კატეგორია: პოლიტიკა

პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პარლამენტმა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია. ”ქართული ოცნების” უმრავლესობამ გიორგი მარგველაშვილის შეთავაზებებს მხარი არ დაუჭირა. თავდაპირველად კენჭისყრაზე პრეზიდენტის პროექტი დადგა, რომელსაც 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 86 წევრმა მისცა. ამის შემდეგ პარლამენტის მიერ მიღებულ იმ კანონპროექტს ეყარა კენჭი, რომელსაც პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო. უმრავლესობამ აღნიშნულ პროექტს […]

ნუგზარ წიკლაური: ”ბოლნისის გავლით რუსულ სატვირთოებს მძიმე ტექნიკა გადააქვთ”

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე, ბოლნისის რაიონის გავლით რუსული სანომრე ნიშნების მქონე სატვირთო მანქანებით მძიმე ტექნიკა გადააქვთ. განცხადება ცოტა ხნის წინ ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა გააკეთა. ოპოზიცია ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს. _ ამ წუთებში, ბოლნისის რაიონში რუსული სანომრე ნიშნებით სატვირთო ავტომობილები გადაადგილდება, რომლებსაც შეფუთული და უცხო თვალისთვის შენიღბული ტვირთი გადააქვთ. ვიზუალური დაკვირვებით და დიდი […]

ეკა ბესელიამ გიორგი აბაშიშვილს უვიცი და ბეცი უწოდა

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს საჯარო მოხელის ეთიკის წესების გადაკითხვას ურჩევს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია. მისი თქმით, გიორგი აბაშიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება იყო უპატივცემულობა და გამოხდომა. _ ბატონი აბაშიშვილის განცხადება იყო მორიგი უპატივცემულობა და გამოხდომა, რომელიც პარლამენტის წევრებს ეუბნება, თქვენ კანონებს რომ ცვლითო, პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღეთო, ეს არის სიბეცეც, უვიცობაც, ეს ის ორგანოა, […]

ლევან ჩაჩუა: „აჭარაში საპატრულო სამსახურის უფროსი ნაცმოძრაობის ზონდერია“

„ქართული იდეის“ თავმჯდომარე ლევან ჩაჩუა ბათუმში 11-12 მარტს მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს: _ ეს იყო შეწუხებული ადგილობრივი მოსახლეობის გულწრფელი პროტესტი. მძიმე სოციალური ფონის გარდა, ხალხი წინ აღუდგა უსამართლობასა და განუკითხაობას. მისი განცხადებით,  არ შეიზლება აჭარაში საპატრულო სამსახურის ხელმძღვანელობა ნაცმოძრაობის ზონდერს ჩააბარო. _ პოლიტპატიმარი ფრიდონ მერაბაშვილი გორელია და ეს მისგან ვიცი. ამ ზონდერმა სხვა კუნთმაგარი […]

პუტინმა თიბილოვს მხარდაჭერა გამოუცხადა

9 აპრილს ცხინვალში საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ადგილობრივი და რუსი ექსპერტების განცხადებით, არჩევნებს ის კანდიდატი მოიგებს, რომელსაც რუსეთი დაუჭერს მხარს. ასეთი მხარდაჭერა მოქმედმა პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა მოიპოვა. მას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა არჩევნებში გამარჯვება პირადად უსურვა. ვლადიმერ პუტინისა და თიბილოვის შეხვედრა გუშინ, 21 მარტს გაიმართა. ოსური მედიის ცნობით, რუსთა ლიდერმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ მოსკოვი […]

ემზარ კვიციანი: ,,მოსმენების კანონზე ვეტოს დადება პრეზიდენტს ჩვენ ვთხოვეთ”

რაზე ილაპარაკეს პრეზიდენტთან, აპირებენ თუ არა მასთან თანამშრომლობას, რატომ არის უცნაური 21-ე საუკუნის ქართული პოლიტიკა, ვის არ უნდა ნაციონალების ბოლომდე ჩაძირვა? _ ამ თემებზე ,,ახალ თაობას” პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ემზარ კვიციანი ესაუბრება. _ 21-ე საუკუნის ქართული პოლიტიკა ძალიან გაუგებარი და უცნაურია. აქ ხმამაღლა ერთმანეთს ლანძღავენ, სინამდვილეში კი ერთმანეთთან თანამშრომლობენ. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ არც […]

ცხინვალში კოკოითის ვერ აოკებენ

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, სურკოვის კატეგორიული მოთხოვნის მიუხედავად, ცხინვალში ვითარება ვერ დარეგულირდა. რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი არაფრით არ წყნარდება. მისი აღშფოთების მიზეზი კი ადგილობრივი ცესკო და უზენაესი სასამართლოა. ერთმაც და მეორემაც ნაპრეზიდენტალს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ცესკოს უარით შეურაცხყოფილმა კოკოითიმ სარჩელი უზენაეს სასამართლოში შეიტანა. განაჩენის გამოტანამდე ნაპრეზიდენტალი სასამართლოს შენობას თავის მომხრეებთან ერთად მიადგა. ძალოვანების […]

სანდრო ბრეგაძე: ,,უსუფაშვილი, მარგველაშვილი და ბოკერია მესამე პოლიტიკურ ცენტრს ქმნიან”

  ვინ ქმნის საქართველოში მესამე პოლიტიკურ ცენტრს? ამის შესახებ ,,ახალ თაობას” ეროვნულების ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე ესაუბრება. _ საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის შესაქმნელად ყველაფერი თითქმის მზად არის. გაერთიანება, რომელსაც დავით უსუფაშვილი ქმნის, სერიოზულად იქნება დაფინანსებული. ამ გაერთიანებაში შევლენ არასამთავრობოების ნაწილი, ბოკერია-უგულავას დაჯგუფება და პრეზიდენტი მარგველაშვილი. მარგველაშვილთან თანამშრომლობას რომ აპირებს, ეს ინფორმაცია თავად უსუფაშვილმა დაადასტურა. ამ […]

თინათინ ბოკუჩავა: ,,ქართულ ოცნებას” პრეზიდენტის შენიშვნები არ აინტერესებს”

  ნაციონალური მოძრაობის წევრი, პარლამენტის დეპუტატი თინათინ ბოკუჩავა ,,ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ მოსმენების კანონპროექტზე პრეზიდენტმა ვეტოს დადებით ხელისუფლებას კიდევ ერთი შანსი მისცა. _ სრულებით მოსალოდნელი იყო, რომ პრეზიდენტს ამ კანონპროექტისთვის ვეტო დაედო და კიდევ ერთი შანსი მიეცა საპარლამენტო უმრავლესობისთვის, რომ ამ ფორმით არ მიეღოთ ეს კანონპროექტი, მაგრამ ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ უმრავლესობა მზად არის, […]

”ანას აქვს პრინციპული პოზიცია” _ პრეზიდენტმა შვილის მოსაზრება შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტმა შვილის, ანა მარგველაშვილის, მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა. _ ყოველთვის ასე ვასწავლიდი და საქართველოს ყველა მოქალაქეს და განსაკუთრებით ახალგაზრდებს ვურჩევ, რომ იყვნენ ძალიან პრინციპულები, თუ მათ მიაჩნიათ, რომ მათი ან მათი ახლობლის უფლება ირღვევა. შესაბამისად, ანა არის ზრდასრული მოქალაქე ამ ქვეყნის და მას გააჩნია უფლება გამოხატოს და ჰქონდეს პრინციპული პოზიცია. საერთოდ ვფიქრობ, […]