დავით წიტაიშვილმა ქუთაისის ბაგა-ბაღებში ცეკვის გაკვეთილები აკრძალა – ”ნამდვილად არ გვეცეკვება”

დავით წიტაიშვილმა ქუთაისის ბაგა-ბაღებში ცეკვის გაკვეთილები აკრძალა - ”ნამდვილად არ გვეცეკვება”ქუთაისის “ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების” ახალი ხელძღვანელის, დავით წიტაიშვილის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში ცეკვის გაკვეთილები აღარ გაგრძელდება. ცვლილების განხორციელებას გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი 2018 წლიდან გეგმავს.
– საბავშვო ბაღებში ცეკვის პედაგოგების დამატებას მე თავიდანვე, როდესაც საკრებულოს დეპუტატი ვიყავი, არ ვეთანხმებოდი. ქართულ ცეკვას მე არ ვეწინააღმდეგები, მაგრამ ბავშვის ორგანიზმი ასეთ ასაკში ძალიან მყიფეა და მათთვის მნიშვნელოვანია მეტყველების და სიარულის ვარჯიში, ვიდრე სწორ ხაზზე ცეკვა. ახლა ბაღებში ისეთი სიტუაცია არ გვაქვს, რომ გვეცეკვებოდეს, – განმარტა დავით წიტაიშვილმა.
“ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში” აცხადებენ, რომ ცეკვის პედაგოგები საბავშვო ბაღების 37 ფილიალში კონტრაქტით მუშაობენ.