ბათუმში, ახვლედიანის ქუჩაზე აფეთქების შედეგად 9 ოჯახი დაზარალდა. ადგილზე იმყოფებიან ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები, ასევე ბათუმის მერი ლაშა კომახიძე.
როგორც აჭარის ა/რ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, რამაზ ჯინჭარაძემ განაცხადა, აფეთქების შედეგად დაშავებულების მოსანახულებლად აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე საავადმყოფოში იმყოფება.
მისი ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია აფეთქების მიზეზები და მიმდინარეობს გამოძიება.
ადგილზე ასევე მივიდნენ ”სოკარ ჯორჯია გაზის” აჭარის წარმომადგენლებიც.
როგორც კომპანიის წარმომადგენელი, დავით ლეკიშვილი აცხადებს, პირველადი დათვალიერებით აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ამასთან, მან აღნიშნა, რომ კომპანია მონიტორონგს სისტემტურად ახორციელებს.
ბათუმში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად, ხუთი ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები.
ინტერპრესნიუსი

