ზურაბ ჟვანიას იუბილესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრებთან და ახლობლებთან ერთად, დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდა. მან კიდევ ერთხელ მიაგო პატივი სახელმწიფო მოღვაწისა და მეგობრის ზურაბ ჟვანიას ხსოვნას. დღეს ზურაბ ჟვანიას 54 წელი შეუსრულდებოდა.

