯანაძე ირმა ინაშვილის წინააღმდეგ – ”ირმა ლამაზად არ მოიქცა და მას მხარს არ დავუჭერთ”

ნინო ბურჯანაძე პატრიოტთა ალიანსს ვიწრო პარტიული ინტერესებით მოქმედების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ თბილისის მერის არჩევნებში მათ კანდიდატს ის და მისი პარტია მხარს არ დაუჭერენ. – ირმა ინაშვილის კანდიდანტურას ჩვენ მხარს არ ვუჭერთ. ის არ მოიქცა ლამაზად. სამწუხაროა, რომ პატრიოტთა ალიანსმა არაფერი გააკეთა ოპოზიციური ერთობისთვის. მათ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებს ვერ გადააბიჯეს, – განმარტავს ბურჯანაძე. ბურჯანაძის […]

ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა – “ჩვენ აღარ გვინდა თეატრალური პოლიტიკა”

„პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერობის კანდიდატად პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინა. ირმა ინაშვილი „პატრიოტთა ალიანსის“ ხელმძღვანელმა დავით თარხან-მოურავმა დაასახელა. მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება პოლიტიკური პროცესი, ის ჩაივლის მასშტაბური საპროტესტო აქციის ფონზე და ამ პროცესს სათავეში ირმა ინაშვილი ჩაუდგება. ამ კონტექსტში დავით თარხან-მოურავმა და თავად ირმა ინაშვილმა საარჩევნო სისტემის გაუარესებაზე გაამახვილეს […]

არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას შეხვედრას სთავაზობს – ”სტრასბურამდე განვიხილოთ საკონსტიტუციო რეფორმის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საკონსტიტუციო რეფორმაზე განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ უმრავლესობა მზად არის, აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები კვლავ ჩაატაროს ოპოზიციურ პარტიებთან. – ჩვენი გუნდი მზად არის, საშემოდგომო სესიამდე დარჩენილი დრო გამოიყენოს პოლიტიკური დიალოგისთვის, ყველა კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიას ვთავაზობთ შევიკრიბოთ და განვაახლოთ მსჯელობა საკონსტიტუციო ცვლილებებზე. საქართველოში ჩვენ წარმოვადგენთ პოლიტიკურ პარტიებს, თუმცა […]

სააკაშვილი – “უკრაინაში ევროპის ერთ-ერთი ქვეყნიდან შევალ”

საქართველოს მესამე პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, უკრაინაში დაბრუნებას ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საზღვრის გადაკვეთით გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა “ტელეარხ 24“-თან განაცხადა. – მე დავბრუნდები უკრაინაში. ვგეგმავ, უკრაინის საზღვარი ერთ-ერთი ევროპული ქვეყნიდან გადავკვეთო. სხვა საცხოვრებელი ადგილი არც ევროპაში ან მის ფარგლებს გარეთ, არ გამაჩნია. ყველა ჩემი ნივთიც უკრაინაშია. ჩემი მეგობრების უმრავლესობა და […]

პრანკერი სტოლიაროვი – “მღებრიშვილმა თვითონ გადმოგვირეკა და გვითხრა, არ გამოაძევოთ სააკაშვილიო”

„პრანკერი“, რომელმაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი მღებრიშვილს უკრაინელ კოლეგად გააცნო თავი და სატელეფონო საუბრისას პოროშენკო-კვირიკაშვილის სეხვედრის დეტალები მოაყოლა, „რუსთავი 2“-ს ექსკლუზიურად ესაუბრა. „პრანკერი“ აცხადებს, იგი მზად არის დაამტკიცოს ფაქტი, რომ ნამდვილად გიორგი მღებრიშვილს ესაუბრა. სკანდალური აუდიოს ავტორი მზად არის ჩანაწერი ექსპერტიზაზე გადააგზავნოს და ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამტკიცოს, რომ არაფერი გაუყალბებია. „კურიერთან“ საუბრისას ალექსეი სტოლიაროვი […]

მღებრიშვილი – ”გამოიძიონ ჩემი ხმის ავთენტურობა, დარდიც არ მაქვს”

– სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ, ამაზე მეტი, მე მგონი, ზედმეტად თავის მართლება გამოვა, მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარისას განაცხადა. შს მინისტრი აღნიშნულ სატელეფონო ჩანაწერებს აგორებულ ანტიპიარს უწოდებს, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. მღებრიშვილის თქმით, მას პრობლემა არ […]

პრანკერი სტოლიაროვი – “მღებრიშვილს ნამდვილად ველაპარაკე და შემიძლია მისი პირადი ნომერი გამოვაქვეყნო”

პრანკერი ანდრეი სტოლიაროვი, რომელიც ცნობილია მეტსახელად “ლექსუსი”, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას პასუხობს და აცხადებს, რომ მზად არის გადასცეს ექსპერტიზას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. მისი თქმით, ის პირველი არ არის ვინც უარყოფს გამასხარავების ფაქტს, და დასძენს. რომ მზად არის გამოაქვეყნოს მღებრიშვილის პირადი ტელეფონის ნომერი. მისივე აზრით, გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო […]

ირმა ინაშვილი თბილისის მერობას აპირებს

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე ,,პატრიოტთა ალიანსმა“ თბილისის მერის პოსტზე შესაძლოა პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და პარლამენტის ვიცესპიკერი ირმა ინაშვილი წარადგინოს. თავად ინაშვილმა „imedinews“-ს პარტიაში მისი კანდიდატურის განხილვის ფაქტი დაუდასტურა და განაცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას ორშაბათს პარტიის საბჭოს სხდომაზე მიიღებენ. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ 2013 წლის იანვარში დარეგისტრირდა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ერთხელ უკვე მონაწილეობდა თვითმართველობის არჩევნებში. ინაშვილი […]