კატეგორია: პოლიტიკა

„პატარკაციშვილმა სკოტლანდ-იარდს წინასწარ აცნობა, რომ მისი მკვლელობა იგეგმებოდა“

პოპულარულმა ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed News-მა გამოქვეყნა ჟურნალისტური გამოკვლევა, რომლის ავტორები დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ცნობილი ადამიანების გარდაცვალება-დაღუპვის გარემოებებს ეხებიან. გამოკვლევის თანახმად, აშშ-ის სადაზვერვო ორგანოები 14 პიროვნების სიკვდილში რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურების მონაწილეობას ადასტურებენ. გამოკვლევაში ნათქვამია, რომ მულტიმილიონერ სკოტ იანგისა და მისი პარტნიორების მკვლელობები ბრიტანულმა პოლიციამ ბოლომდე არ გამოიძია და ისე დახურა. მაგალითად, ბორის ბერეზოვსკის საქმე, ბადრი პატარკაციშვილის […]

რატომ არ გადადგა ირაკლი კობახიძე

– საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევა მოფიქრებულია იმისთვის, რომ პარტიებს ძვალი გადაუგდონ, რათა მთავარი სკანდალი გადაიფაროს, – ასე აფასებს ექსპერტი გია ხუხაშვილი ”ქართული ოცნების” მიერ მიღებულ შესაბამის გადაწყვეტილებას. ხუხაშვილის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს იმ პროცესზე, რომელიც წარმართა. – 3%-იანი ბარიერი მოფიქრებულია იმისთვის, რომ დიდი ხმაური არ იყოს და რაღაც პატარა ძვალი გადაუგდონ პარტიებს, […]

აფეთქება ოკუპირებულ სოხუმში

ოკუპირებულ სოხუმში, კალმიკოვის ქუჩაზე ავტომობილი აფეთქდა. დაშავებულია ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. აფეთქების შედეგად, დაზიანებულია მიმდებარე კორპუსები. ადგილზე ე.წ. გამომძიებლები მუშაობენ, თუმცა შემთხვევის ვერსიებზე ამ ეტაპზე არ საუბრობენ.

ზაალ უდუმაშვილი რუსთავი 2-ს დაემშვიდობა და კახა კალაძეს დაუპირისპირდება

ქართულ მედიასივრცეში ერთ-ერთი პოპულარული ტელეწამყვანი, ცნობილი ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის. ზაალ უდუმაშვილი ხელისუფლების მთავარი კონკურენტი იქნება და ის თბილისის მერის არჩევნებში ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერს და ენერგეტიკის მინისტრს კახა კალაძეს დაუპირისპირდება. ზაალ უდუმაშვილის კარიერული გზა: ზაალ უდუმაშვილის ჟურნალისტიკური კარიერა 25 წელს ითვლის, 6 წელი მეორე არხის ერთ-ერთი მთავარი სახე იყო, შემდეგ 6 წელი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე […]

მომავალი საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება – მმართველი გუნდი შეთანხმდა

მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით ჩატარდება. აღნიშნული ჩანაწერი გაკეთდება გარდამავალ დებულებაში თუმცა ძირითად კანონში ჩაიწერება რომ შემდეგი არჩევნები უკვე პროპორციული სისტემით ჩატარდება. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის თქმით საარჩევნო ბარიერი 3%-მდე დაიწევს. – შევთანხმდით, რომ გარდამავალ დებულებაში ჩაიწერება რომ შერეული სისტემა რჩება, თუმცა ყველა მომდევნო არჩევნები იქნება პროპორციული და […]

“2020 წლიდან ხელისუფლებას კახა კალაძე გადაიბარებს”

– ეს ხელისუფლება ბოლომდე შეეცდება ძალაუფლების შენარჩუნებას, რასაც მოჰყვება იგივე სცენარი. ჯერ გეუბნება ვენეციის კომისია, მერე ევროპის საბჭო, მერე გეუბნება ევროპის პარლამენტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი. თუ ვერცერთს ვერ გაიგებ, მერე ჩამოვა რომელიმე პოლკოვნიკი და ყველაფერი დატრიალდება იმ სცენარით, რომელიც არაერთხელ გვაქვს ნანახი. ამ სცენარს კი წინააღმდეგობას ვერ გაუწევს საქართველოს ტიპის ქვეყანა და არც […]

“საკარნავალო ტახტი” – ნიკა რურუა კონსტიტუციური მონარქიის აღდგენაზე

ნაციონალურ მოძრაობაში, კათოლიკოს-პატრიარქის მიერ შემოთავაზებულ იდეას, საკონსტიტუციო მონარქიის დამყარების თაობაზე, არ ეთანხმებიან. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის ნიკა რურუას განცხადებით, მონარქია მართვის მოძველებული სისტემაა და ის არ შეესაბამება დემოკრატიულ სტანდარტებს. – მონარქია ზოგადად მოძველებული მართვის სისტემაა, ამდენად, ამ აზრს მე, დიდი პატივისცემით, ვერ დავეთანხმები. მონარქია არის ერთი ოჯახის, რომელიც იჩემებს მირონცხებულობას, ღვთისგან მიღებულ უფლებას, რომ მართოს ერი, […]

“უსუფაშვილი პოლიტიკაში ინაშვილისა და ბურჯანაძის ჩასაძირად დააბრუნეს”

– რამდენიმე თვის წინ სწორედ “ახალ თაობასთან” საუბარში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დავით უსუფაშვილის შემოყვანას აპირებდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ იანვარში მომაწოდეს. ხელისუფლებასთან დაახლოებულმა პირმა იმ გეგმის შესახებაც მომაწოდა ინფორმაცია, რომლითაც ყოფილი პრემიერი იმოქმედებს, – განუცხადა „ახალ თაობას“ ლადო სადღობელაშვილმა. კითხვაზე, რატომ  აბრუნებს პოლიტიკაში ივანიშვილი უსუფაშვილს, სადღობელასვილი აცხადებს: – იმის თქმა გამიჭირდება, თუ კონკრეტულად […]

მოსმენების სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ სააგენტოს კობა კობიძე უხელმძღვანელებს. კობიძის კანდიდატურა უკვე შეარჩია სპეციალურმა კომისიამ. კობა კობიძე სუს-ის სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის მოადგილედ მუშაობდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: ”სპეციალურმა კომისიამ სსიპ საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს უფროსის კანდიდატურა დაამტკიცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ სპეციალური […]

სოფო კილაძე და ეკა ბესელია ნანუაშვილის გამო წაკამათდნენ

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე, სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თაობაზე პარლამენტის დადგენილების პროექტს კენჭი არ უყარეს. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ფარგლებში მომზადებულ დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკმაოდ კრიტიკული შეფასება ჰქონდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას, რომელმაც კენჭისყრის გადადება პრინციპულად მოითხოვა და განაცხადა, რომ მომზადებული პროექტი ყველა იმ სტანდარტს ეწინააღმდგება, რომელიც პარლამენტს აქვს. – მე ვარ პრინციპულად წინააღმდეგი, […]