კატეგორია: პოლიტიკა

პრეზიდენტის შვილის სკანდალური განცხადება _ „ჩემს მეგობარს ნარკოტიკი ჩაუდეს“

 პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი აცხადებს, რომ პოლიციამ რამდენიმე დღის წინ მის მეგობარს, მიხეილ თათარაშვილს ნარკოტიკი ჩაუდო. აღნიშნულ ფაქტს თავად ბრალდებული და მისი თანმხლები პირებიც ამტკიცებენ. _ ბოლო სამი კვირის განმავლობაში მქონდა მასთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მეუბნებოდა, რომ ეშინოდა და მოსდიოდა ხმები, რომ აპირებდნენ მისთვის ასეთი რაღაცის გაკეთებას. უფრო ეგონა, რომ იარაღს ჩაუდებდნენ, მაგრამ 18 აბი სუბოტექსი… […]

ერდოღანმა ევროპაში მცხოვრებ თურქებს 5-5 შვილის ყოლისკენ მოუწოდა _ ”თქვენ ევროპის მომავალი ხართ”

დღეს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააკეთა. ესქიშაჰირის პროვინციაში გამოსვლის დროს მან მიმართა ევროპაში მცხოვრებ თურქებს და მოუწოდა, იყოლიონ 5-5 შვილი და არა _ 3, როგორც ეს დღეს თურქეთშია მიღებული: _ მე მივმართავ ჩემს დებს და ძმებს ევროპაში. გააჩინეთ 5-5 შვილი და არა _ 3. თქვენი სამშობლი არის იქ, სადაც ცხოვრობთ. დამკვიდრდით ამ […]

ლევან ბოძაშვილი ელჩად ინიშნება  

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი საქმიანობას, სავარაუდოდ, დიპლომატიურ სამსახურში განაგრძობს. როგორც ,,ინტერპრესნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ლევან ბოძაშვილი ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში ელჩის თანამდებობას დაიკავებს. ინფორმაციას, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა დიპლომატიურ პოზიციაზე განიხილება, ადასტურებენ თავად საგარეო საქმეთა სამინისტროში, თუმცა უწყებაში ამ ეტაპზე არ საუბრობენ, კონკრეტულად რა თანამდებობაზეა ის წარდგენილი. _ გიდასტურებთ, რომ ლევან ბოძაშვილის კანდიდატურა განიხილება […]

თეა წულუკიანს გოგო შეეძინა

თეა წულუკიანს გოგო შეეძინა. ბავშვს მარიამი დაარქვეს. იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაშია. უწყებას მომდევნო 2 თვის განმავლობაში მისი პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე უხელმძღვანელებს. თეა წულუკიანის მეუღლე ნუგზარ კაკულიაა, რომელიც იუსტიციის სასწავლო ცენტრის დირექტორის პოსტს იკავებდა.

კახა კუკავა: ,,ხელისუფლებას სოციალური აფეთქება ემუქრება”

ოპოზიციონერი კახა კუკავა გაზეთ „ახალ თაობასთან“ აცხადებს, რომ ქვეყანა სოციალური აფეთქების ზღვარზეა, რასაც შეიძლება რევოლუციის გზით  ხელისუფლების შეცვლის მიზეზი გახდეს. – მინდა, ხელისუფლება გავაფრთხილო, თუნდაც ბათუმის აფეთქებასთან დაკავშირებით. ყველგან ასეთი აფეთქებები იწყებოდა სოციალური კრიზისის დროს. კარგად წაიკითხონ, რა ხდებოდა 90-იანი წლების საქართველოში. გაიხსე-ნონ, 2003-ში რა ტალღაზე მოვიდა სააკაშვილი ხელისუფლებაში, გაიხსენონ, რო-გორ მოხდა მაიდანი უკრაინაში. ყველა […]

„ოცნებაში” ბევრს არ უნდა პოლიტიკაში ივანიშვილის დაბრუნება”

ყოფილი დეპუტატი და ბიძინა ივანიშვილის მეგობარი თამაზ მეჭიაური მიიჩნევს, რომ ყოფილი პრემიერი პოლიტიკაში თუ დაბრუნდება, თავად ივანიშვილისთვის არის უკეთესი. – მისი დაბრუნება ჩემს მოთხოვნაზე არ არის დამოკიდებული. მიმაჩნია, რომ თუ დაბრუნდება, ქვეყნისთვის იქნება უკეთესი. პირველ რიგში თავად ივანიშვილისთვის იქნება დაბრუნება უკეთესი. სხვა თუ არაფერი, არაფორმალურ მმართველს მაინც აღარ უწოდებენ და გადაწყვეტილებებს ღიად მიიღებს. რაც შეეხება […]

 9 აპრილის მემორიალზე ამძვრალი მამაკაცი ნარკოტიკების შემოდინებას აპროტესტებს

  თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ 9 აპრილისამი მიძღვნილ მემორიალზე მამაკაცია ამძვრალი, რომელსაც ხელში კომბალი უჭირავს, და ჩამოსვლაზე უარს აცხადებს.ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, სახანძრო და სამედიცინო ბრიგადები. ადგილზე იმყოფებიან მისი ახლობლებიც, რომლებიც მამაკაცის ჩამოყვანას, სამართალდამცავებთან ერთად ცდილობენ, თუმცა უშედეგოდ. სავარაუდოდ, გია. თ-ს ყოფითი საკითხების გამო, ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. როგორც მამაკაცი იმეორებს , „ქვეყანაში ნარკოტიკების […]

სოსო ცინცაძე: „საპარლამენტო მოდელი საქართველოსთვის ძალიან ადრეა”

საკონსტიტუციო კომისიაში შემავალი ექსპერტები აცხადებენ, რომ ცვლილებები, რომლებიც შეიძლება, კონსტიტუციაში შევიდეს, უფრო საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იხრება. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე გაზეთ             „ახალ თაობასთან” ინტერვიუში აცხადებს, რომ  ქვეყნის მართვის შერეული მოდელის მომხრეა. _ საპარლამენტო რესპუბლიკა დამღუპველი იქნება ჩვენნაირი ტიპის ქვეყ-ნისთვის. საპარლამენტო რესპუბლიკა დემოკრატიის უმაღლესი დონეა, რომელიც ერთი საკონსტიტუციო ცვლილებით არ შემოიღება. ამისკენ […]

თამაზ მეჭიაური: „მესამე ძალის შექმნაზე აქტიურად ვფიქრობთ”

ყოფილი დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა გაზეთ „ახალ თაობასთან“ განაცხადა, რომ მესამე ძალის შექმნაზე აქტიურად ფიქრობს და მისი აზრით, მესამე ძალა  გარე ძალებისგან თავისუფალი უნდა იყოს. _ ქვეყანაში აუცილებლად უნდა იყოს მესამე ძალა, რომელიც არავისზე არ იქნება დამოკიდებული და მისთვის მთავარი ქართული ინტერესი იქნება. დღევანდელ პარლამენტში ძირითადად ე.წ. პროდასავლური ძალები არიან თავმოყრილი. მათი მთავარი დატვირთვა ლიბერალური მიმართულებაა. […]

რუსეთმა გუდაუთის ბაზაზე სამხედრო ტექნიკა ჩამოტვირთა

ოკუპირებულ აფხაზეთში თითქმის ერთი კვირაა დაუგეგმავი წვრთნები მიმდინარეობს.ე.წ. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ცაბალის პოლიგინზე სამხედროები საბრძოლო უნარების გამოყენების ტექნიკურ-სპეციალურ სადაზვერვო სწავლებებს გადიან. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსულმა არმიამ ეს-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემაც შეიტანა და გუდაუთის ნომერ მეშვიდე სამხედრო ბაზაზე ჩამოტვირთა. ნიუპოსტი