ფოთის საკრებულოს წევრი „პატრიოტთა ალიანსიდან“ მალხაზ ბუკია უაქციზო სიგარეტების გადატანის საქმეზე დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მომხდართაბ დაკავშირებით დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს. ნიუპოსტი
კატეგორია: სამართალი
დააკავეს ბათუმის მერიის თანამშრომელი
სამართალდამცველებმა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ბათუმის მერია ავრცელებს. „მიმდინარე წლის 20 სექტემბერს სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკავებული იქნა ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი სპეციალისტი. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ბათუმის მერია თანამშრომლობს და ხელს უწყობს მიმდინარე გამოძიებას, რათა საქმეზე დადგინდეს ობიექტური ჭეშმარიტება. გვინდა ხაზგასმით […]
მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს მიმართავს – „კარგად მისმინე! მიბრძანდი ტვ „იბერიაზე“ და ბოდიში მოიხადე!“
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი მეუფე იაკობს სასამართლოი უჩივლებს. საუბარია მეუფე იაკობის განცხადებაზე, სადაც იგი მიხეილ რამიშსვილს მეუფე პეტრეს „მაბეზღარას“ უწოდებს. ტელეკომპანია „იბერაიას“ ეთერშსი საუბრისას, ადვოკატმა განაცხადა, რომ მეუფემ ამ განცხადებით მისი პირადი ღირსება შეურაცხყო: – კარგად მისმინე! მიბრძანდი ტვ „იბერიაზე“ არჩილ გამზარდიას გადაცემაში, სადაც ბრძანდებოდი და ბოდიში მოიხადე იმ ცილისწამებისთვის,რომელიც გააჟღერე ჩემი მისამართით […]
ზესტაფონში პოლიციის ყოფილი უფროსის, დავით გიგაშვილის, ბინა გაქურდეს
ზესტაფონში პოლიციის ყოფილი უფროსის დავით გიგაშვილის ბინა გაქურდეს. წაღებულია ოქროს ნაკეთობები. მეზობლების ინფორმაციით, დამნაშავეებს სავარაუდოდ სახლის გასაღები ჰქონდათ, რადგან კარი გატეხილი არ არის. გიგაშვილი ზესტაფონის რაიონული სამმართველოს უფროსის პოზიციას იკავებდა, თუმცა შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გაათავისუფლეს. შსს-მ გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო. ნიუპოსტი
მამა გიორგი მამალაძე – ”პროკურორი ჯარჯი წიკლაური ჩემგან პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას ითხოვდა… პროკურატურაში მომთხოვეს მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილის თანამონაწილეობის აღიარება ჩემი თავისუფლების სანაცვლოდ”
– მიუხედავად ბრალისა, რომელიც შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებას გულისხმობდა, პროკურორი ჯარჯი წიკლაური ჩემი ადვოკატების თანდასწრებით პატრიარქის მკვლელობის მომზადების აღიარებას ითხოვდა. ამის შესახებ ციანიდის საქმეში მსჯავრდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ, სასამართლო პროცესზე, საბოლოო სიტყვისას განაცხადა. შესაბამის აუდიო ჩანაწერს ”ტვ პირველი” ავრცელებს. – ბატონო მოსამართლე, აეროპორტიდან გატაცებისთანავე ჩემზე დაიწყო ფსიქოლოგიური ზეწოლა, მთხოვდნენ კათოლიკოს-პატრიარქის მოკვლის გეგმას. პროკურატურაში მომთხოვეს მეუფე […]
სტრასბურის სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის სარჩელი “გვანცა ყუფარაძე საქართველოს წინააღმდეგ” ახლანდელმა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა 2010 წელს მოამზადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1992 წელს დაბადებული გვანცა ყუფარაძის საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაქვეყნა. სასამართლომ გვანცა ყუფარაძის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ არ დააკმაყოფილა. გვანცა ყუფარაძის ადვოკატები სისხლის სამართლის პროცედურების სამართლიანობასა და პატიმრობის პირობებს ასაჩივრებდნენ. ყუფარაძე მიიჩნევდა, რომ სისხლის სამართლის საქმის […]
რუსთავი 2-ზე კიბერშეტევისთვის 18 წლის ბიჭი დააკავეს – ”მაინტერესებდა, როგორი დაცვა ჰქონდა ვებ გვერდს”
“რუსთავი 2”-ის ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერ შეტევის ავტორი დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. – მიზანი იყო, რომ დამედგინა, როგორი დაცვა ჰქონდა “რუსთავი 2”-ის ვებ გვერდს ასეთი სახის კიბერ შეტევის მიმართ, – განაცხადა დაკავებულმა დაკითხვისას. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველომ მიმდინარე წლის 19 სექტემბერს ტელეკომპანია „რუსთავი-2“-ის ვებ გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე გამოძიება […]
ბიზნესმენ ფადი ასლის მოსამართლის სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოდან აცნობეს, პირველად მართლმსაჯულების ისტორიაში, მოსამართლემ ბიზნესმენის მხრიდან შელახული პატივი და ღირსება სასამართლოს მეშვეობით აღიდგინა. მოპასუხე ფადი ასლის დაევალა სასამართლოს მიერ დადგენილი ფორმით, მოსამართლის პატივისა და ღირსების აღდგენის მიზნით ცნობის გამოქვეყნება სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ იმ მედია საშუალებებში, სადაც სადავო ინფორმაცია მოპასუხის მხრიდან გაჟღერდა. სასამართლომ ნაწილობრივ […]
ავტოსაგზაო შემთხვევა ოზურგეთში-დაშავებულია სამი ახალგაზრდა
რამდენიმე წუთის წინ, ოზურგეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა.ორივე მათგანი ოზურგეთის “მედალფას” კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. როგორც ცენტრის დირექტორმა, დავით მდინარაძემ გვითხრა, სამედიცინო ცენტრში ორი ახალგაზრდა არის შეყვანილი, რომელთან შესაბამისი პროცედურები უტარდებათ. შემთხვევა ზურგეთში, რუსთაველისა და გურამიშვილი ქუჩების კვეთაში მოხდა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა “ნისანი” და “მიტსუბიშის” შავი ფერის ჯიპი შეეჯახა. “ნისანს” ქალბატონი […]
თემქაზე დაჭრილი ზვიად ლურსმანაშვილის საქმეზე მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი დაკითხეს
26 წლის ზვიად ლურსმანაშვილს, რომელიც გუშინ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობენ. ექიმის განცხადებით მისი მდგომარეობა სტაბილურია, მისი თქმით დაშავებულს – აღენიშნება მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები კისრის, ზურგის და დუნდულის მიდამოებში. გაუკეთდა ჭრილობების პირველადი ქირურგიული დამუშავება, რაიმე ისეთი დაზიანება, ღრუში შემავალი ჭრილობა არ აღენიშნება, – განაცხადა საავადმყოფოს წარმომადგენელმა. ზვიად ლურსმანაშვილი ამერიკის მოქალაქეა და შემთხვევისას მეგობართან, […]










