კატეგორია: სამართალი

დავით ქაცარავა: „ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა“

ერთ-ერთ კერასთან ბოთლის ნამტვრევები ვიპოვეთ, რომელსაც სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის სუნი ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა, დავით ქაცარავამ განუცხადა, რომელიც რამდენიმე დღეა ბორჯომის ხეობაში მოხალისედ მუშაობს. მისი თქმით, ნაპოვნ მასალას და შესაბამისი ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას სამართალდამცველებს დღეს მიაწვდიან. – სანამ სამართალდამცველები არ იტყვიან რამეს, დივერსიაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ბოთლის ნამსხვრევებს სპეციფიური, სავარაუდოდ, ბენზინის […]

საშინელი ავარია ლანჩხუთთან – დაიღუპა ოჯახის 5 წევრი

სოფელ ჩიბათში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვია. მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თვითმხილველებმა აცნობეს, ტრაილერს მისაბმელი მოწყდა, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მსუბუქ ავტომობილში მყოფი 6 მგზავრიდან 5 დაიღუპა, 1 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები ერთი ოჯახის წევრები არიან. ტრაილერის მძღოლი ყაზახეთის მოქალაქეა. […]

გაჩიანში მამაკაცი სცემეს და გააუპატიურეს

გაჩიანში მამაკაცის წამებისა და გაუპატიურების ფაქტი დაფიქსირდა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეჭვიანობის ნიადაგზე რამდენიმე პირმა შუახნის მამაკაცი სოფლის ბოლოში გაიყვანა, ჯერ სცემა და შემდეგ კი გააუპატიურა. დაზარალებული საავადმყოფოშია გადაყვანილი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ. სისხლის სამართლის საქმე 144 პრიმა მუხლით არის აღძრული. ხუთი პირი გამოძიებამ ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებს უკვე იდენტიფიცირებული ჰყავთ […]

ბორჯომში პოლიცია დამსვენებლებს ამოწმებს – მღებრიშვილი ინფორმაციას ადასტურებს

დამსვენებლების ინფორმაციით, საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მყოფ მოქალაქეებს ამოწმებს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” ლიკანში მყოფმა ერთ-ერთმა დამსვენებელმა განუცხადა, სასტუმროში, სადაც იმყოფებოდა, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ, მოქალაქეების პირადობის მოწმობებითა და სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაციით დაინტერესდნენ. – ამოწმებენ ყველას, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, მოითხოვეს პირადობები, ნომრები და სამუშაო ადგილები, – განუცხადა ”ინტერპრესნიუსს” ლიკანში მყოფმა დამსვენებელმა. სააგენტომ საკითხის […]

საქართველო-რუსეთის საზღვარზე ოსი და სომეხი მძღოლები ერთმანეთს დაერივნენ

საქართველო-რუსეთის საზღვარზე, დარიალის ხეობაში, სიტუაცია დაძაბულია. ამჯერად დაძაბულობის მიზეზი პოლიტიკას არ უკავშირდება და არც ქართულ-რუსული ურთიერთობებია დამნაშავე. დაძაბულობისა და ჩხუბის მიზეზი საზღვარზე არსებული რიგი გახდა. ოსური გამოცემების ცნობით, აქ ჩხუბი ლამის ყოველდღე ხდება, თუმცა აქამდე მძღოლები და მგზავრები სიტყვიერი დაპირისპირებით იფარგლებოდნენ. მერე მიხვდნენ, რომ სიტყვა ყოველთვის არ ჭრის და მუშტებიც მოიშველიეს. ყველაზე ხშირად ერთმანეთში სომეხი […]

ქობულეთი-გურიის გზაზე ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ, დაშავებულია 28 მგზავრი

ქობულეთი-გურიის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 28 მგზავრი დაშავდა. ისინი ქობულეთში სხვადასხვა საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ოთხი მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ადგილზე აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე მივიდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა, ერთმანეთს მიკროავტობუსები შეეჯახნენ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების […]

პატიმრების მანქანა ავტობანზე სატვირთოს დაეჯახა

რამდენიმე წუთის წინ ავარია მოხდა დასავლეთისკენ მიმავალ ცენტრალურ ავტობანზე, რის გამოც მოძრაობა შეფერხდა. ერთმანეთს სატვირთო მანქანა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმრების გადასაყვანი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებულია მძღოლი, რომელიც მიკროავტობუსს მართავდა. ის გორის უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლები. სასჯელაღსრულების დეპარტამენის მანქანა მთლიანად დამტვრეულია. შემთხვევის დროს ორივე ავტომობილში მხოლოდ მძღოლები იმყოფებოდნენ. იმედინიუსი

ვახტანგ გომელაური: „მსგავს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას“

მსგავს სტიქიურ უბედურებებთან გამკლავების პრობლემა ყველა ქვეყანაში დგას, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა. როგორც მან ბორჯომში, ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ასეთი პრობლემა დგას აშშ-შიც, სადაც ხანძარს კვირების და თვეების განმავლობაში ვერ უმკლავდებიან. – თვით აშშ-შიც კი უჭირთ ასეთ სტიქიურ უბედურებებთან გამკლავება, როგორიც არის ხანძარი. მათ ყველაზე ძლიერი მეხანძრეები ჰყავთ, თუმცა მსგავს […]

ბორჯომის ხეობაში მოხალისეები ჩავიდნენ

ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობაში მეხანძრეებთან ერთად მოხალისეებიც არიან ჩართულები. მოხალისეთა ჯგუფი იმ ადგილებში მუშაობს, სადაც ხანძრის ნაკლები კერაა. როგორც ერთ-ერთმა მოხალისე დავით ცაბოშვილმა აღნიშნა, მოხალისეები ბორჯომში დღეს დილით ჩამოვიდნენ. – მოწოდებების მიუხედავად, რომ მოხალისეები არ ჩამოვსულიყავით, 13 ივნისის მოვლენებმა გვაჩვენა, რომ მაინც საჭიროა მოხალისეთა მუშაობა. მოხალისე ყოველთვის იპოვის იმ საქმეს, რომელიც უნდა შეასრულოს. ჩამოვედით […]

ანა ხელაძის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ციხეში ფსიქოლოგები მუშაობენ

უზნაძის ქუჩაზე მამიდაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რობერტ ახალაიასთან ფსიქოლოგები მუშაობენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ბრალდებულის ადვოკატმა ოლგა გეჯაძემ განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალაიასთან ამჟამად სასჯელაღსრულების დაწესებულების ფსიქოლოგები მუშაობენ. რაც შეეხება სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, ადვოკატის თქმით, მისი პასუხი ჯერჯერობით გამოძიებას არ მიუღია. – ამჟამად ნორმალურად არის, არაფერი პრობლემა არ აქვს ჯანმრთელობის მხრივ. ციხის ფსიქოლოგები მუშაობენ მასთან. ასეთ სიტუაციებში […]