“ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს, ხელმძღვანელობამ უთხრა, 300 -ლარიან ხელფასზე ჩამოგიყვანო…” – რას ყვება ყოფილი მეშახტე

"ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს, ხელმძღვანელობამ უთხრა, 300 -ლარიან ხელფასზე ჩამოგიყვანო..." - რას ყვება ყოფილი მეშახტეტყიბულში, მინდელის მაღაროს ყოფილი თანამშრომელი ამბობს, რომ 5 აპრილს, სავარაუდოდ, უბედური შემთხვევა მოხდა.

ამის შესახებ პაატა ქურციკიძემ “პრაიმტაიმს” განუცხადა.

პაატა ქურციკიძე იმ შემთხვევას იხსენებს, როდესაც მსგავსი აფეთქების დროს, ხელმძღვანელობა მეშახტეს ხელფასის დაკლებით დაემუქრა.

– ადრე იყო ასეთი შემთხვევა, რომ ეშინოდა შესვლა ერთ-ერთ მეშახტეს აფეთქებისას და ამბობდა, რომ საშიშია ვერ შევალ, დავაცადოთ, ვერ გავბურღავო, ხელმძღვანელობა ამბობდა, თუ ეშინია და ვერ შევა, 300 ლარიან ხელფასზე გადმოვიყვანო. ეს უთხრეს ერთ-ერთ პიროვნებას, სახელს ვერ დავასახელებ. მე 4 კილო ნახშირისთვის გამომაგდეს და თვითონ ხალხს კლავენ და ასეთ მდგომარეობაში აყენებენ. მათთვის მთავარია, ნახშირი მიიღონ, ადამიანების ჯანმრთელობა არ აინტერესებთ, – აცხადებს ყოფილი მეშახტე.

მისი თქმით, ამჟამად მეშახტეების ანაზღაურება 900-1.000 ლარია.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის  სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 3 მეშახტე. ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს – ტყიბულის კლინიკაში.

პრაიმტაიმი