კატეგორია: სამართალი

ადვოკატი ფანცულაია: ირაკლი მამალაძის მეორე ჩვენებით ციანიდის საქმეში სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი ჩნდებიან

_ სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი არსად ფიგურირებდნენ და ახლა გამოჩნდნენ ირაკლი მამალაძის ჩვენებაში. ამის შესახებ ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა. როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი აქამდე საქმეში არსად არ იყო ნახსენები, თუმცა პროკურატურამ, მთავარი მოწმე მეორედ დაკითხა და მის მეორე ჩვენებაში უკვე გამოჩნდა […]

დეკანოზი გიორგი მამალაძე: „სიტყვებში “დასაბრედია” და “მარილზე გასაშვებია” არავის მოკვლას არ ვგულისხმობ” _ დეკანოზი ჟარგონისთვის ბოდიშს იხდის

დეკანოზი გიორგი მამალაძე საზოგადოებას სასულიერო პირისთვის შეუფერებლად საუბრის გამო ბოდიშს უხდის. დეკანოზმა სასჯელაღსრულების მეცხრე დაწესებულებიდან, გაზეთ ”კვირის პალიტრას” წერილი გამოუგზავნა, სადაც აღნიშნავს, რომ მის მიერ ნათქვამი სიტყვები – ”დასაბრედია” და ”მარილზე გასაშვებია” არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს მოკვლა სურდა. დეკანოზი წერილში ასევე ადასტურებს, რომ ციანიდს ნამდვილად ეძებდა, თუმცა რისთვის, მისი თქმით, „ეს გამოძიებამაც იცის“. _ […]

ბათუმი: დაკავებულთა დედებმა პროკურორებს აგინეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულთა დედებმა მოსამართლე დავით მამისეიშვილის გადაწყვეტილება, ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, გააპროტესტეს. მათი განცხადებით, მოსამართლემ უსამართლო გადაწყვეტილება მიიღო. დაკავებულთა დედებმა სხდომათა დარბაზში მყოფ პროკურატურის წარმომადგენლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ისინი წარდგენილ ბრალდებებს არ ეთანხმებიან. 11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის, შოთა გორგაძის, […]

ყაჩაღობა დიდ დიღომში

 დიდი დიღომის მესამე მიკრორაიონში ჯიპისის აფთიაქი დააყაჩაღეს. გვიან ღამით  აფთიაქში რამდენიმე პირი შეიჭრა. გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია მცირე რაოდენობის თანხა. თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. აფთიაქის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მომხდარის ფაქტის შესახებ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულ 9 პირს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

11-12 მარტს აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მომხდარის გამო სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებული 9 პირის, შოთა გორგაძის, რევაზ ქერქაძის, მურმან კონცელიძის, მანუჩარ ფარტენაძის, ზაზა გოგიტიძის, აკაკი კვაჭაძის, რამაზ დუმბაძის, გიორგი გუბელაძისა და მერაბ მურვანიძის სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დასრულდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რომლებიც აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ითხოვდნენ. მოსამართლის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ […]

ყველა დედას ბათუმში ვთხოვთ, დაგვიდგნენ გვერდით!

ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულების დედები აქციებს აანონებენ. ისინი ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან სხდომის დაწყებამდნენ შეიკრიბნენ და განცხადეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მათი შვილები პატიმრობაში დარჩებიან, ფართომასშტაბიანი აქციებითა და გზის გადაკეტვით იმუქრებიან. დაკავებულთა დედების თქმით, მათი შვილები აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე იმყოფებოდნენ, თუმცა დანაშაული არ ჩაუდენიათ. _ ყველა დედას ბათუმში ვთხოვთ, დაგვიდგნენ გვერდით, […]

მარტვილში მკვლელობისთვის 2 პირი დააკავეს

მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში მომხდარი ყაჩაღობის და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს _ 1976 წელს დაბადებული პ.დ. და 1986 წელს დაბადებული რ.მ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 15 მარტს, მარტვილის რაიონის სოფელ ნაგვაზაოში, ყაჩაღურად თავს დაესხნენ 1942 წელს დაბადებული მ.ჩ.-სა და 1940 წელს დაბადებული ც.ჩ-ს სახლს, სახლიდან ფული და ოქროს […]

ხანძარი რუსთავში _ ერთი ადამიანი დაიღუპა

ხანძარი მოხდა რუსთავში, ქვის გადამამუშავებელი საამქროს მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. ცეცხლი საამქროსთან მდგარ ჯიხურს გაუჩნდა, რომელშიც მამაკაცი იმყოფებოდა, თუმცა გამოძახების დროს მათთვის ეს ინფორმაცია ცნობილი არ იყო. ადგილზე მისულმა ორმა სახანძრო მანქანამ ხანძრის ლიკვიდირება სწრაფად მოახერხა, და სწორედ ამის შემდეგ აღმოაჩინეს ჯიხურში გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი. ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე გამოძიება სისხლის […]

ბათუმში თურქი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში 75 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი თურქი ეროვნების იყო და პირველადი დათვალიერების შედეგად ძალადობის კვალი არ აღენიშნება. მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინტერპრესნიუსი

ელისო კილაძე დავით ხარშილაძის საქმეზე პოლიტიკოსებს ხვდება

გაზეთ „ქრონიკა+“-ის რედაქტორი პოლიტიკოსებს ხვდება. ელისო კილაძე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს მისი შვილის დავით ხარშილაძის წინააღმდეგ აღძრული საქის დეტალებს აცნობს. ელისო კილაძის თქმით საქმეში უამრავი დარღვევაა, მათ შორის არაა დალუქული ავტომობილი და არც ტელეფონი არაა დალუქული და გამოკვლეული. ელისო კილაძის შეფასებით მისი შვილის დაპატიმრება მასზე ზეწოლი განხორციელების მიზნით მოხდა და მისი შვილი სწორედ ხელისუფლების მძევალია. დავით […]