საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის ირმა ინაშვილის თქმით, პატრიოტთა ალიანსი პრეზიდენტის ვეტოს მხარს უჭერს. ინაშვილის განცხადებით მათ ე.წ მოსმენების კანონის წარმოდგენილი ვარიანტისთვის არცერთ მოსმენაზე მხარი არ დაუჭერიათ და შესაბამისად არც პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაში მიიღებენ მონაწილეობას. _ „საქართველოს პატრიოტები“ კონცეპტუალურად არ ვეთანხმებით წარმოდგენილ კანონს, ჩვენ არ დაგვიჭერია მხარი არცერათი მოსმენისაას შესაბამისად ჩვენ მხარს დავუჭერთ პრეზიდენტის ვეტოს, თუმცა კარგად […]
კატეგორია: პოლიტიკა
პრეზიდენტმა მარგველაშვილმა მოსმენების კანონპროექტს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს ვეტო დაადო. ამის შესახებ განცხადება ავლაბრის სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე თავად პრეზიდენტმა გააკეთა. შესაბამისად, მოსმენების კანონი პარლამენტს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნდება. მარგველაშვილი ვეტოს დადებას ორი ძირითადი ხარვეზით ხსნის. მისი თქმით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონპროექტების პაკეტი ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ასევე, გაუმართლებელ ხარჯებს ითვალისწინებს. _ მე დღეს მოტივირებული შენიშვნებით ვუბრუნებ […]
შალვა ხაჭაპურიძე: `,,გასწავლით, როგორ დაიცვათ თავი ნარკოტიკის ჩადებისგან”
საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ „ახალი თაობის” კითხვებს ადვოკატი, უფლებადამცველი შალვა ხაჭაპურიძე პასუხობს. _ ეს სტატია უნდა წაიკითხოს ძალიან ბევრმა ადამიანმა, მათ შორის მათ, ვინც ფიქრობს, რომ ჩაუდეს ნარკოტიკი. მე მათ ვასწავლი, როგორ დაიცვან თავი ამ ჩადებებისგან, _ აცხადებს ხაჭაპურიძე. მისი განცხადებით, ადამიანის დაკავებისას ირღვევა ყველა პროცედურული ნორმა. – ინფორმაციის პატაკს წერს პოლიციელი, რომ მიიღო ინფორმაცია. […]
კალაძე, ნარმანია, ხოშტარია, ელისაშვილი – ვინ იბრძოლებს თბილისის მერობისთვის
რამდენიმე თვეში საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. მთა-ვარი ყურადღება, როგორც წესი, დედაქალაქისკენ არის მიმართული. აქედან გამომდი-ნარე, პარტიები განსაკუთრებული მონდომებით არჩევენ თბილისის მერობის კანდიდა-ტებს. ამ მხრივ ყველაზე თადარიგიანი მმართველი პარტია აღმოჩნდა. აქ თბილისის მერობის კანდიდატის შერჩევა საპარლამენტო არჩევნებამდე დაიწყეს. მაშინ ამბობდნენ, რომ მოქმედი მერი დავით ნარმანია გადადგებოდა. მაშინ გადადგომის სანაცვლოდ ნარმანიამ საარჩევნო სიის პირველ ათეულში მოინდომა ჩასმა. […]
ხელისუფლება იმართება შუშის კოლბიდან
მმართველი გუნდის საიდუმლო მიმოწერაზე, რომელიც “პოსტსკიპტუმმა” გაასაჯაროვა, შეფასებებს ოპოზიციის წევრები აკეთებენ. ნაციონალურ მოძრაობაში არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებენ ყურადღებას და აღნიშნავენ, რომ ხელისუფლება ბიძინა ივანიშვილის მითითებას ასრულებს. _ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი უმრავლესობა, ხელისუფლება იმართება ერთი ცენტრიდან და შუშის კოლბიდან, ივანიშვილის მიერ და ის აძლევს ყველას ბრძანებებს, რა უნდა ილაპარაკოს, როგორ უნდა ილაპარაკოს, ამას […]
საია: ,,მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა 13 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა”
საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევა: _ 28-ჯერ უფრო ძვირად ჩამორთმეული ქონება“ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზვიად ნაზღაიძისათვის გადაუდებელი საზოგადოებრივი საჭიროების სახელით ჩამორთმეული და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონების სამართლებრივ […]
კოკოითი ცხინვალში მიტინგს მართავს
ამ წუთებში ოკუპირებული ცხინვალის ცენტრში ყოფილი დეფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი 300-კაციან მიტინგს მართავს. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, კოკოითი ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლითაც მას დეფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის რეგისტრაციაზე უარი ეთქვა. ცნობილია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობით, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილება ვერ შეიცვლება, რადგან საბოლოოა. კოკოითი და მისი გუნდი ამ გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს. […]
ნინო ბურჯანაძე: ”სახელმწიფო გვინდა თუ საფეოდალო?”
_ ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ სახელმწიფოებრიობის ნიშნებს. ასე გამოეხმაურა ნინო ბურჯანაძე საკონსტიტუციო კომიისის ინიციატივას პრეზიდენტის არჩევნის წესთან დაკავშირებით. _ დიდი გულისტკივილით მინდა აღვნიშნო, რომ ასეთი სამარცხვინო ვითარება არც ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ არის. საუბარი აღარ მაქვს განვითარებულ დასავლურ ქვეყნებზე, რომლებსაც ვედრებით, _ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. მისი თქმით, არც ერთ ამ სახელმწიფოში ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა არ არის. […]
კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებს ხვდება. შეხვედრა დეპუტატებთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან, კაჭრეთში, სასტუმრო ,,ამბასადორში” არაფორმალურ გარემოში მიმდინარეობს. შეკრება მედიისთვის დახურულია. უმრავლესობის წევრების თქმით, შეხვედრაზე მიმდინარე საკითხები განიხილება. პირველი რადიო
ბერა ივანიშვილი: „სამარცხვინო ტყუილებს მხოლოდ ერთი კატეგორიის ხალხი კადრულობს“
ნაციონალური მოძრაობის წევრის, ნუგზარ წიკლაურის განაცხადებით, შარდენზე კლუბში მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციელების მიერ დაკავებული დაცვის წევრის გათავისუფლება ბერა ივანიშვილმა მოითხოვა, რასაც პოლიციელები არ დაემორჩილნენ, შინაგან საქმეთა მინისტრმა კი მომხდარი ინციდენტის გამო, პოლიციის ცხრა თანამშრომელი უკანონოდ გაათავისუფლა. ბერა ივანიშვილმა ნუგზარ წიკლაურს უპასუხა და გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა. _ მოგესალმებით ყველას, მინდა პასუხი გავცე ჩემზე გავრცელებულ სიცრუეს. ასეთ სამარცხვინო […]










