კატეგორია: სამართალი

ძლიერი ხანძარი ხაშურში – ცეცხლი ყოფილი კავშირგაბმულობის შენობას უკიდია

ძლიერი ხანძარია ამ წუთებში ხაშურში. იმერეთის ქუჩაზე, ყოფიფილი კავშირგაბმულობის ორ სართულიანი შენობა იწვის. „ნიუპოსტის“ კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლის ჩაქრობას მეხანძრეები უკვე 20 წუთია ცდილობენ. ადგილობრივი მოსახლეობა შიშობს, რომ თუ ხანძრის ლოკალიზება დროულად არ მოხდა, არსებობს ცეცხლის საცხოვრებელ სახლებზე გადადების საფრთხე.

ხანძარი აშშ-ის საელჩოსთან – დამწვარია 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი

 აშშ-ის საელჩოსთან ხანძარი ხმელ ბალახს გაუჩნდა, დაიწვა 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობი. ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში აცხადებენ, ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. ადგილზე 2 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს.

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპატიმროდან უშვებენ

სამშენებლო კომპანია “ცენტრ პოინტის” დამფუძნებლებსა და პროკურატურას შორის საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, უახლოეს ორ კვირაში დაიდება. შესაბამისად, მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილიც საპატიმროს დატოვებენ, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან დაზარალებულები, რომლებიც ჯერ ობიექტებზე მშენებლობის დასრულებას ითხოვენ. როგორც კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ რჩეულიშვილი ამბობს, “ცენტრ-პოინტი” იყიდება და დაზარალებულების მოთხოვნას უკვე ახალი კომპანია შეასრულებს. გუკა რჩეულიშვილის თქმით, “ცენტრ პოინტის” აქტივების […]

ვეფხვია ღვალაძე – ,,სოსო ქადაგიშვილმა გრაფინი მესროლა და ჯანყარაშვილი თავში მირტყამდა… დამემუქრნენ ოჯახს ამოგიხოცავთო“

ვეფხვია ღვალაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან შიმშილობას იწყებ, ღვალაძე არის პირი, რომელიც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებს ზეწოლაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, მას და მის 10 შვილს ე.წ. კახური კლანის წევრები ემუქრებიან. საქმე ეხება დაახლოებით 4 წლის წინ მომხდარ ინციდენტს. ვეფხვია ღვალაძის თქმით, მას ირაკლი ღარიბაშვილის ნათესავებმა ზვიად ჯანყარაშვილმა და იოსებ ქადაგიშვილმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. […]

ავარია თბილისში – 3 ადამიანი დაშავდა

თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. სამედიცინო პერსონალის განცხადებით, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ნიუპოსტი

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მამაკაცი დააყაჩაღეს

უცნობმა პირებმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკში მამაკაცი დააყაჩაღეს. ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცს სხეულზე დაზიანებები აღენიშნება. მისი საცხოვრებელი სახლიდან კი წაღებულია თანხა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მიხეილ იაშვილის მეუღლე ჯულიეტა იაშვილი – ”მკვლელობის დროს ჩემი ქმარი სახლში იყო”

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის, მიხეილ იაშვილის, მეუღლე ჯულიეტა იაშვილი აცხადებს, რომ მისი მეუღლის დაკავების შემდეგ სამართალდამცველები მას გამოძიებასთან თანამშრომლობას იძულებით თხოვდნენ. როგორც ჯულიეტა იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სამართალდამცავებმა მას განუმარტეს, რომ ჩვენებაში თუკი იმას არ დაწერდა, რასაც უთითებდნენ, მის მეუღლეს პატიმრობა 15-დან 20 წლამდე შეეფარდებოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ მკვლელობის საქმეში მისი მეუღლე უდანაშაულოა და შესაბამისად […]

პროკურორი შაიშმელაშვილი – ”კახა ძნელაძის მკვლელობას მისი ცოლი, ვანდა იმნაძე, შეესწრო, რომელმაც მიხეილ იაშვილი ამოიცნო”

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის, გია შაიშმელაშვილის, განცხადებით, ამ დროისთვის მოპოვებული მტკიცებულებების თანახმად, კახა ძნელაძის მკვლელობის საქმეში მიხეილ იაშვილის ბრალეულობა იკვეთება. როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა, სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურორების მტიცებულებები და მიიჩნია, რომ ამ ეტაპისთვის ბრალდებულის მიმალვის, მტკიცებულებათა განადგურების და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე არსებობს და შესაბამისად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა. […]

კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ჭონქაძის ქუჩაზე კახა ძნელაძის მკვლელობაში ბრალდებულ მიხეილ იაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუმდგომლობა. სასამართლოს განცხადებით, საქმე ეხება, 16 აგვისტოს, თბილისში, ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას, როდესაც ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, კახა ძნელაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ზურგში სიცოცხლისათვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სასამართლომ მხარეთა განმარტებების […]

კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე – ”ჩემმა ქმარმა მიხეილ იაშვილი იმიტომ სცემა, რომ ის ტაქსებს ფულს სძალავდა”

ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომა განახლდა. საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ მოკლული კახა ძნელაძის მეუღლე ვანდა იმნაძე მივიდა. ის სასამართლოს იმ დარბაზში აპირებდა შესვლას, სადაც ბრალდებულ მიხეილ იაშვილს სასწრაფო დახმარების ბრიგადა დახმარებას უწევდა. ვანდა იმნაძეს უშუალოდ ბრალდებულთან მისვლა სურდა, თუმცა ამის საშუალება მას სამართალდამცველებმა და მანდატურებმა არ მისცეს. – ორმეტრიანი კაცი […]