კატეგორია: პოლიტიკა

„ოცნებას“ პრეზიდენტად რობოტის დასმა უნდა“

 როგორი უნდა იყოს პრეზიდენტი. არის თუ არა მარგველაშვილი ქარიზმატული და იმსახურებს თუ არა „ოცნების“ კრიტიკას? ამ კითხვებზე ექსპერტები თითქმის ერთ აზრზე თანხმდებიან. _ ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე არაქარიზმატული ლიდერები მრავლად არიან. სინამდვილეში ისინი ჩვეულებრივ პაიკებს წარმოადგენენ, რომლებსაც ვიღაც ამოძრავებს. სახელებს და გვარებს შეგნებულად არ დავასახელებ, გიორგი მარგველაშვილის ქარიზმა არ არის კლასიკური პოლიტიკოსის ქარიზმა. ის არც […]

რა ინფორმაციებს უმალავენ ივანიშვილს

– რამდენიმე სანდო წყარომ მომაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დინამოს სტადიონის სიახლოვეს მდებარეობს ღამის კლუბი, სადაც ლეგალურად იყიდება სინთეტიკური ნარკოტიკები. იგივე ვითარებაა რუსთაველის მეტროსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბშიც. ამ სინთეტიკური ნარკოტიკებით ჩვენი ახალგაზრდობა იწამლება და რამდენიმე მათგანი დაიღუპა კიდეც, _ აცხადებს სანდრო ბრეგაძე. მისივე განცხადებით, განსაკუთრებული ყურადღება დინამოსთან ახლოს მდებარე ღამის კლუბს უნდა მიექცეს. მას […]

ირაკლი კობახიძე: „პრეზიდენტზე არაფერი მითქვამს“

ირაკლი კობახიძის მტკიცებით, განცხადება, რომ ქვეყანას ქარიზმატული და სოფელ-სოფელ მოსიარულე პრეზიდენტი არ სჭირდება, არ გაუკეთებია. – მსგავსი არაფერი თქმულა დღევანდელ კონფერენციაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კონფერენციაზე „საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში” კობახიძემ განაცხადა, რომ ქვეყანას სჭირდება აკადემიური პრეზიდენტი, პოლიტიკურმა პროცესებმა უნდა გადაინაცვლოს კულუარებში და ქვეყანას არ […]

„ღარიბაშვილი ხიდაშელი-უსუფაშვილის ინტრიგებს შეეწირა“

მთავრობის ყოფილი წევრი სანდრო ბრეგაძე აცხადებს, რომ საკუთარი თვალით უყურებდა მინისტრების ერთმანეთთან დაპირისპირებას. სანდრო ბრეგაძე: _ თავიდანვე ებრძოდნენ ერთმანეთს. სასწაული რამეები ხდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი შეეწირა ამ ინტრიგებს. მისი პრემიერობიდან გადაყენება არც ნაციონალური მოძრაობის და არც სხვა ოპოზიციური პარტიის მიერ წარმოებული კამპანიის შედეგად არ მომხდარა. მის წინააღმდეგ შავი პიარი დაიწყო თავად ხელისუფლებამ. მის წინააღმდეგ ინტრიგები მინისტრთა […]

„კალაძის წინააღმდეგ ერთ-ერთი მინისტრი კომპრომატებს უკვეთავს“

სანდრო ბრეგაძემ სოციალურ ქსელში  გააკეთა  სკანდალური განცხადება იმის შესახებ, რომ მთავრობის ერთ-ერთი წევრი კახა კალაძის წინააღმდეგ კომპრომატების გამოქვეყნებას ითხოვს. – რამდენიმე წლის მანძილზე მეც ამ მთავრობის წევრი ვიყავი. ძალიან კარგად ვიცი, რა შიდა ბრძოლები მიმდინარეობს მთავრობაში. მე მაჩვენეს მიმოწერა, სადაც ნათლად ჩანს, რომ მთავრობის ერთი წევრი კონკრეტული ბიზნესმენის დავალებით იძლევა შეკვეთას. ის ითხოვს, რომ ვიცე-პრემიერზე […]

ჯაბა სამუშია: ,,ვინც 2 ბინას მიპოვის, ვაჩუქებ”

,,ახალი საქართველოსა” და ,,მედიატორის” კვლევის თანახმად, საკრებულოს დეპუტატს, ჯაბა სამუშიას დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული, მისი ოჯახის კუთვნილი ქონება სრულად არ არის დაფიქსირებული. პრეტენზიებს მიუღებელსა და სულელურს უწოდებს ჯაბა სამუშია. ,,ახალ თაობასთან” საუბარში დეპუტატი კვლევის ავტორებს წერა-კითხვის შესწავლისკენ მოუწოდებს. ჯაბა სამუშია: _ ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში ყველაფერი წესრიგშია. პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ მათ წერა-კითხვა არ იციან. […]

თბილისის საკრებულოში 13 მილიონერი დეპუტატია

დედაქალაქის საკრებულოს მილიონერი დეპუტატების სია ,,ახალი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა. მისი თქმით, კვლევის პერიოდში შესწავლილ იქნა საკრებულოს 50 დეპუტატის ქონებრივი დეკლარაცია. _ ირკვევა, რომ დედაქალაქის საკრებულოში 13 მილიონერი დეპუტატია. მილიონერებს შორის პირველ ადგილს იკავებს ,,ქართული ოცნების” წევრი თამარ ტალიაშვილი 3.383.989 ლარით. მას მოსდევს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი ილია ჯიშკარიანი 3.349.705 ლარით. ,,ქართული ოცნების” წევრი […]

„ოთახში ვყავართ ჩაკეტილი, სადაც ძაღლებსაც კი არ შეყრიან“ – ისრაელის აეროპორტში საქართველოს მოქალაქეებს საზღვარზე არ უშვებენ

ისრაელში მოსალოცად ჩასული საქართველოს მოქალაქეები აეროპორტში ოთახში ჰყავთ ჩაკეტილი და გასვლის საშუალებას არ აძლევენ. აეროპორტში იმყოფებიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ქრონიკა“ ავრცელებს. ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქმის კურსშია და დეტალებს აზუსტებს. _ ისრაელში ჩამოვფრინდით 27-ში, 9:30 საათზე ადგილობრივი დროით. მოსალოცად ვართ ჩამოსულები და თუ ვინმე ქართველი იყო ჩვენს თვითმფრინავში, ყველა ვართ რაღაც ოთახში, […]

რა გზით ჩაერევა რუსეთი საქართველოს არჩევნებში

ევროკავშირის მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გაიმარჯვებს საფრანგეთისა და გერმანიის არჩევნებში. ბრიტანული „ეკონომისტის სიტყვებით, თუ საფრანგეთის პრეზიდენტი გახდება ემანუელ მაკრონი, ხოლო გერმანიის კანცლერი _ ისევ ანგელა მერკელი ან მარტინ შულცი, ევროპული თანამეგობრობა ძლიერი ხელმძღვანელობის ხელში აღმოჩნდება. ამ შემთხვევაში ევროკავშირი შენარჩუნდება. თუმცა, ის დაიშლება იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური კრიზისის შედეგად ევრო ისევ მერყეობას დაიწყებს, ან რომელიმე […]

საქართველო ევროპაა!

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას ვიდეომიმართვაში ეხმაურება. _ ქართველო მეგობრებო, გილოცავთ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის ამოქმედებას. თქვენ ეს დაიმსახურეთ და დიდხანს ელოდით ამას. დღეიდან მეტი ევროპა იქნება საქართველოში და მეტი საქართველო ევროპაში. საქართველო ევროპაა, – განაცხადა მან. 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა. უვიზო რეჟიმი გულისხმობს […]