კატეგორია: სამართალი

სოსო რობაქიძე – ”პროკურორ ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენეს”

სოსო რობაქიძე - ”პროკურორ ირაკლი წერეთელს ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალი წაუყენეს”

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს ბრალი წაუყენეს. ამის შესახებ ბუტა რობაქიძის მამამ სოსო რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ირაკლი წერეთელმა პროკურატურასთან ითანამშრომლოს და თქვას სიმართლე. „მინდა გითხრათ, რომ დღეს კიდევ ერთ ადამიანს წაუყენეს ბრალი, დიდუბე-ჩუღურეთის ყოფილ პროკურორს ირაკლი წერეთელს და ვნახოთ, რა იქნება, სასამართლო ჩატარდება. უნდა ითანამშრომლოს, თანამშრომლობის […]

ჩალაგაშვილი – ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ მისცეს – სანაცვლოდ მათ ციხიდან გამოუშვებენ

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრის, გურამ ჩალაგაშვილის ინფორმაციით, ოქრუაშვილის წინააღმდეგ ჩვენებები შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა გურამ დონაძემ და საპატრულო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზურაბ მიქაძემ მისცეს. როგორც ჩალაგაშვილი აცხადებს, აღნიშნულის შესახებ მან ოქრუაშვილის ადვოკატისგან გაიგო, რომელსაც საქმის მასალები რამდენიმე საათის წინ გადაეცა. “როგორც გავარკვიე, გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ […]

ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს

ასტამურ შამბა სოხუმის სანაპიროზე მოკლეს

ე.წ. კანონიერი ქურდი, გუდაუთელი ასტამურ შამბა, იგივე “ასტიკა” რომელიც კიდევ ერთ გუდაუთელ “კანონიერ ქურდთან” ალხას ავიძბასთან (“ჰასიკი”) ერთად დაიჭრა სოხუმის სანაპიროზე, რესტორან “სან რემოსთან” მომხდარი სროლის შედეგად, კლინიკაში გადაყვანიდან ცოტა ხანში გარდაიცვალა. ინფორმაცია აფხაზურ ინტენეტფორუმებზე ვრცელდება. 38 წლის ასტამურ შამბა და მისი თანატოლი ალხას ავიძბა სოხუმის სანაპიროზე მდებარე რესტორანში სადილობდნენ, როცა სამმა უცნობმა ნიღბიანმა პირმა […]

ელისო კილაძე – “მერვე წელია, ხელისუფლებაში არიან და ისევ ცოცხებით დარბიან ქუჩა-ქუჩა”

ელისო კილაძე - "ორდიპლომიანმა ტაქსის მძღოლებმა დაამხეს წინა ხელისუფლება!"

ელისო კილაძემ ფეისბუქში დაწერა: “მერვე წელია ხელისუფლებაში არიან და ისევ ცოცხებით დარბიან ქუჩა-ქუჩა 😛 მე❤️ქოცები! გასაოცარი დემოკრატიაა პირდაპირ !”

კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს

კვიპროსში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მათ ქვეყანაში არლეგალურად ყოფნა ედებათ ბრალად. გავრცელებული ცნობით, ისინი ქალაქ ლიმასოლში, სამშენებლო კომპანიაში ყალბი დოკუმენტაციის გამოყენებით დასაქმდნენ. საქართველოს მოქალაქეებს სასამართლომ რვადღიანი პატიმრობა შეუფარდა. რის შემდეგაც არალეგალებს დეპორტაცია ემუქრებათ. რუსთავი 2

ბერი ნიკოლოზის მრევლი “იმედის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა – არიან დაშავებულები

ბერი ნიკოლოზის მრევლი "იმედის" გადამღებ ჯგუფს თავს დაესხა - არიან დაშავებულები

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბერი ნიკოლოზის მიმდევრები ტელეკომპანია “იმედის” გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. “შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ფონიჭალაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსთან მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიიდან განკვეთილი ე.წ. ბერი ნიკოლოზის მიმდევრები დაუპირისპირდნენ. მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, 154-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, ჟურნალისტისათვის პროფესიულ […]

გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხესთან მამაკაცის ცხედარი იპოვეს

გორის ციხის ფერდობზე, ტურისტების საფეხმავლო ბილიკზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 60 წლამდე კაცს თავის არეში ჭრილობები აღენიშნება. მამაკაცი გამვლელებმა ნახეს და სწორედ მათ დარეკეს 112-ში. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, მამაკაცს ლეიკემიის დიაგნოზი ჰქონდა, ამიტომ არ არის გამორიცხული, საქმე უბედურ შემთხვევასთან გვქონდეს. ადგილზე მობილიზებულია პილიცია და ექსპერტ-კრიმინალისტების ჯგუფი.

ცხინვალმა ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალები გამოაქვეყნა

”ვაჟა გაფრინდაშვილმა 9 ნოემბერს საოკუპაციო ხაზთან კოლეგები მანქანით თბილისში გააბრუნა და რუსების კონტროლირებად ტერიტორიაზე ფეხით გადავიდა”

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ, ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის დაკითხვის დეტალებს აქვეყნებს. დე ფაქტო კომიტეტის ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ მან „საზღვარი განზრახ გადაკვეთა, რადგან სურდა სოფლის მონასტერში მისულიყო“. მათივე ცნობით, ექიმი გაფრინდაშვილი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების მომხრეა და „საზღვრის გადაკვეთის ფაქტს უარყოფს, აცხადებს რა, რომ ეს „საქართველოს მოქალაქის თავისუფალი გადაადგილების ლეგიტიმური უფლებაა“. […]

ზუკა ბერძენიშვილს, ბექა ბასილაიას, გიგა მაქარაშვილს და სხვებს პატიმრობა შეეფარდა

ზუკა ბერძენიშვილს, ბექა ბასილაიას, გიგა მაქარაშვილს და სხვებს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოში, სადაც 18 ნოემბრის აქციაზე დაკავებულთა ნაწილის პროცესი დილიდან მიმდინარეობდა, მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. ბრალდებული 37 პირიდან სასამართლო პროცესზე დღეს 12 მათგანის შესახებ იმსჯელეს და მათ მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით განისაზღვრა: 1. ზუკა ბერძენიშვილი – 7 დღიანი პატიმრობა; 2. ბექა ბასილაია – 12 დღიანი პატიმრობა; 3. გიგა მაქარაშვილი – 12 დღიანი პატიმრობა; 4. ირაკლი […]

გიორგი რურუას მოსამართლე რომან ხორავამ პატიმრობა შეუფარდა

გიორგი რურუა მოსამართლე ხორავას - ”როგორც თქვენ არ გინახავთ, ისე არ მინახავს მეც იარაღი”

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებული გიორგი რურუას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე რომან ხორავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარემ ღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულის მიმალვის და მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის და […]