კატეგორია: სამართალი

თელავში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თელავში მკვლელობა მოხდა. 35 წლამდე კაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ის ადგილზე გარდაიცვალა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. მკვლელობის დეტალები და მოტივი ჯერჯერობით უცნობია. იმედინიუსი

თბილისი-რუსთავის მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

ინციდენტი მოხდა ცოტა ხნის წინ თბილისი-რუსთავის საავტომობილო მაგისტრალზე. როგორც “ნიუპოსტს” რუსთავიდან თვითმხილველმა აცნობა, “ბმვ”-ს მარკის ავტომობილი მოულოდნელად აალდა. თვითმხილველთა ინფორმაციით, აალება სავარაუდოდ, ელექტროობის გამო მოხდა. შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია და სახანძრო დახმარების მანქანაა მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გიორგი მუსხელიშვილს, ია მაკასარიას და ლევან დარახველიძეს ლევან ხაბეიშვილი კორუფციაში ამხელს

ანტიკორუფციული სამსახური საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობით დაინტერესდა. “ქართული ოცნების” ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილი “ნიუპოსტის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს, ხოლო გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, რომლებიც საკრებულოს მოქმედი წევრები არიან, კომენტარისგან თავს იკავებენ. ცნობისთვის, სამივე მათგანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კორუფციაში ამხელს. მთავარი ოპოზიციური ძალის წევრი სწორედ ამ საქმის […]

მეგის ქარდავა ნაცემია, მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება

მეგის ქარდავას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება- ამის შესახებს განცხადებას ქარდავას ინტერესების დამცველი, მალხაზ ველიჯანაშვილი, უკრაინელ ადვოკატზე დაყრდნობით აკეთებს. მისი თქმით, ქარდავას უკრაინელი ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული პროცესზე ვერ გამოცხადდა, რადგან ნაცემია და ამ ფაქტს მასთან დაკავშირებულ კრიმინალებს უკავშირებს. – მეგის ქარდავასთან დაკავშირებით საექსტრადიციო პატიმრობაზე პროცესი გაიმართა, ეხებოდა სააპელაციო სასამართლოში იმ გადაწყვეტილების გასაჩივრებას, სადაც 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. […]

ლევან ხაბეიშვილი ანტიკორუფციულ ბიუროში გამოცხადდა

ლევან ხაბეიშვილი მოდულის შენობაში, ანტიკორუფციულ ბიუროში იმყოფება. საქმე შეეხება მის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულოში, კერძოდ კი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში სავარაუდო კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება. ხაბეიშვილის თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ აქამდე წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკმარისად მიიჩნია, რათა დაწყებულიყო გამოძიება და დღეს უწყებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის. საქმე შეეხება საკრებულოს დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების სავარაუდო დასაქმების ფაქტს. იმედინიუსი

ზაზა ხატიაშვილი: “გოგა ონიანი პოლიტპატიმარია”

“ახალი თაობის” კითხვებს  ზაზა ხატიაშვილი  პასუხობს. ზაზა ხატიაშვილი: – ბატონო ზაზა, გოგა ონიანის დაპატიმრებას არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. როგორც ცნობილია, გუშინ ის სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს. ოპოზიციის ნაწილი აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და ონიანს – პოლიტპატიმარს. რას იტყვით თქვენ? – გოგა ონიანის დაკავებას მეც პოლიტიკურს ვუწოდებ და გეტყვით, რატომ. “ქართულ ოცნებას” მინდა ვკითხო, ხუთმა პოლიციელმა, სავარაუდოდ, ჩაიდინა […]

ელჩი ნანობაშვილი: საბერძნეთში წამებისთვის დაკავებულებიდან 3 ქალი სასამართლომდე გაათავისუფლეს

საბერძნეთში საქართველოს ელჩი იოსებ ნანობაშვილი საბერძნეთში საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ მორიგ მიმართვას Facebook-ზე ავრცელებს. მიმართვა შეეხება ქართველების მიერ 85 წლის ქალის გაძარცვის, ცემისა და ცხელი უთოს გამოყენებით წამებას, რის გამოც 8 ქართველი დააკავეს. “საბერძნეთის სამართალდამცავ სტრუქტურებთან ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად, საელჩოს აქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ საქართველოს 3 მოქალაქე ქალბატონი, რომლებთან დაკავშირებითაც ქართული დიასპორის ზოგიერთი წარმომადგენელი წუხილს გამოთქვამდა, მხოლოდ სასამართლო პროცესამდეა […]

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე, ერთ-ერთ სკვერში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ 1tv-ი წერს. მეზობლების თქმით, გარდაცვლილი 25 წლის კაცი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მერაბიშვილი ციხიდან ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ გაიყვანეს – ზვიად კუპრავა დეტალებს ყვება

“სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას იხსენებს და აღნიშნავს, რომ ყოფილი პრემიერი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ გაიყვანეს. ამის შესახებ მან გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა. “რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანას, ეს მოხდა გვიან ღამით, როდესაც ვანო მერაბიშვილის საკანი გააღო აღნიშნული ციხის დირექტორმა, შოთა თუთარაშვილმა და მისმა მოადგილემ, […]

ხულოში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს

ხულოს სოფელ კვატიაში მე-11 კლასის მოსწავლე გოგონა ჩამომხრჩვალი იპოვეს. ამის შესახებ ipress-ი წერს. შემთხვევა ხულოში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ. ნიუპოსტის ცნობით, გოგონამ თავი საკუთარ საცხოვრებელ სახლში ჩამოიხრჩო. შემთხვევის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა. სკოლის დირექტორი ამბობს, რომ […]