კატეგორია: პოლიტიკა

ანა ნაცვლიშვილი ვანო ზარდიაშვილზე – “თუ მისი ბიოგრაფია სამარცხვინოა, ეს მისი პრობლემაა”

“ქართული ოცნების” დეპუტატ ვანო ზარდიაშვილისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ბოდიშის მოხდას არ აპირებენ. მესამე სექტორი აცხადებს, რომ სასამართლოებში კლანურ მმართველობაა. – შეუძლია, გვიჩივლოს იმ სასამართლოში, რომელსაც აკონტროლებს. რაზე უნდა მოვიხადოთ ბოდიში, მის ბიოგრაფიულ ფაქტებზე? ეს მისი ბიოგრაფიაა. თუ მისი ბიოგრაფია სამარცხვინოა, ეს მისი პრობლემაა, – აცხადებს საია-ის თავმჯდომარე, ანა ნაცვლიშვილი. არასამთავრობო ორგანიზაციებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს საპარლამენტო […]

ლევან ხაბეიშვილი: „კობახიძეს შეუძლია ბავშვივით გაიბუტოს და კუთხეში დადგეს“

– “ოცნებაში” ძალიან ეშინიათ არჩევნების. ამიტომაც გაუუქმეს 7 ქალაქს თვითმმართველის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ გაცილებით ნაკლები მერის არჩევა მოხდება. პრეზიდენტსაც თავად დაგვინიშნავენ. დარწმუნებული ვარ, მაჟორიტარულ სისტემასაც არ შეელევიან. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მოახერხებენ 48%-ით საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებას, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ ლევან ხაბეიშვილი. მისი აზრით, პროპორციულ სისტემაზე თუ გადავალთ, მაშინ ოპოზიციისთვის შედარებით უკეთესად გადანაწილდება ხმები. – […]

გიორგი ბადაშვილი შეიძლება გიორგი თვაურმა შეცვალოს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ვაკანტური თანამდებობა შესაძლოა გიორგი თვაურმა დაიკავოს. ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს. თვაური სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელია. იგი ფინანსთა სამინისტროში გადასვლას არ გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ ჯერ შეთავაზება არ მიუღია. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. 

ანა ნაცვლიშვილი: „ხელისუფლებისა და სასამართლო შტოებს შორის ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ვანო ზარდიაშვილია“

– ხელისუფლებისა და სასამართლო შტოებს შორის ერთ-ერთი საკონტაქტო პირი ვანო ზარდიაშვილია დღევანდელ პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, თუ როგორ ხორციელდება არაჯანსაღი კონტაქტი ხელისუფლების სხვა შტოებსა და სასამართლო ხელისუფლებას შორის, – ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა. შეხვედრა ეხებოდა სასამართლო სისტემაში არსებულ მდგომარეობას, რასთან მიმართებაშიც არასამთავრობოებმა ვიდეორგოლიც წარმოადგინეს. ”დღეს […]

ირაკლი კობახიძე: „უშიშროების საბჭო არის აბსოლუტურად არაეფექტური ორგანო“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, უშიშროების საბჭო არაეფექტური ორგანოა. აღნიშნული კომენტარი კობახიძემ უშიშროების საბჭოს გაუქმებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე გააკეთა: – იმ რეგულაციებიდან გამომდინარე, რომელიც წარმოდგენილია კონსტიტუციაში, დღეს უშიშროების საბჭოს საქმე არ აქვს. უშიშროების საბჭოს ისეთი კომპეტენცია აქვს მინიჭებული, რომელიც რეალურად ვერ განხორციელდება ამ საბჭოს მიერ. თავად ვარ უშიშროების საბჭოს წევრი და შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ […]

გიორგი ბადაშვილი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი მთავარი პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. მთავარი პროკურორის მოადგილის დანიშვნის ბრძანებას ხელი დღეს მოეწერა. გიორგი ბადაშვილი 1981 წელს ქ. თბილისში დაიბადა. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. გიორგი ბადაშვილმა კარიერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო […]

კახა ოქრიაშვილი დავით სერგეენკოს 50 მილიონს სთხოვს

სახელისუფლებო გუნდში ახალი დაპირისპირება იწყება. დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი ჯანდაცვის მინისტრის წინააღმდეგ ილაშქრებს და მას ბიზნესში ჩარევაში ადანაშაულებს. კანონმდებლისა და ფარმაცევტის რისხვა მინისტრმა წამლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებზე გაკეთებული განცხადების გამო დაიმსახურა. დავით სერგეენკოს თქმით, ფარმაცევტულ კომპანიებს შესაძლოა კლინიკისა და სადაზღვევო კომპანიის მართვის უფლება აღარ ჰქონდეთ. მინისტრის განმარტებით, ქართულ მხარეს ასეთი რჩევა ევროპელებმა მისცეს. კახა ოქრიაშვილი […]

გიორგი ბადაშვილი შოთაძის ახალი მოადგილე გახდება

თეა წულუკიანის ბრძანებით, მთავარი პროკურორის მოადგილეების რაოდენობა გაიზარდა. ბრძანება საკანონმდებლო მაცნეში უკვე გამოქვეყნდა: – საქართველოს მთავარი პროკურატურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2013 წლის 10 ივლისის №38 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11/07/2013, სარეგისტრაციო კოდი: 110060010.22.027.016439) დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მთავარ პროკურორს ჰყავს პირველი მოადგილე და სამი მოადგილე, […]

ზაალ უდუმაშვილი – თბილისის მერობის კანდიდატი

ცნობილი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ზაალ უდუმაშვილი ჟურნალისტიკას ტოვებს და პოლიტიკაში ინაცვლებს. უდუმაშვილი სავარაუდოდ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს და ის 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მერობის ერთ-ერთი კანდიდატი იქნება. თავად უდუმაშვილი ამ ინფორმაციას ჯერჯერობით ოფიციალურად არ ადასტურებს. ის ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

“მრეწველები” “ოცნებაში” ბრუნდებიან?

საპარლამენტო არჩევნებიდან მოკლე ხანში კოალიცია “ქართული ოცნებიდან” გამოყოფილმა მრეწველთა პარტიამ პოლიტიკური ტაიმაუტი აიღო. პოლიტიკიდან დროებით გაქრნენ მისი ლიდერებიც – გოგი თოფაძე და ზურაბ ტყემალაძე. 2016-2020 წლების მოწვევის პარლამენტის შეკრებიდან მოკლე ხანში გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მრეწველები ისევ “ოცნების” წიაღში დაბრუნდებოდნენ. საპარლამენტო არჩევნებზე ისინი ოპოზიციური ფლანგიდან მონაწილეობდნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ მათმა კანდიდატმა მოიგო ოპოზიციიდან […]