კატეგორია: სამართალი

ტაქსისტ ზაზა გუმბერიძის ცემაში ბრალდებული პოლიციაში 1996 წელს მუშაობდა

აეროპორტის გზაზე მომხდარ დაპირიპირებაში მონაწილე ორი პირი დაკავებულია – ამის შესახებ “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. საუბარია მოქალაქე ზაზა გუმბერიძის ცემის ფაქტზე, რომელიც ყვება, რომ მას სასტიკად იმის შემდეგ გაუსწორდნენ, რაც შესაბამისი ამკრძალავი ნიშნის გამო გზის დათმობა ვერ შეძლო. მძღოლი აცხადებს, რომ თავდამსხმელები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან, რასაც გახარია უწყებაში კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, […]

ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარ ექიმ ირაკლი მერკვილაძეს ორწლიანი პატიმრობა შეუფარდეს

ქუთაისის #2 სამშობიაროს მთავარ ექიმს, ირაკლი მერკვილაძეს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ორწლიანი პატიმრობა შეუფარდა. ექიმი სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს. საქმე ეხება 5 წლის წინ მომხდარ შემთხვევას. მერკვილაძეს მოქალაქე შვილის გარდაცვალებაში დებს ბრალს. როგორც imedinews-ს დაზარალებულმა ალა მატინოვამ განუცხადა, ამ დღეს ის 5 წელი ელოდა, მას შემდეგ, რაც მისი 22 წლის შვილი მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. მატინოვას თქმით, გარდაცვალების […]

ტაქსისტი ზაზა გუმბერიძე აეროპორტის გზაზე სასტიკად ცემეს – ოჯახი ამბობს, რომ თავდამსხმელები პოლიციელები იყვნენ

აეროპორტის გზაზე, შეიარაღებული პირები ტაქსის მძღოლს სასტიკად გაუსწორდნენ, რომელიც სასტიკადაა ნაცემი და საავადმყოფოშია მოთავსებული. ზაზა გუმბერიძის თქმით, მას სასტიკად იმის შემდეგ გაუსწორდნენ, რაც შესაბამისი ამკრძალავი ნიშნის გამო გზის დათმობა ვერ შეძლო. მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 2 პირი. დაზარალებულის ოჯახის წევრების თქმით, თავდამსხმელები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან. – მიწაზე წააქციეს, უმოწყალოდ სცემდნენ და მუშები რომ არ […]

გოგიტა დალაქიშვილს ღარიბაშვილი ალასანიას, სუბარის და კბილაშვილის წინააღმდეგ აქციების მოწყობას სთხოვდა? – რატომ დააკავეს “ქართული ოცნების” აქტივისტი

“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტის გოგიტა დალაქიშვილის დაკავებას სერიოზული მითქმა-მოთქმა მოჰყვა. დალაქიშვილს ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროიდან იცნობს. ის აქტიურად მონაწილეობდა ნაციონალების წინააღმდეგ მოწყობილ საპროტესტო აქციებში. გოგიტა დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით ოფიციალურად ასეთი განცხადება კეთდება: – შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების […]

ვინ გადასცა ჩანაწერების სანაცვლოდ 3.000 ლარი “ოცნების” ყოფილ აქტივისტს – შსს დალაქიშვილის საქმეზე ოპერატიულ ვიდეოს ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერის გოგიტა დალაქიშვილის საქმეზე ოპერატიულ ვიდეო მასალას ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული მოქალაქე დ.ე.-ს მისთვის საინტერესო კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებას დაჰპირდა, სანაცვლოდ კი 3.000 ლარი მოსთხოვა. სამართალდამცველებმა გ.დ. თბილისში, მეტროსადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მას შემდეგ დააკავეს, როდესაც მას დ.ე.-მ მოთხოვნილი თანხა გადასცა. ნიუპოსტი

მუშტაიდის ბაღთან შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს

დავით ყიფიანის ქუჩაზე, მუშტაიდის ბაღთან შუახნის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ინფორმაცია „პირველს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

გოგიტა დალაქიშვილის სახლიდან ამოღებულ ჩანაწერებში “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნები ფიგურირებენ?

“ქართული ოცნების” ყოფილი მხარდაჭერის გოგიტა დალაქიშვილის დაკავების ირგვლივ ახალი, სკანდალური დეტალები ხდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაკავებულის სახლიდან ამოღებულ ფარულ ჩანაწერებში, მმართველი პოლიტიკური გუნდის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. “ნიუპოსტი” დაკავებულის ადვოკატს, ირმა ჭკადუას დაუკავშირდა. მისი თქმით, ის მისი დაცვის ქვეშ მყოფს უახლოეს წუთებში შეხვდება. მანამდე კი აღნიშნა, რომ “გოგიტა დალაქიშვილის სახლიდან ფარული ჩანაწერები არ არის ამოღებული”. ჭკადუას სჯერა, […]

 დადგინდა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ, ასევე ტყვიაზე სისხლის გარდა, მისი დნმ-ის კვალიც ვერ დაფიქსირდა

პანკისის ხეობაში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ახლო მანძილიდან არ უსვრიათ. ამის შესახებ პროკურატურის მიერ ჩატარებული ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნაშია საუბარი, რომელსაც მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი გაეცნო. გარდა ამისა, ადვოკატის ინფორმაციით, ექსპერტიზამ ტყვიაზე, რომელიც მაჩალიკაშვილს მოხვდა, სისხლის კვალის გარდა, ვერც გარდაცვლილის დნმ-ის კვალი დააფიქსირა, ვინაიდან „ტყვიის ფრაგმენტი საკმარისი ზომის არ იყო“. „ტყვიაზე არც […]

თბილისში ”დელფოსის” მაღაზია გაქურდეს

პეკინის გამზირზე “დელფოსის” მაღაზია გაქურდეს. არსებული ინფორმაციით, მაღაზიიდან ძვირფასეულობა არ არის წაღებული, თუმცა წინასწარი ინფორმაციით თანამშრომლებს სალაროდან ფული წაღებული დახვდათ. როგორც “ნიუპოსტს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით აღიძრა, რაც ქურდობას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ.

“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია – რა კავშირი აქვს ამას ირაკლი ღარიბაშვილთან?

“ქართული ოცნების” ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი დაკავებულია, მას ბრალს დღეს წარუდგენენ. დალაქიშვილს კერძო საუბრების საიდუმლოების დარღვევაში ადანაშაულებენ. სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მისი სახლიც. დალაქიშვილის ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით მას ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი და არც საქმის მასალები მიუღიათ, ამიტომ ბრალდებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს. გასულ წელს „ქართული ოცნების“ ყოფილი მხარდამჭერი მმართველი გუნდისა და შსს-ს […]