პატრიოტთა ალიანსი პარლამენტში დამატებით ადგილებს ითხოვს. პარტიაში განმარტავენ, რომ მათ საკანონმდებლო ორგანოში კიდევ 4 ადგილი ეკუთვნის. _ დეპუტატების მანდატების გადანაწილება არასწორად მოხდა. ჩვენ პარლამენტში 10 კაცით უნდა ვიყოთ წარმოდგენილი. ჩვენი ადგილები ნაციონალებმა და „ოცნებამ“ გადაინაწილეს. ამ ადგილების მოპოვებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ. ახლა საკონსტიტუციოში გვაქვს სარჩელი შეტანილი და ვეჭვობთ, რომ ვერც აქ დავამტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, _ აამბობს […]
კატეგორია: პოლიტიკა
„მარგველაშვილი „ოცნებას“ 5:0-ს უგებს“
_ მარგველაშვილის პოლიტიკური კაპიტალი, რეალურად ერთადერთი მაგისგან შედგება, რომ „ოცნება“ ლანძღავს. რაც უფრო მეტს გალანძღავენ, საზოგადოების იმ ნაწილში, ვისაც „ოცნება“ არ მოსწონს, მარგველაშვილი უფრო პოზიტიურად წარმოჩნდება, – ასე ააფასებს კახა კუკავა პრეზიდეტს. „ახალი თაობის“ კითხვაზე – პრეზიდენტის ხშირმა ვეტოებმა „ქართული ოცნება“ მოთმინებიდან ხომ არ გამოიყვანა – კუკავა პასუხობს: _ აბსოლუტურად არ არის ეს ხშირი ვეტოები. […]
კახა კუკავა: „ოცნება“ ორ წელიწადში ისტორიას ჩაბარდება“
_ ყველა, ვისაც მცირეოდენი გამოცდილება მაინც აქვს, ზუსტად ხედავს, რომ საქართველოში ივანიშვილის ეპოქა დასრულებულია. შესაძლოა კიდევ ორი წელი გასტანოს, ორ წელიწადში ისტორიას ჩაბარდება, მას არ აქვს მომავალი. მალე საქართველოს მოსახლეობა დაიყოფა 2 ნაწილად _ ნაქოცარები და მთელი დანარჩენი მოსახლეობა, – აცხადებს „ახალ თაობასთან“ „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა. მისი აზრით, დაიწყება ყველა იმ ადამიანზე პოლიტიკური […]
მამუკა გამყრელიძე: „ნიკა გვარამიამ ფარსი გაითამაშა”
მამუკა გამყრელიძეს გია ყარამანიშვილთან დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებს და მის პოზიციასაც იზიარებს. _ ძმების შეთავაზება საინტერესო წინადადება იყო, დანარჩენი კი ნელ-ნელა გამოჩნდება და გამოიკვეთება. იყო უცნაური წინადადებები „რუსთავი 2“-ის მხრიდან, რომ ნაწილისთვის მიეცათ ეს აქციები და არა ყველასთვის. ალბათ, ამაზეც ჩამოყალიბდებიან, _ განაცხადა „ახალ თაობასთან“ მამუკა გამყრელიძემ. მისი განცხადებით, „რუსთავი 2“-ის წილების პირდაპირ ეთერში გადანაწილება […]
ვინ მუშაობს ივანიშვილის ზურგს უკან ნაცმოძრაობის ინტერესებზე
ნაცმოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებული მირიან მირიანაშვილი აცხადებს, რომ ქვვეყნიდან გატანილ მილიონებზზე სააკაშვილმა პასუხი უნდა აგოს. _ სააკაშვილს დღემდე არ მოსთხოვეს პასუხი უმძიმეს დანაშაულებზე, ქვეყნიდან გატანილ მილიონებზე. მას რამდენიმე პიჯაკზე მოედავნენ. ბოლო დროს ამ ყველაფერმა კომიკური სახე მიიღო. ხელისუფლებას ვერ გაუგია, რომ ეს ხალხის აღშფოთებას იწვევს. პირადად მე ბევრი მომიწოდებს, განვაახლო სასამართლო პროცესი ნაცმოძრაობის ლიდერებთან პარტიის გამო. […]
კვირიკაშვილი მიდის. წულუკიანს, ჯეჯელავას, ქუმსიშვილსა და მღებრიშვილს ხსნიან
,,ოცნებაში” კვირიკაშვილის პოზიციები სერიოზულად არის შერყეული. ხელისუფლებაში მის კადრებს უკვე ეჭვის თვალით უყურებენ. _ ,,ოცნებას” პარლამენტში 117 დეპუტატი ჰყავს და აქედან მხოლოდ 2 _ ბიძინა გეგიძე და ლევან გოგიჩაიშვილი ითვლებიან პრემიერის გუნდის წევრებად, _ ამბობს ლადო სადღობელაშვილი. მისი თქმით, ახლო მომავალში პრემიერის კადრები კიდევ უფრო მძიმე დღეში აღმოჩნდებიან, რადგან მთავრობის მეთაური წასვლას აპირებს. _ რამდენადაც ჩემთვის […]
,,ოცნება” თბილისის მერის პოსტზე კახა კალაძეს წარადგენს
_ კალაძე რომ ,,ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი იქნებოდა, ამის შესახებ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ვთქვი ,,ახალ თაობასთან” საუბარში. მაშინ საუბრობდნენ მამუკა ხაზარაძეზეც, მაგრამ მისი კანდიდატურა ჩააჩოჩეს და მხოლოდ იმიტომ, რომ ის კვირიკაშვილის კადრად მოიაზრებოდა, _ განაცხადა ,,ახალ თაობასთან” საუბარში ლადო სადღობელაშვილმა. მისი თქმით, მერობის კანდიდატის შერჩევისას საბოლოო სიტყვას ივანიშვილი იტყვის. _ კალაძის მიმართ ჩემი […]
ირაკლი ალადაშვილი: “თუ შენს არმიას არ გადაუხდი, მოგიწევს სხვისი არმიისთვის გადახდა”
ირაკლი ალადაშვილი, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ ”არსენალის” მთავარი რედაქტორი ”ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ უნდა მოვძებნოთ სახსრები, რათა სათანადო დონის რეზერვი შევქმნათ. _ ბატონო ირაკლი, თავდაცვის სამინისტრომ სარეზერვო სამსახურის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. საუბარია ახალი ტიპის სარეზერვო სამსახურის შექმნაზე, რომელიც იქნება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადი. რამდენად არის საჭირო სარეზერვო სამსახური? _ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც თავის თავს პატივს სცემს და […]
შოთა მალაშხია: ”კვირიკაშვილი შეიძლება განტევების ვაცი აღმოჩნდეს”
“ახალი თაობა” ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე ქრისტიან-კონსერვატიული პარტიის ლიდერ შოთა მალაშხიას ესაუბრა. _ არაოფიციალური ინფორმაციით, პრემიერი კვირიკაშვილი მალე ღარიბაშვილის ბედს გაიზიარებს და მას მიჰყვება იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი. თუ ეს ასე მოხდა, რითი აიხსნება? _ არ არის გამორიცხული, რომ ეს ასეც მოხდეს. ყველაფერი იქნება ისე, როგორც ივანიშვილი გადაწყვეტს. მან ქვეყანა გადააქცია შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებად, საკუთარი მომსახურეობის […]
”ტრამპიც და სააკაშვილიც ალფა მამრები არიან” _ ექიმის დიაგნოზი
დონალდ ტრამპის და მიხეილ სააკაშვილის საერთო თვისებებზე საინტერესო მოსაზრებებს გამოთქვამს აშშ-ში მცხოვრები ქართველი ექიმი კონსტანტინე ძამაშვილი. აი, რა წერს ის ფეისბუქში: _ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო ერთ ძალიან საინტერესო, პარადოქსულ მოვლენას. ქართულ საზოგადოებაში არის არცთუ ისე მცირერიცხოვანი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც სიგიჟემდე უყვართ სააკაშვილი, და ასევე სიგიჟემდე ჭირივით ეჯავრებათ ტრამპი. ეს ცოტა ძნელად ასახსნელი პარადოქსია, იმიტომ, რომ […]









