კატეგორია: სამართალი

შალვა გოგოლაძეს, რომელმაც სევა შამოიანს ცეცხლი წაუკიდა, 17 წელი მიესაჯა

სევა შამოიანი - "შალვა გოგოლაძეს ჩემი ფეხით გავყევი ბენზინის საყიდლად, ჭიშკართან გადამასხა და ცეცხლი მომიკიდა"

ახალგაზრდა მამაკაცს, შალვა გოგოლაძეს, რომელმაც ყოფილ შეყვარებულ სევა შამოიანს ბენზინი მიასხა, 17 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს. სასამართლომ ის დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში – განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში: თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში – განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შ.გ. დამნაშავედ ცნო. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, […]

ბაჩანა შენგელიას იუსტიციის სამინისტრომ 12.800 ლარი უნდა გადაუხადოს

"გახარიას ვპირდები, რომ დედაჩემის საქმეზე ციხე არ ასცდება" - ბაჩანა შენგელია

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის სამინისტრომ, ბაჩანა შენგელიას საქმიანობის უკანონოდ შეჩერების გამო, 12.800 ლარი უნდა გადაუხადოს. ამის შესახებ ინფორმაცია ბაჩანა შანგელიამ გაავრცელა. “ალბათ გახსოვთ ზაფხულში იუსტიციის მინისტრმა საქმიანობა რომ შემიჩერა. ამ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დააკმაყოფილა ჩემი სარჩელი, უკანონოდ ცნო სანოტარო საქმიანობის შეჩერება და იუსტიციის სამინისტროს დააკისრა ზიანის სახით 12.800 ლარის ანაზღაურება”, […]

სტამბოლში ქართველებს და ჩეჩნებს შორის ჩხუბს 2 ადამიანი შეეწირა

სტამბოლში ქართველებს და ჩეჩნებს შორის ჩხუბს 2 ადამიანი შეეწირა

სტამბოლში ქართველებსა და ჩეჩნებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და ორი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ადგილზე მისულ მედიკოსებს ორი მოქალაქე გარდაცვლილი დახვდათ. დაშავებულებს შორის ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. შემთხვევა სტამბოლის ერთ-ერთი რესტორნის წინ მოხდა და დაპირისპირებაში 7 ადამიანი მონაწილეობდა. აღსანიშნავია, რომ დაპირისპირების კადრები ერთ-ერთმა თვითმხილველმა გადაიღო.

ყვარელში ახალგაზრდა მამაკაცი მუცელში დაჭრეს

წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

ყვარლის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. შემთხვევა სოფელ გრემში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელმა თანასოფლელს ცივი იარაღით მუცლის არეში მიაყენა ჭრილობა. დაჭრილი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა თელავის საავადმყოფოში მოათავსა, სადაც მას ჩაუტარდა შესაბამისი მკურნალობა და სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა. პოლიციამ სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავა. მას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგნენ.

ზუგდიდში ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის მანქანას ესროლა

ზუგდიდში ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის მანქანას ესროლა

ზუგდიდში, ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სოხუმის ქუჩაზე, პოლიციის შენობის სიახლოვეს სროლა იყო. ლაივპრესის ცნობით, სავაჭრო ობიექტების მოვაჭრეები ამბობენ, რომ რამდენიმე გასროლა გაიგეს, მაგრამ რა მოხდა, არ იციან. გავრცელებული ინფორმაციით, ყოფილმა პოლიციელმა სიმამრის ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ვაჟა-ფშაველაზე სპარის მაღაზიიდან 1.375 ლარი გაიტაცეს – დაკავებულია 3 პირი

ვაჟა-ფშაველაზე სპარის მაღაზიიდან 1.375 ლარი გაიტაცეს - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სამი პირი: 2001 წელს დაბადებული გ.ჭ., 1998 წელს დაბადებული ო.გ. და 2000 წელს დაბადებული დ.ს. ცხელ კვალზე, თბილისში დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე […]

“ჩემმა ქმარმა დამირეკა და მოკვლით დამემუქრა” – რა მოხდა რუსთავში

"ჩემმა ქმარმა დამირეკა და მოკვლით დამემუქრა" - რა მოხდა რუსთავში

რუსთავში, მეგობრობის გამზირზე არსებულ სასურსათო მაღაზიაში ინცინდენტი მოხდა. “ინფო რუსთავის” ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი შუახნის მამაკაცი მაღაზიაში დასაქმებულ შვილთან მიიჭრა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მასზე ფიზიკურ ძალადობასაც ცდილობდა. როგორც თვითმხილველები საინფორმაციო სააგენტოს უყვებიან, მამაკაცი აგრესიული იყო მაღაზიაში მყოფი სხვა პირების მიმართაც. მათივე ინფორმაციით, კაცი ცდილობდა, გოგონაზე ფიზიკურად ეძალადა, თუმცა ამის საშუალება არ მისცეს. ინცინდენტის შემდეგ […]

მეან-გინეკოლოგ ი.მ-ს 8 წლის შემდეგ 1,5 წელი მიუსაჯეს

ჩანაწერების საქმეზე ზურაბ სოლომნიშვილს პატიმრობა შეეფარდა, 7 პირს - გირაო

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი, გააუქმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 30 ოქტომბრის განაჩენი და სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტზე ი.მ.-ს თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. მათი ინფორმაციით, ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2013 წლის იანვარში, ქ.დუშეთში შპს “ჯეოჰოსპიტალსის” სამედიცინო ცენტრის მეან-გინეკოლოგი ი.მ. ახლად ნამშობიარებ დ.დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სეფსისი განუვითარდა, გულგრილად […]

“ნელი დოროყაშვილს სხეულზე კანი ჰქონდა აქერცლილი” – რა ჩვენება მისცა სასამართლოს სასწრაფოს ექიმმა

ნელი დოროყაშვილის მიმართ ბასილაშვილების ექვსივე შემაკავებელი ორდერი ძალაში დარჩა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე დღეს მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ორი მოწმე: სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრი და საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაიკითხა, რომლებიც შემთხვევის დღეს, 2020 წლის 21 მაისს ადგილზე გამოიძახეს. “სასწრაფო დახმარების ექიმმა ცალსახად განმარტა, რომ ნელი დოროყაშვილის სხეულზე […]

საბერძნეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ქურდებმა ცემეს

საბერძნეთში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი ქურდებმა ცემეს

საბერძნეთში მცხოვრები ქართველი კრიმინალური ავტორიტეტები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. შეხვედრაზე, რომელსაც ქართველი კანონიერი ქურდი ზაზა ამბროლაძე ხელმძღვანელობდა, 46 წლის კრიმინალური ავტორიტეტის – ზვიად პაპიაშვილის საკითხი განიხილებოდა. 2008 წელს თბილისის #7 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პაპიაშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ახლა კი საბერძნეთში მას ნიკოლოზ შალიბაშვილიც დაუპირისპირდა. ფიზიკური დაპირისპირების ამბავი კალაშოვამდეც მივიდა. შაქრო კალაშოვმა შალიბაშვილს დაუჭირა მხარი და თქვა, რომ “ის […]