კატეგორია: სამართალი

ვაკეში რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობისთვის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წელი მიუსაჯეს

ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე მანქანის ხელოსნის რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ცნობილია. განზრახ მკვლელობისთვის 24 წლის კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლიანი პატიმრობა, ხოლო 21 წლის პაატა ხოფერიას დანაშაულის დაფარვისთვის 3 წელი მიესაჯათ. ლაშქარაშვილი მოსამართლემ შეურაცხადად ცნო. ის ჯერ სამკურნალო დაწესებულებაში იმკურნალებს, ხოლო შემდეგ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდის სასჯელს. შემთხვევა 2016 წლის 5 ოქტომბერს ყიფშიძის ქუჩაზე მოხდა. ბრალდების ვერსიით […]

სამტრედიის გზაზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა

სამტრედიის გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა. როგორც Ambebi.ge-ს თვითმხილველმა აცნობა, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომანქანას შეეჯახა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

”თორნიკე კაჭარავას ლიკვიდაცია ზურაბ ადეიშვილს უნდოდა” – რას ყვება დაკავებულის ბიძა

თორნიკე კაჭარავას დაკავებას და მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მისი ბიძა მამუკა ტყეშელაშვილი პირად ანგარიშსწორებას უკავშირებს. როგორც ტყეშელაშვილმა აღნიშნა, 6 წლის განმავლობაში იყო შემოთვლები კაჭარავას მიმართ, რომ ემუქრებოდა საფრთხე და დაიჭერდნენ. ეს შემოთვლები ბოლო 6 თვის განმავლობაში უფრო გააქტიურდა. მისივე თქმით, კაჭარავას დაკავება უკავშირდება წინა ხელისუფლების ერთგულ ადამიანებს შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომლებიც უწყებაში ჯერ […]

პროკურატურაში ფარცხალაძე დაკითხეს – ადვოკატი მოსიაშვილი გამოძიების შეწყვეტას ითხოვს

პროკურატურაში ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დაკითხვა დასრულდა, ის სამართალდამცავებმა კლუბ ელ ცენტროში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით მოწმის სახით გამოკითხეს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ოთარ ფარცხალაძეს მასზე განხორციელებულ ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, თუმცა თავად ფარცხალაძე ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. მისი განცხადებით, ლაშა თორდიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გამოკითხვის დასრულების შემდეგ, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მისთვის მიწების გადაცემის სავარაუდო […]

თორნიკე კაჭარავა – ”ფეხსაცმელების გახდა დამიწყეს… ორ ადამიანს ვყავდი გაკავებული, ერთი კი მირტყამდა”

საქართველოს პრეზიდენტის შვილის მეგობარმა თორნიკე კაჭარავამ დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ დაკავებისას მასზე ფიზიკური ძალადობა განხორციელდა. კაჭარავა აცხადებს, რომ მისთვის თავდაპირველად იარაღის ჩადება უნდოდათ, თუმცა მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ ნარკოტიკული ნივთიერება ჩაუდეს. – შსს-ში როცა მიმიყვანეს, მითხრეს სახელმწიფოსთან ბრძოლაში ვერ მოიგებო, – აცხადებს ბრალდებული. მისი თქმით, დაკავებისა და ჩხრეკის ოქმები არავის წარუდგენია. სასამართლო სხდომაზე ანა მარგველაშვილის […]

ოთარ ფარცხალაძე საგამოძიებო უწყებაში მივიდა – ”ლაშა თორდია არ მიცემია”

ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში, გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიასთან დაპირისპირების საქმეზე ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გამოკითხვა რამდენიმე წუთში დაიწყება. ფარცხალაძე განყოფილებაში ადვოკატებთან – გაგი მოსიაშვილსა და მერაბ ჩიქოვანთან ერთად – ცოტა ხნის წინ მოვიდა. ფარცხალაძე 15:00 საათზე იყო დაბარებული, თუმცა გზებზე შექმნილი საცობის გამო, უწყებაში თითქმის ერთსაათიანი დაგვიანებით მივიდა. ფარცხალაძე აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით გამოიკითხება. […]

“დეკანოზ გიორგი მამალაძეს დასამალი არაფერი აქვს”

ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 19 მაისს იწყება. პროცესზე მხარეები სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარსდგებიან. როგორც დაკავებული დეკანოზის მამა გიორგი მამალაძის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა “ნიუპოსტს” განუცხადა, დაცვის მხარე მყარი არგუმენტებით შეეცდება მოსამართლემ პროცესის დახურვის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილოს. – არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ სხდომა დაიხუროს, მით უფრო რომ იმის გათვალისწინებით, რომ მამა გიორგი პირველივე […]

ოთარ ფარცხალაძეს დღეს დაკითხავენ

საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს ძველი თბილისის პირველ განყოფილებაში დღეს დაკითხავენ. ფარცხალაძე დაკითხვაზე დღეს, 15:00 საათზე უნდა მივიდეს. როგორც ცნობილია ყოფილი მთავარი პროკურორი დაკითხვაზე ადვოკატებთან ერთად მივა. ფარცხალაძე 13 მაისს კაფე ბარ „ელ ცენტროში“ მომხდარი ინციდენტის თაობაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხება.

ტრაგედია ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ოჯახში – ავარიის შედეგად ირაკლი ხახუბიას 21 წლის ბიჭი გარდაიცვალა

ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილი, ავარიის შედეგად გარდაიცვალა. როგორც “ნიუპოსტს” გარდაცვლილი ბექა ხახუბიას მეგობრებმა უთხრეს, ახალგაზრდა გორთან ტრაილერს დაეჯახა. ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ერთი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შსს ოთარ ფარცხალაძის უახლოეს მომავალში გამოკითხავს

ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვა უახლოეს მომავალში მოხდება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში Ipn-ს განუცხადეს. უწყების ცნობით, გამოძიებამ დაასრულა ლაშა თორდიას გამოკითხვა. შესაბამისად, საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, უახლოეს მომავალში მოხდება ოთარ ფარცხალაძისა და სხვა პირთა გამოკითხვაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტში მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს გენერალური აუდიტორის – ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე, დანაშაული […]