თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე 60-წლამდე ქალი მეზობლებმა გარდაცვლილი ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მას ხელ-ფეხი შეკრული ჰქონდა და ჭრილობები, სავარაუდოდ დანით აქვს მიყენებული. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე გრძელდება. მეზობლები ყვებიან, რომ რამდენიმე წუთის განმავლობაში სახლიდან ხმაური გამოდიოდა, რის შემდეგაც მათ ადგილზე პოლიცია გამოიძახეს. ისინი ამბობენ, რომ დედას შვილებთან კონფლიქტი ჰქონდა და ისინი გამოკითხვაზე არიან გადაყვანილნი. რა მუხლით […]
კატეგორია: სამართალი
ჩუმლაყში მკვლელობისთვის დაკავებულები 16 წლის წინ მოკლული ვანო ტორიაშვილის ნათესავები არიან
კახეთში მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე “კურიერმა” დამატებითი დეტალები გაარკვია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა. “კურიერმა” გაარკვია, რომ დაკავებულები – ალექსანდრე და ჯუანშერ ტორიაშვილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილის მიერ 16 წლის წინ მოკლული ვანო ტორიაშვილის ბიძაშვილები არიან. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ტორიაშვილებმა მალხაზ ბადუაშვილის ავტომობილის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს. […]
ბაკურიანში მოთხილამურეთა მწვრთნელის მანქანა ააფეთქეს
ბაკურიანში მოთხილამურეთა მწვრთნელის იბრაგიმ გობოზოვის კუთვნილი ავტომობილი მაშინ აფეთქდა, როდესაც ის მანქანას წმენდდა. როგორც გობოზოვი აცხადებს, შემთხვევის შედეგად მსუბუქი დაზიანება მიიღო, თუმცა, არ იცის, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი: “მანქანა ეზოსთან იდგა, ძარაზე რაღაც ნივთი შევნიშნე და რომ ავიღე, აფეთქდა. გამოვიძახე პოლიცია და მუშაობენ. თითებზე მივიღე დაზიანება და ცოტა მკერდის არეში” – განაცხადა გობოზოვმა. მომხდარზე გამოძიება […]
“ირინოლასთან სექსი მქონდა და ის ამით ცდილობდა ნდობის მოპოვებას” – ვინ არის აგენტ-პროვოკატორი ირინოლა ერისთავი
რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა სტატია აგენტ-პროვოკატორ ირინოლა ერისთავის შესახებ. ირინოლა ერისთავი გამოგონილი სახელია, ერთ-ერთი სხვა რამდენიმე სახელიდან, რომლითაც ირინოლა სისხლის სამართლის საქმეებში მონაწილეობს. რადიო თავისუფლებამ ქალის ნამდვილი სახელი, გვარი და სხვა პერსონალური მონაცემები დაადგინა, მაგრამ სტატიაში მას ირინოლა ერისთავად მოიხსენიებს. ირინოლა საინტერესოდ მოსაუბრე ქალია, ვულგარული ჩაცმულობით, ძვირფასი აქსესუარებით და უცნაურად მოხატული ფრჩხილებით, მსხვერპლს მახეში ინტიმური ურთიერთობით […]
შაქარაშვილის საქმეზე წაქაძის, გოგშელიძის და ჩხარტიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობისა და სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანების ეპიზოდზე ბრალდებული სამი პირის: ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. სამივე პირს ამნისტია შეეხო. დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებულების ეპიზოდში დაზარალებულად ცნობილი ვახტანგ ჩიქოვანის სიტყვიერ თანხმობას ელოდებოდნენ, ჩიქოვანის თანხმობის შემდეგ კი მოსამართლემ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. ერთ-ერთი ბრალდებულის საბა […]
“მაიორ მერაბ ბარბაქაძეს მობილურზე დაურეკეს, ის სახლიდან გავიდა და თავში ისროლა” – რა მოხდა თბილისში
თბილისში პოლიციის მაიორის თვითმკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელმაც თავი მოიკლა, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაისუბნიდან იყო. “კახეთის ხმის” ცნობით, მაიორმა მერაბ ბარბაქაძემ თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი იარაღით მოიკლა თავი. ოჯახის წევრები და ნათესავები გარდაცვალების მიზეზს ვერ ასახელებენ. ახლობლები ამტკიცებენ, რომ გარდაცვლილს პრობლემები არ ჰქონდა და მანამდე ნერვიულობაც არ […]
იმედა ჩიქობავას მკვლელობის საქმეზე ჩუმლაყში 2 პირი დააკავეს – ამოღებულია 2 ავტომატი
ჩუმლაყში მალხაზ ბადუაშვილის მანქანის დაცხრილვის, იმედა ჩიქობავას მკვლელობის და 3 პირის დაჭრის საქმეზე 2 პირი დააკავეს. ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი: “შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გურჯაანის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის და სამი პირის დაჭრის ფაქტი გახსნეს. დაკავებულია 2 პირი: 1965 წელს დაბადებული ა.ტ. და 1980 […]
თბილისში პოლიციის მაიორმა თავი მოიკლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა, მაიორმა, თბილისში, საკუთარი სახლის ეზოში, მისივე კუთვნილი პნევმატური იარაღით სავარაუდოდ თავი მოიკლა. გარდაცვლილი მშობლიურ სოფელ ბაისუბანში გუშინ, 24 მარტს ჩამოასვენეს. ოჯახის წევრები და ახლობლები ვერ საუბრობენ, რა შეიძლება გამხდარიყო სავარაუდო თვითმკვლელობის მიზეზი. მათი ინფორმაციით, სამსახურში წასვლის წინ მას მობილურ ტელეფონზე დაურეკეს, ამის შემდეგ გავიდა სახლიდან და გაისროლა. ფაქტს თვითმხილველი არ ჰყავს. ფაქტთან […]
ნოდარ ბადუაშვილი შვილის დაჭრას შურისძიებას არ უკავშირებს
გურჯაანში მომხდარი შემთხვევის შედეგად ერთ-ერთი დაჭრილის, მალხაზ ბადუაშვილის მამა, ნოდარ ბადუაშვილი სროლას შურისძიებას არ უკავშირებს, შესაბამისად, არავისთან მიმართებაში ეჭვიც არ აქვს. „მუშებს ატარებს ყოველდღე და თვითონაც მათთან ერთად მუშაობდა. ახალშენში ვენახი გვაქვს და იქ მიდიოდა სამუშაოდ. ჩემი შვილის ავტომობილით გადაადგილდებოდნენ, მე მგონი, ოთხნი იყვნენ“, – აცხადებს ნოდარ ბადუაშვილი. კითხვაზე, როდის დატოვა მისმა შვილმა საპატიმრო დაწესებულება, […]
მალხაზ ბადუაშვილის ნაცვლად მკვლელმა იმედა ჩიქობავა მოკლა – ჩუმლაყის სროლის ახალი დეტალები
დღეს დილით ჩუმლაყში მომხდარი მკვლელობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. გაირკვა, რომ მალხაზ ბადუაშვილს სამეგრელოდან ჩამოსული მუშები თავის ნაკვეთში სამუშაოდ მიჰყავდა, როდესაც მის მერსედესს ერთ-ერთი სახლიდან იარაღიდან ესროლეს. მანქანში 4 ადამიანი იჯდა. თავდასხმის შემდეგ მანქანამ სვლა განაგრძო და რამდენიმე კილომეტრი გაიარა, რის შემდეგაც დაჭრილმა მგხავრებმა გადმოსვლა მოახერხეს. როგორც ჩანს, თავდამსხმელებს მალხაზ ბადუაშვილის მოკვლა უნდოდათ. საჭესთან […]








