ბათუმში, 11-12 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის ბრალდებით კიდევ 8 პირი დააკავეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით და 353-ე მუხლებით ედებათ, რაც მასობრივ არეულობას და პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს. 11-12 მარტს, ბათუმში განვითარებულ მოვლებებთან დაკავშირებით, სისხლის […]
კატეგორია: სამართალი
კოტე იოსელიანი: ,,ხატია დეკანოიძის შვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდებოდა, რომ თავის თავზე აეღო”
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა კოტე იოსელიანმა ცოტა ხნის წინ გადაცემა „რეაქციაში“ უფლებადამცელის წარმომადგენელს მიმართა და მოუწოდა, ხატია დეკანოიძის შვილის დაჭერის ფაქტთან დაკავშირებით ნუ გააკეთებენ განცხადებებს, ვიდრე საქმის დეტალებს არ გეცნობიან. _ ხატიას შვილი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 18 წელი, მარტო არ დაუჭერიათ. ის სხვებთან ერთად დაიჭირეს. ყველა გაუშვეს და დაიტოვეს ეს და ამ ადამიანთან […]
ხატია დეკანოიძის შვილს პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას უფორმებს
ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს, საპროცესო შეთანხმება უფორმდება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს. პროკურატურაში იმ მიზეზებსაც განმარტავენ, რის გამო გადაწყდა თორნიკე კოპალეიშვილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება. _ ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების […]
ელისო კილაძე: ,,ლევან იზორია ძმა არის ნარკორეალიზატორების მსხვილი ,,კრიშა”
გაზეთ ქრონიკა პლუსის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტის თქმით, თავდაცვის მინიტრის ლევამ იზორიას ძმა არის „ნარკოტიკების რეალიზატორის “კრიშა” და ამის დამადასტურებელი ვიდეომასალის გავრცელებაც დაანანონსა. _ თბილისში ბოლო 4 წლის განმავლობაში არ ჩატარებულა არცერთი ღონისძიება ნარკორეალიზატორების გამოსავლენად. მე მაქვს ჩემი ინფორმაციები, ყველა ნარკორეალიზატორს კრიშავს შსს, სუსი და გაგიკვირდებათ და თავდაცვის მინისტრი. ნარკოტიკების რამდენიმე მსხვილი […]
გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში მსჯავრდებულზე ინტერპოლით ძებნა გამოცხადდა
გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებაში მსჯავრდებულს, რაშიდ კანჯი-ოღლის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაცია ,,ნიუპოსტს” შს სამინისტროში დაუდასტურეს. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გიგა ოთხოზორიას განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულს სასჯელი დაუმძიმა. სასამართლომ მიმალვაში მყოფ რაშიდ კანჯი-ოღლის 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.საქმეზე სასამართლო განხილვები მსჯავრდებულის გარეშე ტარდებოდა. მასზე […]
გელა ნიკოლაიშვილი: “ელისო კილაძის და ხატია დეკანოიძის შვილებს ნარკოტიკი შეიძლება ჩაუდეს”
“ახალ თაობასთან” საუბარში უფლებადამცველი, ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ ბოლო ხანებში ხელისუფლების მხრიდან გახშირდა ნარკოტიკების ჩადების შემთხვევები. _ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მე არ შემიძლია თავი დავდო იმაზე, რომ თუნდაც ელისო კილაძის შვილს თუ ხატია დეკანოიძის შვილს ნარკოტიკი არ ჩაუდეს, _ ამბობს ადვოკატი. _ შვილები იქცნენ სამიზნედ? _ ჩვენ გვესმის დაკავებულების განცხადებები, რომ ეს არის მათი […]
პოლიციელი ნარკოტიკზე დააკავეს
გენერალურმა ინსპექციამ საპატრულო პოლიციის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს პატრულ-ინსპექტორი და ერთი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავა. შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეს შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელოსა და ზემო სვანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს პირველი განყოფილების პატრულ-ინსპექტორის, 1986 წელს დაბადებული ი.ჭ.-სა და მასთან კავშირში მყოფი მოქალაქეების: 1985 […]
სოხუმში ე.წ. დეპუტატობის კანდიდატის ავტომობილი დაიწვა
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე კანდიდატის ბათალ აიბას ავტომობილს 15 მაისს სოხუმში ცეცხლი გაუჩნდა. აიბას ავტომობილი მის საარჩევნო შტაბთან ახლოს ავტოსადგომზე იყო, რა დროსაც ცეცხლი გაუჩნდა. სოხუმის ე.წ პროკურორის რუსლან ტირკბას თქმით ამ ეტაპზე ორი ვერსიაზე მიდის მუშაობა ერთი არის ის რომ ავტომობილს ცეცხლი განზრახ წაუკიდეს, ხოლო მეორე ავტომობილს ცეცხლი თავად გაუჩნდა. ნიუპოსტი
მკვლელობა ვანში
ვანში, სოფელ ზეინდარში შვილმა მამა თოფით მოკლა. არსებული ინფორმაციით, მამა-შვილს კონფლიქტი ხშირად ჰქონდათ.დამნაშავე ცხელ კვალზე არის დაკავებული და ამოღებულია მკვლელობის იარაღი. როგორც „ნიუპოსტს“ შინაგად საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარებს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ოთარ კახიძე: „საქართველოში „მინი სტრასბურის“ შექმნაზე ლაპარაკი არასერიოზულია“
_ სტასბურის ადამიანის უფლებათა სასამართლოს საქართველოში ვერავინ გადმოიტანს – ეს არის აბსურდული. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ოთარ კახიძემ განუცხადა. კახიძის თქმით, შესაძლებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილებების გაფართოებაზე მსჯელობა, თუმცა მისივე შეფასებით, „აღნიშნული სასამართლო დღევანდელი ხელისუფლების დამსახურებით პარალიზებულია“. _ აღნიშნული ინიციატივის შესახებ პირველად ნინო გვენეტაძისგან და შემდეგ მერაბ ტურავასგან მოვისმინე, მათ ჰქონდათ განზრახული „მინი […]










