კატეგორია: სამართალი

42 წლის გიზო ბოჭორიშვილი პოლონეთში ნაქირავებ ბინაში მოკლეს

პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გიზო ბოჭორიშვილი მოკლეს. 42 წლის მამაკაცს ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება. წარმოშობით ზუგდიდელი მამაკაცი ნაქირავებ ბინაში მოკლეს. მკვლელობის მოტივად სიმთვრალე და ურთიერთშელაპარაკება სახელდება.

თურქეთი ლავას ოღლის საქართველოში ექსტრადირებაზე უარს ამბობს?! – რა ელის გავლენიან კანონიერ ქურდს

როგორც მოსალოდნელი იყო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ქუთაისის სასამართლოს მიერ მინდია გორაძის (იგივე ლავას ოღლის) მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ე.წ. “კანონიერ ქურდს” პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და თუ მას ქართველი სამართალდამცავები დააკავებენ, ციხეში 12 წლის გატარება მოუწევს. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით […]

ბელგიაში ბანკის ძარცვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

ბელგიის პოლიციამ 27 წლის საქართველოს მოქალაქე დააკავა, რომელსაც ბრალად ანტვერპენში ბანკი BNP Paribas Fortis-ის გაძარცვა ედება. აღნიშნული ბანკის ძარცვა გასულ კვირას მოხდა. მძარცველებმა ბანკის საცავებში შესაღწევად ბანკის მოპირდაპირე შენობიდან ორი მიწისქვეშა გვირაბი გათხარეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მძარცველებმა დაახლოებით 30 პერსონალური სეიფი გატეხეს. სავარაუდოდ, აღნიშნულ სეიფებში ბანკის კლიენტებს ბრილიანტები და ოქროულობა ჰქონდათ შენახული. ინტერპრესნიუსი

”300 ლარი ჩანთიდან ამოაცალეს” – რა მოხდა თბილისში გაზის გაჟონვით დაღუპული ძმების დაკრძალვაზე

თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი ძმები ვახო და ჯონი ყაზიშვილები სოფელ ბერბუკში დაკრძალეს. ძმები ყაზიშვილები გორის რაიონის სოფელი ზემო არცევიდან დევნილები იყვნენ. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მშობლიურ სახლში მხოლოდ მამა დარჩა საცხოვრებლად. “გასვენება იყო, ყველა წასულები ვიყავით, ჯერ ეკლესიაში იყო დასვენებული და მერე დაკრძალეს. სახლში მოსულებმა შენიშნეს, რომ 300 ლარი აღარ იყო. ჩანთიდან ამოაცალეს. […]

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს – შვილმოკლულმა მამამ დაზიანებები მიიღო

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს – შვილმოკლულმა მამამ დაზიანებები მიიღო ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოში შევიდა. თუმცა დაცვამ სარალიძე პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა. სარალიძე მტავარ პროკურორთან შეხვედრას ითხოვს. თუმცა პროკურატურა მას მიმდინარე საქმეების პროკურორებთან შეხვედრებს სთავაზობს.

თამარაშვილზე დაჭრილები ლევან კეშელავა და რამაზ ცატავა არიან

“პრაიმტაიმის” ინფორმაციით, თამარაშვილზე 5 თებერვალს სროლის შედეგად დაჭრილები 43 წლის ლევან კეშელავა და 49 წლის რამაზ ცატავა არიან. დაჭრილები ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები და ორივეს ოპერაცია უტარდება. როგორც “პრაიმტაიმს” კლინიკაში უთხრეს, ერთ-ერთი დაჭრილის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  19-109-ე და 236-ე […]

იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა მავთულზე, რომლითაც ნანიკო ბერიაშვილის ცხედრის ხელ-ფეხი იყო შეკრული

ექსპერტიზის დასკვნით, მავთულზე, რითიც გორში მოკლული 9 წლის ნანიკო ბერიაშვილის ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული, იაგო ნებიერიძის დნმ ამოვიდა. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ბერიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განუცხადა. ადვოკატი ვარაუდობს, რომ მკვლელობაში ბრალდებულმა ხელ-ფეხშეკრული გოგონა მკვლელობის შემდეგ ხელის ურიკაზე მოათავსა, რათა ამ გზით შემთხვევის ადგილამდე გადაეადგილებინა. „დნმ-ის პასუხი მოვიდა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ გარდაცვლილი ბავშვის ცხედარს ხელ-ფეხი […]

5 გასროლა და 2 დაჭრილი თამარაშვილზე – ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების შედეგად 2 ადამიანია დაჭრილი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა. ორივე მათგანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაჭრილები კერძო მანქანით გადაიყვანეს. რაც შეეხება გამოძიებას, “ნიუპოსტს” სშ სამინისტროში განუცხადეს, რომ დაჭრის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. თვითმხილველების […]

თამარაშვილზე მამაკაცი დაჭრეს – ორმხრივი სროლა თბილისის ცენტრში

თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. თვითმხილველების განცხადებით, მამაკაცი სროლის შედეგად დაიჭრა და ის იქვე მყოფმა ახალგაზრდებმა ავტომობილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თვითმხილველების ინფორმაციით, გასროლას სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა წინ. მათივე ინფორმაციით, მათ 5 გასროლის ხმა გაიგეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ავტომობილი, რომლიდანაც ცეცხლი გახსნეს, შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარზე ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მათ შორის ერთ-ერთი ვერსიით, […]

საზარელი ფაქტი გორში – 14 წლის შვილის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

საზარელი ფაქტი მოხდა გორში – პოლიციამ 14 წლის შვილის მიმართ სექსუალური ქმედების ბრალდებით მამა დააკავა. შინაგან სამეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, არასრულწლოვანი გოგონა სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ უკვე გადაყვანილია სოციალური მომსახურების სააგენტოს საოჯახო ტიპის სახლში. “შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, […]