კატეგორია: სამართალი

დავით ხარშილაძე – ”მოვითხოვ ჩამდები პოლიციელების დასჯას”

ჟურნალიტ ელისო კილაძის შვილმა დავით ხარშილაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ “ჩამდები პოლიციელების” დასჯას აუცილებლად მოითხოვს. – ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ უკვე ხელისუფლებიდან წასული ჯგუფის ბინძური პროვოკაცია აღკვეთილი იქნა სასამართლოს მიერ და ამისთვის მადლობა სასამართლოს. ვაპირებ სამართლებრივი პროცედურების გაგრძელებას. აუცილებლად მოვითხოვ იმ ჩამდები პოლიციელების დასჯას. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანისთვის ცხადია, რომ დედაჩემის […]

ელისო კილაძის შვილი, დათო ხარშილაძე, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო – ”მეგონა, ჩემს შვილს დარბაზში დააპატიმრებდნენ”

დღეს ნარკოტიკების შეძენა-შენახვაში ბრალდებული დავით ხარშილაძე თბილისის საქალაქო სასამართლომ გაამართლა. მას გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე ედავებოდა. დავით ხარშილაძის დედა, ჟურნალისტი ელისო კილაძე, ფეისბუქზე დღის განმავლობაში ემოციებს ასე გამოხატავდა: 4 საათის წინ მან ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: თბილისის საქალაქო სასამართლოს განრიგში დათოს დღევანდელი პროცესი გამორჩენილია. ადვოკატი მოსამართლის თანაშემწეს ელაპარაკა, პროცესი გაიმართება 16:00, მეთოთხმეტე […]

ბიზნესმენი ნისიმ ელბახარი: “ჩემი გადაგდება ისრაელის  ელჩმა, შაბთაი ცურმა და მისმა სიძემ გადაწყვიტეს”

ებრაელი ბიზნესმენი ნისიმ ელბახარი მიმართავს საქართველოს მთავრობას, რომ ის, როგორს ინვესტორი, მოატყუეს და “გადააგდეს”. საწარმო, სადაც მას 25% წილი აქვს მუშაობს, მაგრამ, როგორც ბიზნესმენი, აცხადებს, მას არაფერი მიუღია. ნისიმ ელბახარი აცხადებს, რომ მისი “გადაგდება” ისრაელის ყოფილმა ელჩმა და მისმა სიძემ მოახერხეს. – მე წარმოვადგენ კომპანიის 25-პროცენტიანი წილის მფლობელს. ჩვენი პირველი დაკავშირება მოხდა მრავალი წლის წინ, […]

ამბროლაურთან ტრაილერი ეზოში შევარდა და სახლის აივანს დაეჯახა – დაიღუპა 3 ადამიანი

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოტევში ავტოსაგზაო შემთხვევისას 3 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს. რაჭა-ლეჩხუმის გუბერნატორ არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ამბროლაურის მიმართულებით მოძრავი ტრაილერი, რომელსაც ასფალტის სატკეპნი მანქანა გადაჰქონდა, ადგილობრივი მოსახლის ეზოში შევარდა, დაანგრია ავტოფარეხის შენობა და სახლის აივანს დაეჯახა. სახლის მცხოვრებლები შემთხვევის შედეგად არ დაშავებულან, ტრაილერში მჯდომი სამივე პირი კი გარდაიცვალა. იმედინიუსი

პროკურატურამ პაატა ბურჭულაძის ფონდის საქმეზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს მთავარ პროკურატურაში ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა […]

პროკურატურამ მაკა ჩიჩუას ძმას, მიხეილ მგალობლიშვილს, საპროცესო შეთანხმებაზე უარი უთხრა

საქართველოს პროკურატურა მაკა ჩიჩუას ძმისთვის, მიხეილ მგალობლიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს. ამის მიზეზად პროკურატურა მგალობლიშვილის კრიმინალურ წარსულს ასახელებს. ინფორმაციას სააგენტო ipn-ი ავრცელებს. “მიხეილ მგალობლიშვილი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარებისთვის ბრალდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი სრულად სცნო დამნაშავედ. შემდგომ აღნიშნული განაჩენი […]

პოლიციამ ბეჟან გუნავა დააკავა

„პატრიოტთა ალიანსის“ სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე დააკავეს. მას წინააღმდეგობის გაწევისა და წვრილმა ხულიგნობას ედავებიან.ხმაური და დაპირისპირება თბილისის პარლამენტის შენობასთან ბანერის დადგმას მოჰყვა, რის საშუალებასაც აქციის მონაწილეებს პოლიცია არ აძლევდა, თუმცა საბოლოოდ პარტიის წევრებმა ბანერი ნებართვით მაინც განათავსეს. – ძალიან სამწუხაროა, რომ ექსცესები ახლდა ამას თან. მაგრამ მნიშვნელოვანია აქ გადაწყვეტილება. მე საჯაროდ […]

ბათუმში ბავშვთა პორნოგრაფიის გავრცელებისთვის უკრაინელი ქალი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პარიზის ინტერპოლის მიერ 2017 წლის აგვისტოდან წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქე, 1983 წელს დაბადებული ტ.ჩ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე დააკავეს. ტ.ჩ.-ს ბრალი ედება საფრანგეთის რესპუბლიკის სისხლის […]

ზვიად ლურსმანაშვილმა თავდამსხმელს პისტოლეტიდან ესროლა _ თემქაზე თავდასხმის დეტალები

თემქაზე დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში რჩება. ზვიად ლურსმანაშვილის მკურნალი ექიმის ინფორმაციით, საავადმყოფოში შეყვანის მომენტში ბიჭს გულმკერდის ზედა, უკანა არეში ბასრი საგნით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა. – 26 წლის ამერიკის მოქალაქე მოყვანილია სასწრაფო ბრიგადის მიერ, რომელსაც კისრისა და გულმკერდის მიდამოში მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა. სასწრაფო ჩვენებით ჩაუტარდა ქირურგიული მკურნალობა. ამჟამად პაციენტი იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში. მისი […]

რატომ დაჭრეს თემქაზე აშშ-ის მოქალაქე ზვიად ლურსმანაშვილი და რატომ იმყოფებოდა მასთან მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი

“კურიერმა” თემქაზე მომხდარი თავდასხმიდან რამდენიმე წუთში გადაღებული კადრები მოიპოვა. მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეომასალაში თვითმხილველის ხმა ისმის, რომელიც იარაღზე საუბრობს. ზვიად ლურსმანაშვილს, რომელიც ამერიკის მოქალაქეა, ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდის არეში და ფეხზე საძილე არტერიასთან. თავდასხმის დროს ლურსმანაშვილთან ერთად მისი მეგობარი, მომღერალი თიკო მოსემღვდლიშვილი იმყოფებოდა. ის პოლიციაში დაკითხეს, ხოლო ჟურნალისტების გამოჩენის შემდეგ […]