_ დავით სერგეენკომ, როგორც კი მინისტრი გახდა, სწორად შეარჩია ის ნიშა, სადაც მას წარმატება გარდაუვლად ელოდა. რეალურად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რამდენიც უნდა ისაუბრონ ნაციონალებმა თუ სხვებმა, მაინც იყო წარმატებული პროექტი. ასეთი პროექტი არც ერთი მიმართულებით არ განხორციელებულა, მართალია, ის დახვეწას საჭიროებს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ მუშაობს, – აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე. მისი აზრით, ეს […]
კატეგორია: პოლიტიკა
„რეიტინგებში მარგველაშვილის პირველობა აბსურდია“
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვას არ ენდობა მემარცხენე ალიანსის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი. _ ეს შედეგები ვერ იქნება დამაჯერებელი. ენდიაის თბილისის ორგანიზაციას არაერთხელ გამოუქვეყნებია საეჭვო შედეგები. იმ გამოკითხვებში მონაწილეობდნენ ნაცმოძრაობის მხარდამჭერები. აირაის ბოლო კვლევა და მისი მონაცემებიც არ იწვევს ნდობას. ხალხში უკვე გაჩნდა ისეთი შეგრძნება, რომ აშშ-ში ყველა სტრუქტურა, მთელი პოლიტიკური ელიტა ნაციონალური მოძრაობის […]
თამაზ შოშიაშვილი: ”ნარმანია სასამართლოში უნდა დაიკითხოს ნაზღაიძის საქმეზე”
თბილისის საკრებულოს ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის _ თბილისის წევრი, თამაზ შოშიაშვილი, მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემის საკითხზე დედაქალაქის მერის დაკითხვას ითხოვს. _ ჩვენ ვთვლით, რომ ყველა ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ გაირკვეს, რატომ მოხდა ეს კორუფციული გარიგება, ვისი დავალებით მოხდა. დავით ნარმანია უნდა დაიკითხოს სასამართლოში აუცილებლად, უპირველესი და უმნიშვნელოვანესი საკითხი 11 აპრილის სხდომაზე […]
„ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიება სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ ჩაფარცხა“
პირველი პრეზიდენტის მკვლელობიდან 24 წელი გავიდა. სააკაშვილის დროს ამ საქმის გამოძიება თითქოს დაიწყო, მაგრამ ბოლომდე არ მივიდა. ეს ხელისუფლება საერთოდ არაფერს აკეთებს ამ მიმართულებით. ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ზაალ კასრელიშვილი „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ამ საქმის გამოძიება სასიცოცხლოდ აუცილებელია ქართული სახელმწიფოსთვის. თუ გვინდა, რომ მომავალ თაობებში მითქმა-მოთქმა, ზიზღი და დაპირისპირება არ იყოს, მათ უნდა იცოდნენ სიმართლე. […]
შალვა შავგულიძე: „კონსტიტუცია ყანა არ არის, რომ გადავთელოთ“
ოპოზიციამ 15 აპრილამდე მოსთხოვა ხელისუფლებას კონსტიტუციის ცვლილებების სამუშაო ვარიანტის გამოქვეყნება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ თუ განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებები დამაზიანებელი იქნება ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საკონსტიტუციო კომისიას დატოვებენ. თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე შალვა შავგულიძე „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ნეგატიურ შედეგზე პასუხისმგებლობას არ აიღებენ. – ოპოზიციის პროტესტი იქნება კავშირში სწორედ საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილებასთან. ძირეული საკითხი პრეზიდენტის უფლებამოსილებებია, მაგრამ ასევე […]
აფხაზეთის ახალ პარლამენტს ვერც ხაჯიმბა გააკონტროლებს და ვერც ანქვაბი
ანექსირებული აფხაზეთის მეექვსე მოწვევის პარლამენტში, ორი ტურის შედეგების მიხედვით, 34 დეპუტატი აირჩიეს. 35-ე დეპუტატს მაისში განმეორებითი კენჭისყრისას აირჩევენ. არჩევნები მაჟორიტარული წესით ჩატარდა. არჩეულებიდან 31 აფხაზია, 3 _ სომეხი. როგორც მოსალოდნელი იყო, პარტიების მიერ დასახელებულმა კანდიდატებმა დიდი წარმატება ვერ მოიპოვეს. სახელისუფლებო სახალხო ერთიანობის ფორუმის გარდა, არჩევნებში კიდევ სამი პოლიტიკური ორგანიზაცია მონაწილეობდა _ ამცახარა, აინარი, ასევე სახალხო […]
IRI-ის კვლევა: ქართული ოცნება – 26%, ნაციონალური მოძრაობა – 15%
,,კურიერისთვის” ცნობილი ხდება ამერიკის საერთაშორისო რესპულიკური ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ახალი სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები. ცნობილია, რომ კვლევის სრული ვერსია ოფიციალურად ორშაბათს გასაჯაროვდება. გავრცელებული ცნობით, IRI-მ კვლევები თებერვლის ბოლოდან მარტის დასაწყისში ჩაატარა. კითხვაზე, შემდეგ კვირას რომ არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მიცემდით ხმას – შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: ქართული ოცნება – 26 %. ნაციონალური მოძრაობა – 15 % ევროპული საქართველო -7 […]
IRI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსებს შორის რეიტინგით გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს
წინასწარი ინფორმაციით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მორიგი სოციოლოგიურ კვლევაში პოლიტიკოსებს შორის რეიტინგში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს. გამოკითხვის მიხედვით, გიორგი მარგველაშვილს 67% აქვს. მეორე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოა 65%-ით. საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს – 55% აქვს. მეოთხე ადგილზეა ,,ევროპული საქართველოს” ლიდერი დავით ბაქრაძე 50%- ით. IRI-მ მორიგი სოციოლოგიური გამოკითხვა ჩაატარა, რომელიც 3 აპრილის გამოქვეყნდება.
მარგველაშვილი ვილნიუსში გრიბაუსკაიტეს შეხვდა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა, საქართველოს ვიზალიბერალიზაციის პროცესში აქტიური მონაწილეობა და მხარდაჭერა. ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელთა შესახებაც ვილნიუსში, ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ლიტვის პრეზიდენტსა და ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა. _ საქართველო ყოველდღიურად გრძნობს ლიტვის ხელისუფლების და ლიტველი ხალხის თანადგომას. დღევანდელი ვიზიტიც სწორედ ამ განსაკუთრებული მეგობრობის […]
„გივი თარგამაძე სააკაშვილს დააჭერინებს“
რატომ დააკავეს უკრაინის ყოფილი მაღალჩინოსანი, რისთვის ემზადება უკრაინის მთავარი პროკურატურა, რა მასალები ჩაიტანა გივი თარგამაძემ კიევში? _ ამის შესახებ „ახალ თაობას“ სამხედრო ექსპერტი ტრისტან წითელაშვილი ესაუბრება. _ გივი თარგამაძის მიწოდებული მასალები უკრაინის პროკურატურას სერიოზულად დაეხმარება. იქ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ გასულ წელს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. რამდენიმე თვის წინ ვთქვი, რომ მას ძალიან მალე […]










