2 მარტს საღამოს 7 საათზე ბათუმში, რესპუბლიკურ საავადმყოფოს ეზოში 2 ადამიანი დაჭრეს, ხოლო 4 ადამიანს სცემეს. როგორც „ბათუმელებს“ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა განუცხადა, ინციდენტი პაციენტის მნახველებს შორის მოხდა. “დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ორი არის დაჭრილი, ერთი მძიმედ დაჭრილი იყო, შემავალი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და ოპერაცია გავუკეთეთ. რეანიმაციაში წევს და აგრძელებს მკურნალობას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ […]
კატეგორია: სამართალი
კაჭრეთთან 4 მანქანა დაეჯახა ერთმანეთს – 1 ადამიანი დაიღუპა
სოფელ კაჭრეთთან 4 ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი მგზავრი გარდაიცვალა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომლებიც სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა გურჯაანისა და საგარეჯოს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. პრაიმ ტაიმი
სამეგრელოში დაკავებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით სამეგრელოში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული მანუჩარ გაბუნია და მამუკა ლაგვილავა დუმილის უფლებას იყენებენ, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულების ადვოკატმა ჯიტა გულუამ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, მათ ბრალს ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ. „ორივეს ედავებიან „ქურდული სამყაროს“ წევრობას, თუმცა ისინი დუმილის უფლებას იყენებენ. ბრალის წარდგენა მოხდება ხვალ. გამოძიება გვეუბნება, რომ აქვთ საკმარისი მტკიცებულება, თუმცა ამის თაობაზე […]
გორის ცენტრში იარაღი გაისროლეს
გორის ცენტრში, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლეს. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ, სასტუმრო “ინტურისტის” წინ მოხდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰაერში ისროლა. ის საქორწინო ცერემონიალის მონაწილე იყო. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა გორში შეაჩერეს მოქალაქე, რომელმაც სავარაუდოდ ჰაერში იარაღიდან გაისროლა. “მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 236-ე მუხლის III და IV ნაწილებით დაიწყო, იარაღზე დანიშნულია […]
100.000 ლარია გატაცებული ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციაზე თავდასხმისას
ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანაზე მომხდარი ყაჩაღობის დროს თავდამსხმელებმა 100 ათასი ლარის წაღება შეძლეს. ცნობილია იმ ავტომანქანის მეპატრონის ვინაობაც, რომლითაც დამნაშავეები გადაადგილდებოდნენ. ამ წუთებში მანქანას ექსპერტიზა უტარდება. ყაჩაღობა დღეს დილით მოხდა. თავდამსხმელებმა ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც ინკასატორი დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ინკასატორს უკვე ჩაუტარდა ოპერაცია და გამოკითხეს სამართალდამცველებმაც. ”სროლა იყო ჩემი ფანჯრის […]
ლავას ოღლისთან, ბონჩოსთან და როკოსთან კავშირის გამო სენაკსა და ფოთში 3 კაცი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მამუკა ჭელიძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. შსს-ს ინფორმაციით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებულები არიან: 1977 წელს […]
სპეცოპერაცია ფოთში – დაკავებულია 20 ადამიანი
ფოთში გასულ ღამე ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს- სუსთან ერთად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის გამო 20-მდე პირი დააკავა. “ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ყველა მათგანის სახლში ჩატარდა. როგორც დაკავებულების ოჯახის წევრები აცხადებენ, ჩხრეკის დროს სამართალდამცავებს მართლსაწინააღმდეგო არაფერი აღმოუჩენიათ. მათ თქმით სახლებიდან ამოღებულია მეხსიერების ბარათები, მობილური ტელეფონები, საბანკო რეკივიზიტები. დაკავებულები ზუგდიდში, სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს. დაკავებულებთან შეხვედრას ელოდებიან მათი უფლებადამცველები. არსებული […]
დავით გულიაშვილის ცემისთვის დავით მიქაძე დააკავეს
პირი, რომელმაც ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქე დავით გულიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, დააკავეს. მოქალაქე დავით გულიაშვილის განცხადებით, მას 23 თებერვალს, რუსთაველის გამზირზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით, 1982 წელს დაბადებული დ.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. „გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 23 თებერვალს თბილისში, ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მოქალაქე დ.გ.-ს, რომელსაც […]
ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანას ესროლეს – დაჭრილია ინკასატორი
ზუგდიდში ლიბერთი ბანკის ინკასაციის მანქანა ფულის გადატანისას დააყაჩაღეს. დაჭრილია ინკასატორი. როგორც კურიერის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღებით იყვნენ შეირაღებულნი და მათ ინკასაციის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. დაჭრილია ერთი ინკასატორი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი და ამ წუთებში ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ფულის ქეისის წაღება შეძლეს. გატაცებული თანხის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია. პოლიცია თავდამსხმელების ვინაობის დადგენაზე მუშაობს. ამოღებულია ახლოს მდებარე სათვალთვალო […]
იტალიაში ქართველი კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა – ვიდეო
იტალიაში 43 წლის ასაკში გავლენიანი ქართველი კანონიერი ქურდი ჯემალ მიქელაძე გარდაიცვალა, რომელსაც კრიმინალურ წრეებში “ჯემო თბილისკის” სახელით იცნობდნენ. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზად კოკაინით ზედოზირება სახელდება. ჯემალ მიქელაძე კანონიერი ქურდების ოჯახის ბოლო წარმომადგენელი გახლდათ. მისი ძმა, კანონიერი ქურდი მამუკა მიქელაძე 52 წლის ასაკში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ ერთი თვის წინ გარდაიცვალა. ასევე კანონიერი ქურდი გახლდათ ჯემალ მიქელაძის […]










