კატეგორია: სამართალი

ავარიას ბათუმში მამაკაცი ემსხვერპლა

ბათუმში, ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 50 წლამდე ასაკის კაცს შეჯახა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. როგორც ნიუპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

200.000 დოლარის გამოძალვის გამო 1 პირი დააკავეს

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული გ.ა. თბილისში, დავით გურამიშვილის გამზირზე დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 1969 წელს დაბადებულ დ. ბ.-ს, მისი და […]

დაპირისპირება კრიმინალურ ,,ავტორიტეტებში”

,,კანონიერმა ქურდმა” მერაბ ჯანგველაძემ (მერაბ სუხუმსკი), რომელიც თანამოძმეებს იტალიიდან უკავშირდება, აფხაზ ქურდებს შორის არეულობა გამოიწვია. არეულობის საბაბი მერაბის ერთგული თანამებრძოლი ალხაზ აგრბა გახდა, რომელსაც სამშობლოში ქურდად არ ცნობენ. აღსანიშნავია, რომ ,,სუხუმსკის” პრობლემას ამ საკითხში ალხაზის გუდაუთელი თანამოქალაქეები ,,კანონიერი ქურდები” _ რაულ ბარცბა (პიზა), ალხაზ ავიძბა (ხასიკი) და ასტამურ შამბა (ასტიკი) უქმნიან. სწორედ ამ სამეულმა შეუჩერა […]

გიორგი კახიანი: ,,პატიმართა შეწყალების საკითხი კვლავ პრეზიდენტის განკარგულებით დარეგულირდება”

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრის, დეპუტატ გიორგი კახიანის ინფორმაციით, პატიმართა შეწყალება კვლავ პრეზიდენტის განკარგულებით დარეგულირდება და მასთან დაკავშირებულ საკითხებს კანონი არ განსაზღვრავს. საკონსტიტუციო კომისიაში წარდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების სამუშაო ვარიანტით, შეწყალების წესი კანონით განისაზღვრება. როგორც კახიანმა ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, კომისიაში მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული საკითხები დარეგულირდება ისე, როგორც ეს სადღეისოდ არის. _ კომისიის სხდომაზე იყო […]

ზუგდიდში პატრულსა და მოქალაქეს შორის ინციდენტი მოხდა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ზუგდიდში, მესამე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც ნიუპოსტის ადგილობრივი კორესპონდენტი იტყობინება ინციდენტი მოხდა პოლიციასა და მოქალაქე თემურ ხარლამპიდს შორის. ხარლამპიდი ირწმუნება, რომ პოლიცია მისთვის 40 ლარიანი ჯარიმის გამოწერას უკანონოდ ცდილობდა. მოქალაქის მონაყოლის მიხედვით, ის საპატრულო პოლიციამ ქალაქის ცენტრში გააჩერა და მიუთითა, რომ ღვედის არგაკეთების მოტივით ჯარიმა უნდა დაეწერა. ამას ხარლამპიდის გაღიზიანება […]

ელისო კილაძის შვილის საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო

„ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის ვაჟის დავით ხარშილაძის საქმეზე გენინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. ელისო კილაძე პოლიციელებს თავისი შვილისთვის ნარკოტიკების ჩადებასა და ძალადობაში ადანაშაულებს. უწყების ცნობით, პოლიციელები უკვე გამოიკითხნენ, გენინსპექცია სახალხო დამცველს ოფიციალური თხოვნით დღეს წერილობით მიმართავს. ელისო კილაძის შვილს, რომელსაც გამოძიება დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვას ედავება, მოსამართლემ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. „ქრონიკა +“-ის რედაქტორი შვილს, რომელმაც […]

ესპანეთში საქართველოს 48 მოქალაქე დააკავეს

 ესპანეთის პოლიციის ინფორმაციით, მასშტაბური სპეცოპერაციის ფარგლებში, ქართული „მაფიის“ 48 წევრის დაკავება მოხდა. სპეცოპერაცია ერთდროულად 15 ადგილზე ჩატარდა _ მადრიდში, ხეტაფეში, ლეგანესში და ბარსელონაში. ამოღებულია 600-მდე საიუველირო ნაწარმი, ელექტროტექნიკა, 13 ათასი ევრო, დოკუმენტები და ძარცვაში გამოსაყენებელი ხელსაწყოები. ესპანელი სამართალდამცავების თქმით, დაკავებულებს 40-ზე მეტი დანაშაული აქვთ ჩადენილი მადრიდსა და მურსიაში, ასევე მკვლელობა საქართველოში. ნიუპოსტი

მშენებლობის ნებართვაში 10.000 დოლარს ითხოვდნენ _ ორი პირი დაკავებულია

 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: ბექა ბ. და მერაბ ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ბ, მერაბ ბ-სთან წინასწარი შეთანხმებით, ვითომდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მაღალი თანამდებობის პირების მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეს მის საკუთრებაში არსებულ […]

ქუთაისში ბენზიგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქუთაისში, ბენზიგასამართი სადგური დააყაჩაღეს. ნიკეას ქუჩაზე არსებული ობიექტს სამი ნიღბიანი მამაკაცი დაესხა თავს. ბოროტმოქმედებმა 1500 ლარამდე თანხის წაღება მოახერხეს. როგორც ნიუპოსტს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები.

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს

თურქეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. „მოამბის“ ჟურნალისტის ინფორმაციით, 50 წლამდე მამაკაცი ქალაქ სტამბოლში წლებია ცხოვრობდა. მეგობარმა მისი ცხედარი სახლში იპოვა და სამართალდამცავებს შეატყობინა. მამაკაცი წარმოშობით კახეთიდან, ყვარლის რაიონიდან იყო. ახლობლებს, ამ ეტაპზე, არ აქვთ ინფორმაცია, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი. ოჯახი, ჯერჯერობით, მედიასთან კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.