მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში, – ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა. მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არანაირ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს. „სამი წლის […]
კატეგორია: სამართალი
კახეთში თინათინ შინშიაშვილს ეძებენ – მისი ჩანთა ეკლესიასთან იპოვეს
გურჯაანის რაიონში უკვე მეხუთე დღეა 68 წლის თინათინ შინშიაშვილს ეძებენ. ქალი სოფელ ჯიმითში მდებარე საცხოვრებელი სახლიდან 29 ნოემბერს გავიდა. ის ბოლოს, ამავე სოფელში მდებარე წმინდა გიორგის ტაძართან დააფიქსირეს. ტაძრის მიმდებარედ იპოვეს თინათინ შინშიაშვილის კუთვნილი ჩანთა. დაკარგულის ოჯახი დახმარებას ითხოვს. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია დაკარგული ქალის შესახებ დაუკავშირდით ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 558 677 444 რუსთავი 2
“დავით კრავეიშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ 10 პირი სკოლასთან დაეწია და დანით ჭრილობები მიაყენა” – სანზონაში მკვლელობის ახალი დეტალები
დღეს “კურიერმა” გაარკვია. რომ 15 წლის დავით კრავეიშვილს სახლთან ჯერ ორნი დახვდნენ შემდეგ კი კონფლიქტი ლიახვის ქუჩაზე უკვე სხვა ადგილას გაგრძელდა და აქ, ჯამში, 10-მდე ახალგაზრდა იყო თავმოყრილი. სადარბაზოდან გამოსულ 15 წლის მოზარდს, საქმის გასარჩევად საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ელოდებოდნენ .არასრულწლოვნებმა კარგად იცოდნენ, რომ დავით კრავეიშვილი ძაღლს ყოველ საღამოს ასეირნებდა. “მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, 2 პირი სახლის მიმდებარე […]
“დათო კრავეიშვილს მამა გარდაცვლილი ჰყავს, მკვლელობამდე დედასთან მაღაზიაში იყო”
დავით კრავეიშვილს, რომელიც გუშინ სანზონაში მოკლეს, მამა გარდაცვლილი ჰყავდა, გორიდან თბილისში საცხოვრებლად დედასთან ერთად ჩამოვიდა. მათ სანზონაში ბინა ჰქონდათ ნაქირავები. “ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია აქვს და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა,”- ამბობს ოჯახის ახლობელი. 15 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე შსს-მ 2 არასრულწლოვანი დააკავა. მეზობლების ვერსიით, დაპირისპირება გოგოს გამო მოხდა. რუსთავი 2
სანზონაში მოკლული დავით კრავეიშვილის მკვლელობისთვის დაკავებული პირი ბრალს არ აღიარებს
15 წლის დავით კრაველიშვილის განზრახ მკვლელობისთვის დაკავებული ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ დაკავებულის ადვოკატი გოგა გოგბერიძე საუბრობს. ამბობს, რომ დაკავებული არასრულწოლვანი ბრალის ოფიციალურ წარდგენას ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში ელოდება. მის ინტერესებს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს. ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის. გამოკითხვა მოხდა მისი, არ აღიარებს დანაშაულს. იყენებს დუმილის უფლებას. მასალებზე დავწერეთ განცხადება დაცვის მხარემ, თუმცა […]
მარტყოფში მამაკაცმა ცოლი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა
მარტყოფში, ოჯახური კონფლიქტის დროს მამაკაცმა მეუღლე ცივი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი ყელის არეში თვითდაზიანება მიიყენა, რის შედეგადაც გარდაიცვალა. გაშველების დროს მცირე დაზიანება მიიღო მათმა ქალიშვილმაც. გავრცელებული ინფორმაციით, პირს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „პრაიმტაიმს“ განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას […]
სანზონაში 15 წლის დათო კრავეიშვილის მკვლელობის 2 ვერსია არსებობს
რა გახდა სანზონაში 15 წლის მოზარდის მკვლელობის მიზეზი – “პირველების” ინფორმაციით, საუბარია ორ ვერსიაზე. ერთ-ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი გოგონას გამო მოკლეს, თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, რომლის თანახმადაც დავით კრავეიშვილის მკვლელებს მაღაზიაში მოზარდის დედის ვალი ჰქონდათ. 15 წლის დავით კრავეიშვილის მკვლელობის ფაქტზე შსს-მ 2 არასრულწლოვან დააკავა, თუმცა თვითმხილველების ინფორმაციით, დაპირისპირებაში 10-მდე მოზარდი მონაწილეობდა. არსებული ინფორმაციით, ისინი ნახალოვკის […]
სანზონაში 15 წლის დათო კ-ს მკვლელობისთვის 16 წლის ლ.ი. დააკავეს
თბილისში არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაკავებული ორივე პირი არასრულწლოვანია. 2005 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული, ხოლო 2004 წელს დაბადებული მოზარდი დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში […]
სანზონაში მოკლული 17 წლის დათო გორიდან იყო და დედასთან ერთად ქირით ცხოვრობდა
სანზონაში 17 წლის ბიჭის მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. AMBEBI.GE-ს გარდაცვლილი დათო კ-ს მეზობელმა უამბო, რომ მკვლელობის მოტივი, სავარაუდოდ, გოგონა გახდა. “დათო და დედამისი გორიდან არიან ჩამოსულები და სანზონაში, ლიახვის ქუჩაზე ქირით ცხოვრობდნენ. დედას იქვე მაღაზია ჰქონდა და მკვლელობამდე მოზარდი მასთან იმყოფებოდა. მასთან 10-მდე ახალგაზრდა მისულა, დათო მაღაზიიდან გამოუყვანიათ და 207-ე სკოლის მახლობლად საქმის […]
“ბიჭი წელს ზევით შიშველი იყო, სხვები ყვიროდნენ, სისხლისგან დაიცალაო” – სანზონაში 17 წლის ბიჭის მკვლელობის ახალი დეტალები
სანზონაში 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით არის მოკლული და მას 10-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული. როგორც ღრმაღელის დასახლების ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრებმა მაკა კობრავამ ჟურნალისტებს განუცხადა, მან ხმაური გაიგონა, რის შემდეგაც ფანჯრიდან გაიხედა და დაინახა, რომ ბევრი ბავშვი მირბოდა. „ზემოდან ბავშვებმა ჩამოირბინეს, რადგან ბიჭების ხმა იყოს ფანჯარასთან მივედი, მინიმუმ 10-15 ბავშვი იყო და სადაც დაჭრილი ბავშვი იყო, […]









