პრეზიდენტს აქვს მექანიზმი, დანიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები, რომელიც შემოდგომაზე, ადგილობრივი არჩევნების პარალელურად ჩატარდება და ყველა მათ გადაწყვეტილებას “ფარატინა ქაღალდად” გადააქცევს – აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი. ხუხაშვილმა “პირველ რადიოსთან” პარლამენტის თავმჯდომარის მორიგ ბრალდებაზე ისაუბრა, რომელიც კობახიძემ მარგველაშვილისა და მისი ადმინისტრაციის მისამართით გააკეთა და პრეზიდენტი საკონსტიტუციო პროექტის განხილვის მიმდინარეობისას, დესტრუქციულ ქმედებებში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. გია ხუხაშვილი ამბობს, […]
კატეგორია: პოლიტიკა
“ქართული ოცნება” ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ – რა მოხდა მუხრანში
მუხრანში, საპარლამენტო უმრავლესობის გასვლითმა სხდომამ ცხარე დისკუსიის ფონზე ჩაიარა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უმრავლესობის გასვლითი სხდომის ერთ-ერთმა მონაწილემ განუცხადა. მისი ინფორმაციით, სხდომაზე ”ქართული ოცნების” წევრების მთავარი კრიტიკის ობიექტი პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე იყო. შეხვედრაში, პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის გარდა, მინისტრთა კაბინეტის თითქმის სრული შემადგენლობა იღებდა მონაწილეობას. როგორც საპარლამენტო კულუარებში აღნიშნავენ, მწვავე დისკუსია საკონსტიტუციო ცვლილებებით დაგეგმილმა მაჟორიტარული […]
სირიაში მუხმად ბაღაკაშვილი დაიღუპა
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. გაზეთ “კვირის პალიტრის” ჟურნალისტის, ნინო ბურჭულაძის ინფორმაციით, დაღუპული პანკისის ხეობის სოფელ ქორეთში მცხოვრები, 25 წლის მუხმად ბაღაკაშვილია. მისივე ცნობით, ბაღაკაშვილი სავარუდოდ, ორი კვირის წინ დაიღუპა, თუმცა ამის შესახებ დღეს გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, მუხმად ბაღაკაშვილი ავიაიერიშების დროს დაიღუპა.
ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული “ინტერპრესნიუსს” ბოძაშვილმა დაუდასტურა. მან თანამდებობის დატოვების კონკრეტულ მიზეზებზე არ ისაუბრა, თუმცა, როგორც ცნობილია, ლევან ბოძაშვილი არ შეურთდა უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებულ კომუნიკეს. კომუნიკეს, რომელიც ეროვნული უშიშროების საბჭომ დღეს გაავრცელა, დავით რაქვიაშვილის ყველა მოადგილის ხელმოწერა ჰქონდა, ბოძაშვილის გარდა.
ფარცხალაძის გუნდი ხელისუფლებიდან მიდის
ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის 22 მაისს დაწყებული შერკინება იმაზე უფრო ხმაურიანი გამოდგა, ვიდრე ეს ვინმეს ეგონა. ფარცხალაძესთან ერთად თორდია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მიხეილ ჩოხელსაც ეკვეთა. რამდენიმე დღის წინ ჩოხელმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, გუშინ, 4 ივნისს კი თანამდებობა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა გიორგი ბადაშვილმა დატოვა. ჩოხელი, […]
დავით ნარმანია: „ჩემთან დაკავშირებით ძალიან საინტერესო გადაწყვეტილებებს ველოდებით“
– კახა კალაძე არის ჩემი მეგობარი და თუ მერის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა დადგება, მას ექნება ჩემი სრული მხარდაჭერა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა. ნარმანია ადასტურებს, რომ ამ საკითხზე კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. – როგორც თქვენთვის ცნობილია მიმდინარეობს კონსულტაციები. როგორც კი დასრულდება, შედეგები თქვენთვის ცნობილი იქნება. წინასწარი განცხადებებისგან და […]
თბილისში მცხოვრებ აზერბაიჯანელ აქტივისტ ვიდადი ისკანდერლის მოკვლით დაემუქრნენ – “აზერბაიჯანში აჯანყების მოწყობას მაბრალებენ”
საქართველოში თავშესაფრის მქონე აზერბაიჯანელი აქტივისტის ვიდადი ისკანდერლის განცხადებით, 3 ივნისს მას საცხოვრებელ სახლთან ორი პირი დახვდა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. ისკანდერლის თქმით, მან თავდამსხმელებისგან თავის დაღწევა გაქცევით შეძლო. – დაახლოებით 16:30 საათზე სახლიდან გამოვედი, კიბეებზე ჩამოვდიოდი და დავინახე, ორი ადამიანი მელოდებოდა. ერთ–ერთი მათგანი ვიცანი, აზერბაიჯანელია და თებერვალშიც დამესხა თავს. ამიტომ უკან, სახლისკენ გავიქეცი. დამედევნენ, მაგრამ […]
“ხელისუფლება გუგულის კვერცხებით არის სავსე”
– 1990 წლიდან მოყოლებული დღემდე საქართველოს ხელისუფლებაში მრავლად არიან გუგულის კვერცხები. მხედველობაში მყავს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ ჩანერგილი ხალხი. მათი დახმარებით ჩვენი მეზობელი სახელმწიფო შეეცდება, საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინოს, – განუცხადა „ახალ თაობას“ ზაალ კასრელიშვილმა. კასრელიშვილის აზრით, გუგულის კვერცხებს ხელისუფლებაში სერიოზული გავლენები აქვთ და სერიოზული პატრონებიც ჰყავთ. – იმისთვის, რომ საქართველომ ნორმალური განვითარება შეძლოს, ხელისუფლება მოღალატეებისგან […]
რა კავშირი აქვს ქობულეთის ტრაგედიასთან მოსამართლე ჩინჩალაძეს – მამუკა ახვლედიანი სკანდალური დეტალებს ჰყვება
2015 წელს, ქობულეთის სასტუმროში მომხდარს ხანძარს, რომელსაც ბავშვების სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 წლის თავზე, კიდევ ერთი ტრაგედია მოჰყვა. სასტუმროს მეპატრონემ, ზაზა ართმელიძემ სასტუმროს დამწვარ შენობაში თავი მოიკლა. სასტუმრო “არმაზის” გარდაცვლილი მფლობელის ადვოკატი ,,ნიუპოსტთნ“ აცხადებდა, რომ პროკურატურამ რეალური დამნაშავის ვინაობა ვერ დაადგინა და ზეწოლას ართმელაძეზე ახდენდა. საქმესთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი ,,პოსტსკრიპტუმთან“ახალ სკანდალურ დეტალებს […]
ვოლსკი: “ქართული ოცნების” კანდიდატი თბილისის მერად კახი კალაძე იქნება”
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მუხრანში “ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წარმომადგენელთა შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განხილული საკითხების შესახებ ილაპარაკა. მათ შორის, მმართველი პარტიის თბილისის მერობის კანდიდატზე. – ვფიქრობთ, რომ კახა კალაძე იქნება თბილისის მერობის კანდიდატი, ამაზე კონსულტაციები საკმაოდ პოზიტიურ ფორმატში მიმდინარეობს, – განაცხადა ვიცესპიკერმა და იქვე განმარტა, რომ გუნდს ამ პოზიციაზე სხვა ალტერნატიული წინადადებები არც განუხილავს. მისი თქმით, ამ […]










