შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული ნ.ა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „ჰეროინს“. სამართალდამცველებმა ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით […]
კატეგორია: სამართალი
ბათუმში მამაკაცმა ქალი მოკლა და მერე მე-19 სართულიდან გადახტა
ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში 2 გვამი იპოვეს – გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე მამაკაცმა ცივი იარაღით მოკლა უზბეკეთის მოქალაქე ქალი, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თურქეთის მოქალაქე მამაკაცი, სავარაუდოდ მე-19 სართულიდან გადახტა. ქალის გვამი სწორედ იმ ბინაში იპოვეს საიდანაც მამაკაცი გადახტა. შემთხვევა კობალაძის 8-ში დღეს დილით მოხდა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მეზობლების ინფორმაციით, დილის 6 საათზე, მე-19 სართულიდან […]
“ბინაში ჩაკეტა და ძალადობას უწყვეტად ახორციელებდა” – პროკურატურამ დ.ა-ს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამების, ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე დ.ა.-ს ბრალდება წარუდგინა. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ა. გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახის წევრ მ.ა.-ს სისტემატურად ამცირებდა, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და ეჭვიანობის მიზეზით, დასახიჩრებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. 19 მარტს, ქ.თბილისში, დ.ა.-მ გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, მ.ა. ჩაკეტა […]
“ვიღაცამ დაიყვირა, პაატა მოკლესო… ტვინი და გული სულ მანქანის გვერდზე იყო” – პაატა ჩლაიძის მკვლელობის დეტალები
თბილისში ახსოვთ 1994 წელს მშრალ ხიდთან მომხდარი მკვლელობა, როდესაც ავტომობილში კალაშნიკოვის ავტომატებით 39 წლის ასაკში ჩაცხრილეს ცნობილი კანონიერი ქურდი პაატა ჩლაიძე. მკვლელობას ზოგი მხედრიონს უკავშირებდა, ზოგი ქურდული გავლენების გადანაწილებას, ზოგიც სევასტოპოლის ქუჩაზე თორაძეების ოჯახის ამოხოცვას, ვინაიდან ამ ოჯახთან პაატა ჩლაიძე ახლობლობდა და ბოლო წუთამდე ცდილობდა ე.წ. „ბოროტების“ საძმოსთან ძმები თორაძეების დაზავებას. იყო ვერსია, რომ პაატა […]
მარნეულში სწრაფი გადახდის აპარატიდან 800 ლარი მოიპარეს
მარნეულში ერთ-ერთი მაღაზიის წინ მდგარი სწრაფი გადახდის აპარალი მოიპარეს. ქურდებმა ის მაღაზიიდან დაახლოებით 200 მეტრში გატეხეს. არსებული ინფორმაციით, შემთხვევა კომენდანტის საათის დროს მოხდა. სწრაფი გადახდის აპარატიდან წაღებულია 800 ლარამდე თანხა. მომხდარზე პოლიციამ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. მთავარი
გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ბრალდებულ შოთა შანიძეს ციხიდან უშვებენ
2014 წელს ქუთაისის ციხეში სასტიკით მოკლული გიგა ფარტენაძის მკვლელობისთვის გასამართლებულ შოთა შანიძეს პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა. დამნაშავე ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს. საგამოძიებო უწყებამ ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა საქმეებზე თანამშრომლობის სანაცვლოდ მიიღო. ფაქტი ფარტენაძის ოჯახმა გააპროტესტა. – აღშფოთებული ვარ დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებით. პიროვნებას, რომელსაც სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული და მეოთხე გიგა ფარტენაძე იყო, გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. ნუთუ […]
სპეცოპერაცია ვაკეში – პოლიციამ დავით იმნაძე დააკავა
ამ წუთებში პოლიცია დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში შედის, სადაც დაკავებულთა ოჯახის წევრებს დაკითხავს. პოლიციას დაკავებულთა საცხოვრებელ სახლთანაა მობილიზებული. თბილისის სხვადასხვა უბანში დაკავებულია რამდენიმე პიროვნება. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. სამართალდამცველები მობილიზებულები იყვნენ ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი შეიარაღებული პირი გადაადგილდებოდა. ტვ პირველის ინფორმაციით, დაკავებული დავით იმნაძეა. ამ წუთებში თამარაშვილის გამზირზე იმნაძის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს. აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლები […]
პირველებმა საბურთალოელებმა ისროლეს – რა მოხდა დიღმის სტადიონზე
სისხლიანი დაპირისპირება სოფელ დიღომში და 4 დაჭრილი ახალგაზრდა – ტვ პირველმა სოფელ სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები გაარკვია. “პირველების” ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ, საბურთალოელებსა და ადგილობრივებს შორის კრიმინალური გარჩევა უძღოდა. დაპირისპირება სოფელ დიღმის ფეხბურთის სტადიონზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, კონფლიქტი საბურთალოელებმა დაიწყეს და გასროლაც მათი მხრიდან განხორციელდა. 4 ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის შემდეგ ბრალდებულებმა გაქცევა და მიმალვა მოახერხეს, პოლიცია მათ […]
“რუსთავში დის ქმარმა ორჯერ გამაუპატიურაო, მითხრა” – თეა გიორგაძის ჩვენება
თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმე – “ტვ პირველმა” ასელ აიპაევას მეგობრის, თეა გიორგაძის, ჩვენებაც მოიპოვა. გიორგაძე პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ მან დაკავებულ ბესიკ თორდუასგან იცის, რომ 26 წლის გოგო მისი დის ქმარმა, მურად მეირბეკევმა, გააუპატიურა. – მე როდესაც ბესომ მითხრა, ასელი მგონი მურატმა გააუპატიურაო, ამის შესახებ ვკითხე ასელს, ხომ არ უძალადია მურადს მასზე, რაზეც […]
“ასელთან სექსის მერე აბაზანაში შევედი, რომ გამოვედი, ასელი გადამხტარი იყო” – რას წერს ბესიკ თორდუა
თბილისში გარდაცვლილი 26 წლის ყაზახი გოგოს საქმე – “ტვ პირველმა” ბრალდებულ ბესიკ თორდუას ჩვენება მოიპოვა. 57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიპაევასთან სექსუალური კავშირი ახალგაზრდა ქალის თანხმობით და სურვილით დაამყარა. კაცი ჩვენებაში წერს, რომ სქესობრივი კავშირის დამყარების შემდეგ სააბაზანოში შევიდა, იქიდან გამოსულს კი ასელი საძინებელ ოთახში არ დახვდა. – გავედი აივანზე და ჩავიხედე ქვევით, ხრეშზე ესვენა […]









